პერესის ტრანსფერები

მაშ ასე მე ეხლა შემოგთავაზებთ სტატიას , სადაც განვიხილავთ სამეფო კლუბის ზაფხულის ტრანსფერებს...


რიკარდო კაკა

ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც მადრიდის რეალმა მილანიდან გადმოიბირა. სამეფო კლუბს შარშან ნახევარდაცვის ცენტრში მართლაც სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ფლორენტინო პერესის გაპრეზიდენტების შემდეგ რიკარდო სულ მალე გადავიდა ,,ბლანკოსის” შემადგენლობაში. კაკა მადრიდის რეალის ”დირიჟორი” უნდა გახდეს, ჩილელი სპეციალისტი მანუელ პელეგრინი მასზე დიდ იმედებს ამყარებს, თუ ბრაზილიელს თამაში წაუვა მაშინ რეალი საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს, ის იქნება მთავარი ფიგურა. კაკას ტრანსფერით სამეფო კლუბმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

კრიშტიანო რონალდო

ფეხბურთელი , რომელიც რამონ კალდერონის ოცნება იყო, მაგრამ დონ რამონმა მისი გადმობირება ვერ შეძლო, რადგან მას არ ჰქონდა ნიჭი ვარსკვლავების შეძენის. სამეფო კლუბს წინა სეზონში გარემარბის პოზიციაზეც ჰქონდა პრობლემები. თუ არიენ რობენი ვერ იღებდა მატჩში მონაწილეობას ყველაფერი დამთავრებული იყო, გუნდი გარემარბის გარეშე რჩებოდა, ჰოლანდიელს კი ხშირად ჰქონდა დაზიანებები, ეს კი დაღს ასვამდა ”თეთრებს”. კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერით პერესმა ეს პრობლემა გადაჭრა , ამჟამად მადრიდის რეალში არის ორი უმაღლესი დონის გარემარბი, არიენ რობენის და რონალდოს სახით. რონალდოს ყიდვაც პერესის უდავოდ ძალიან მართებული ნაბიჯი იყო.

ხაბი ალონსო

ხაბი ალონსოს გადაბირებით მანუელ პელეგრინმა ყველას ნათლად დაანახა ტაქტიკა, რომლითაც სამეფო კლუბი ჩაატარებს მომავალ სეზონს. აშკარაა, რომ ჩილელს იზიდავს ნახევარდაცვის უკეთ გამაგრება. მანუელი ლასი, ალონსო, რონალდო, კაკას კვარტეტს ათამაშებს. ლასანა სუფთა საყრდენია, ალონსო ”ხიდი” დაცვასა და ნახევარდაცვას შორის, კაკა გამთამაშებელი და გუნდის მთავარი ფიგურა, რონალდო კი გარემარბი. რადგან მთავარმა მწვრთნელმა მოინდომა ალონსოს შეძენა ესეიგი ესეც პერესის მართებული ნაბიჯია, რადგან , როდესაც გუნდი ირჩევს ასეთ ტაქტიკას , ხაბისნაირი ფეხბურთელი მართლაც დიდ სამსახურს გაუწევს.

ალვარო არბელოა

არბელოა კასტილიის აღზრდილი გახლავთ, იგი სულით მადრიდელია, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ესპანელი ფეხბურთელი რაფაელ ბენიტესმა შეამჩნია და ლივერპულში გადაიყვანა, მერსისაიდელთა შემადგენლობაში ყოფნის დროს ალვარომ დიდი პრაქტიკა და მეტი სათამაშო დრო მიიღო, ეს კი მას დაეხმარა განვითარებაში. არბელოას კარგი თამაში პერესის თვალთახედვის არეშიც მოექცა და ახალგაზრდა კანტეროსანი ”სახლში” დაბრუნდა. არბელოა უნივერსალია, მას შეუძლია დაცვის ორივე ფლანგზე თამაში, ასევე კარგად გამოდის ცენტრშიც, ასე, რომ რეალს იგი დიდ დახმარებას გაუწევს თავისი უნივერსალობით.

რაულ ალბიოლი

როდესაც სამეფო კლუბის პრეზინდენტი ფლორენტინო გახდა, არც რეალის დაცვა იყო იდეალურ მდგომარეობაში, გუნდიდან წავიდა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ფაბიო კანავარო, ამიტომ დაცვა მართლაც შესუსტდა, ცენტრში დარჩა მეტცელდერი , რომელსაც 2 წელია არ ეძლევა თამაშის საშუალება და იგი პრაქტიკას მოკლებულია. ამიტომ ხორხე ვალდანომ დაიწყო მაღალი დონის მცველის ძებნა, მრავალი კანდიდატურა იყო , მაგრამ არჩევანი ბოლოს რაულ ალბიოლზე შეჩერდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ იგი ახალგაზრდა და კარგი მოთამაშეა და ასევე იმიტომ, რომ იგი ესპანელია და გუნდის ესპანიზაციას შეუწყობდა ხელს.

