პედრო ლეონი realmadrid.com-თან

ამ მაისურს პატივისცემითა და მორჩილებით ვატარებ.


პედრო ლეონმა თავის პირველ ინტერვიუში realmadrid.com-თან გაგვიზიარა მისი გრძნობები რეალში გადასვლასთან დაკავშირებით.

მოლოცვები შენი ბავშვობის ოცნების ახდენასთან დაკავშირებით.

მადლობა. ეს არის მსოფლიოში საუკეთესო გუნდი. ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ გუნდში თამაშზე. ძალიან გახარებული ვარ.

პედრო ლეონი realmadrid.com-თან


შენ გამოიყურები ცოტა აღელვებული. ელოდი ასეთ თბილ მიღებას გულშემატკივრებისგან?

ისინი დიდებულები იყვნენ. ამას ნამდვილად არ ველოდი. ბევრი ადამიანი მოვიდა დღეს და მემათი მადლობელი ვარ.

ფლორენტინო პერესმა მადლობა გადაგიხადა პრეზენტაციის დროს იმ შრომისთვის, რომლის გამოც მოხვდი აქ.

ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ როდესაც გავიგე რეალის დაინტერესება ჩემდამი მე ვუთხარი ჩემ აგენტს, რომ მადრიდი ერთადერთი ადგილი იყო ჩემთვის. ეს იყო ჩემი ოცნება.

ბევრჯერ აღნიშნე, რომ ეს არის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი და მას ჰყავს საუკეთესო მოთამაშეები და საუკეთესო მწვრთნელი.

დიახ. ჩემზე უკეთესი შანსი არასდროს მოგეცემათ. ვიცი, რომ უნდა ვიყო თავმდაბალი და ბევრი ვიმუშაო. რეალი არის საუკეთესო კლუბი და ჰყავს საუკეთესო ფეხბურთელეი და ასევე მწვრთნელი, ამიტომ აქ ყოფნა არის შესანიშნავი. პროგრესირებისთვის და მეტის სწავლისთვის საუკეთესო გარემოა რეალი.

პედრო ლეონი realmadrid.com-თან


შენ ჯერ 23 წლის ხარ და გითამაშია, მურსიაში, ლევანტეში, ვალიადოლიდში და ხეტაფეში. შენი მთავარი მიზანია, რომ გაიზარდო როგორც მოთამაშე?

დიახ. მე მივაღწიე მწვერვალს რეალში გადასვლით. არა მარტო მე ვიძახი, რომ ეს კლუბი არის საუკეთესო
ყველა ძველი მწვრთნელი გიფასებდა ხარისხს. ეხლა ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაო და უნდა დავიცვა მაისური, კომპეტენტურობა, სიამაყე და რაც მთავარია მორჩილება.

მათი მადლობელი ვარ. არცერთს არ დავივიწყებ, მაგრამ ყველაზე მეტად მენდილიბარი მიყვარს.

მაურინიო არის ძალიან მომთხოვნი და შრომის მოყვარე. რას გრძნობ როდესაც იცი, რომ მასთან ერთად უნდა იმუშაო?

უკეთესად ვერასდროს ვიგრძნობ თავს. როგორც ადრე ვთქვი, ის არის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი. ამაყი ვარ, რომ მასთან ერთად ვიმუშავებ. ყველაზე მეტი რისი გაკეთებაც შეგიძლია საუკეთესო კლუბისთვის არის ის, რომ მომთხოვნი იყო. ვიმედოვნებ, რომ 30 ივნისს, ყველას შეგვეძლება გასული სეზონის გადახედვა და იმის თქმა, რომ მივაღწიეთ სასურველ შედეგს.

მაურინიო იყო ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად გიჭერდა მხარს. უფრო მეტად მოქმედებს ეს?

დიდი პრივილეგიაა, როცა ასეთი დიდი მწვრთნელი გიჭერს მხარს. ამითი ძალიან ამაყი ვარ. მინდა, რომ პრეზიდენტსაც მადლობა გადავუხადო, რადგან ისიც იბრძოდა იმისთვის, რომ აქ მოვხვედრილიყავი, ისევე როგორც ხორხე ვალდანო. ძალიან აღგზნებული ვარ და ვიქნები იქამდე, სანამ ამ მაისურს ვატარებ. ძალიან მინდა ბევრი მუშაობა.

ხალხის გული უნდა მოიგო შენი წარმოდგენებით. შენ მარჯვენა ფეხით თამაშობ, მიუხედავად ამისა შეგიძლია ორივე ფრთაზე ითამაშო.

მირჩევნია სხვებმა დამახასიათონ. ვეცდები საუკეთესო გამოვავლინო და დავეხმარო გუნდს. მწვრთნელი გადაწყვეტს რა უნდა გავაკეთო.

პედრო ლეონი realmadrid.com-თან


ვხვდები, რომ გინდა ითამაშო ისეთი ფეხბურთელების გვერძე, როგორებიც არიან კრისტიანო რონალდო, კაკა და ბენზემა.

მინდა, რომ მაისური მეცვას მატჩის დროს. ყველაზე კარგი რამ ფეხბურთში არის თამაში.

რა გინდა რომ უთხრა გულშემატკივრებს?

მინდა იცოდნენ მათ, რომ ვგრძნობ დიდ სიამაყეს ამ მაისურის ტარებისას და დავიცავ მას ბოლომდე პატივისცემითა და მორჩილებით. ვიმედოვნებ, რომ გავახარებ მათ. გაუმარჯოს მადრიდს!

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 17 ივლისი 2010
  • 1807
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)