კარიმ ბენზემა

ახალგაზრდა ფრანგი ვარსკვლავი, რომელიც ლიონში ბრწყინავდა და საფრანგეთის ფეხბურთის ვარსკვლავად ითვლებოდა. ,,ბლანკოსს” მხოლოდ თავდასხმის ხაზში არ ჰქონდა პრობლემები რადგან იქ იყვნენ: რაული, იგუაინი, ნისტელროი, ჰუნტელაარი და სავიოლა. მაგრამ ხავიერმა გუნდი უკვე დატოვა, სამაგიეროდ დაბრუნდა ნეგრედო, სამეფო კლუბში თავდამსხმელთა დეფიციტი ნამდვილად არ იმჩნეოდა, პირიქით,ფორვარდები მართლაც მომრავლდნენ. არავის ეგონა, რომ პერესი ბენზემას შეიძენდა რადგან იგი ნახევარდაცვისა და დაცვის ხაზზე იყო მეტად კონცენტრირებული. მაგრამ მოხდა ასე და ბენზემა რეალის წევრი გახდა, ჯერჯერობით ეს ფეხბურთელი კარგ შთაბაეჭდილება ტოვებს და გოლებსაც იტანს. ვნახოთ როგორ ითამაშებს ოფიციალურ თამაშებს, მაგრამ ახალგაზრდა ფრანგის შეძენა პერესის აქტივში ნამდვილად უნდა ჩავწეროთ.

ესტებან გრანერო

ესტებან გრანეროც კანტეროსანია, იგი ნამდვილი მადრიდისტაა, ის მრავალი წლის მანძილზე ირიცხებოდა მადრიდის რეალის საფეხბურთო სკოლაში, გრანერო კასტილიაში შესანიშნავად თამაშობდა, მაგრამ ვერ დაიმკვიდრა ადგილი ძირითად გუნდში, ამიტომ იგი გაანათხოვრეს ხეტაფეში, სადაც იგი ნამდვილად განვითარდა და უმაღლეს დონეზე დაიწყო თამაში, იგი წელს დაბრუნდა რეალში და ამხანაგუტ მატჩებში შესანიშნავად წარმოაჩინა თავი. ესტებანს შეუძლია ნახევარდაცვის ცენტრში თამაში, ასევე შესანიშნავად ირჯება გარემარბის პოზიციაზე, ასე ვთქვათ გრანეროც უნივერსალია და ეს გუნდს ნამდვილად წაადგება. იგი თავდაუზოგავად ვარჯიშობს და იბრძვის იმის დასამტკიცებლად, რომ ღირსია სამეფო კლუბში თამაშის. გრანერომ გუნდის ესპანიზაციასაც უფრო შეუწყო ხელი, ეს ტრანსფერიც პერესის მახვილგონივრულობას უნდა მივაწეროთ.

ეზიკელ გარაი

ეს ფეხბურთელი შარშან რამონ კალდერონმა იყიდა მაგრამ 1 წლით რასინგს დაუთმო, წელს იგი დაბრუნა ,,ბლანკოსში” მაგრამ არის საუბრები იმის შესახებ, რომ იგი წავა რეალიდან, რადგან მას დიდი კონკურენცია ელის და ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის სათამაშო პრაქტიკის უქონლობა ძალიან ცუდია.

ალვარო ნეგრედო

კიდევ ერთი კასტილიელი, შარშან ნეგრედომ ალმერიაში ითამაშა იჯარით და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, გაიტანა გოლები და გახდა ალმერიას საუკეთესო ფეხბურთელი, ალვარო დაბრუნდა სამეფო კლუბში მაგრამ მის აბარგებასთან დაკავშირებით მიდის ბევრი საუბრები, რადგან გუნდში არიან ნისტელროი, ბენზემა, რაული , იგუაინი . ძალიან დიდი კონკურენციაა, კასტილიელს კი არ სურს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა, პერესის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება ალვაროს იჯარით გაშვება იქნება, ვინაიდან მომავალ წელს ვან ნისტელროის და რაულს ფეხბურთისთვის არც ისე ახალგაზრდული ასაკი ექნებათ.

წავიდნენ: სავიოლა, ხავი გარსია, პარეხო, ჰუნტელაარი, კოდინა, სალგადო,კანავარო,ფობერი, ჰაინცე.

მოვიდნენ: რონალდო, კაკა,ალბიოლი, არბელოა, ალონსო, ბენზემა, გრანერო,ნეგრედო, გარაი.

ამის წაკითხვის შემდეგ ალბათ ყველა შევაქებთ პერესს და მის ტრანსფერებს, გუნდიდან ნაკლებად ცნობილი და საშუალო დონის ფეხბურთელები წავიდნენ. ამ სიას უახლოს მომავალში აუცილებლად დაემატება 2-3 ფეხბურთელი. რაც შეეხება ახალწვეულებს ამას ყველა კარგად ვხედავთ.

ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს ფლორენტინოს დახარჯული ამხელა თანხა, მაგრამ გუნდში მთავარი გარდატეხა უკვე შეტანილია.

1) სამეფო კლუბის ესპანიზაცია წარმატებით იქნა ჩატარებული.
2) გუნდში მოვიდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ეკადრება რეალს.
3) გუნდიდან წავიდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არ ეკადრებოდა სამეფო კლუბს.




dle 10.1

  • Hala
  • 14 აგვისტო 2009
  • 2620
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)