ანჩელოტი:„მოდრიჩი ფინალის გმირია“

კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის სუპერთასის მოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ დავიმსახურეთ გამარჯვება. გახარებული და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გუნდი ჩემპიონი გახდა. ფინალში შესანიშნავად ვითამაშეთ და შეცდომები ფაქტობრივად არ გვქონდა. ეს იყო „ელ კლასიკოსგან“ განსხვავებული სტილის დაპირისპირება.“

„კურტუამ ბოლო 10 წუთში საოცრებები ჩაიდინა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ბელგიელმა კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, რამხელა კლასის მატარებელია. ამ მატჩში ბურთის განსაკუთრებული კონტროლი გვქონდა და ხშირად სწრაფ შეტევებსაც განხორციელებდით.“

„როდრიგო ბრწყინვალე იყო. ბრაზილიელმა ძალიან მაღალი ტემპებით ითამაშა და ლუკა მოდრიჩს გოლის გატანაშიც დაეხმარა. გოეში თანამემამულე ვინისიუს ჟუნიორზე ბევრად დასვენებული გახლდათ.“

„თუ კროოსი, მოდრიჩი და კაზემირო კარგად ითამაშებენ, „რეალის“ წარმატების შანსი ყოველთვის ორმაგდება. ისინი „ბილბაოსთან“ ბურთზე სრულ კონტროლს ამყარებდნენ.“

„ლუკა მოდრიჩს ვუთხარი, რომ ის უდავოდ საუკეთესო იყო, ხორვატს ჯილდოს მიღებას ვულოცავ. ამ ფეხბურთელის თამაშით სიამოვნებას ვიღებ, ის ჩემთვის ხშირად არის ბედნიერების მომტანი.“

„მწვრთნელობის მეორე ეტაპზე სულ სხვა გუნდი დახმვდა. აქ აღარ თამაშობს კრიშტიანო რონალდუ, მაგრამ თამაშობს ვინისიუსი, ასევე გვყავს როდრიგო და სხვა პერსპექტიული ფეხბურთელები. თაობები იცვლება მაგრამ მთავარი ის არის, რომ „ბლანკოსი“ დიად სახელს ინარჩუნებს და პროგრესს აჩვენებს.“

„გაჩერებას არ ვაპირებთ, ჩვენი მიზანი კიდევ ბევრი ტიტულის მოგებაა და ამისათვის ბოლომდე დავიხარჯებით.“

„ფლორენტინო პერესს ვეთანხმები, როდესაც ის აცხადებს, რომ ლუკა და ტიბო საკუთარ პოზიციაზე საუკეთესოები არიან.“

„ჩვენ ამ ჯილდოს დიდი სიხარულით აღვნიშნავთ, ხვალიდან კი სრულ კონცენტრაციას „ელჩესთან“ მატჩზე მოვახდენთ, რომელსაც ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს.“

„რა ვუთხარი ფლორენტინოს თასის აღნიშვნის დროს? ამას აქ ვერ გეტყვით, ვინაიდან პირადი საკითხია.“

„მიხარია მადრიდისტების ბედნიერი სახეების ნახვა. დიახ, სუპერთასს დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ, რადგან ამ ტურნირზე შესანიშნავი გუნდები გამოდიოდნენ.“

„სამეფო თასზე მოკლე დროში უნდა გადავერთოთ. ფეხბურთელებს ხანგრძლივი ფრენა მოუწევთ, შემდეგ კი მათ დასვენების საშუალება უნდა მივცეთ. ზუსტად ვიცით რომ „ელჩესთან“ დაპირისპირებას დიდ გამოწვევას წარმოადგენს.“

„კარგი საქმიანობა ყოველთვის გამარჯვებით და ტიტულით არ ფასდება. მე „ნაპოლისა“ და „ევერტონში“ ბევრი კარგი საქმე გავაკეთე, მაგრამ უდიდესი კონკურენციის გამო ტიტულების მოგება ვერ შევძელი, თუმცა ეს მადრიდის „რეალია“, სადაც სულ სხვა რესურსი და შემართება არსებობს. წელი ბრწყინვალედ დავიწყეთ და ასე გავაგრძელებთ.“

„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება კონკრეტული მატჩისთვის სპეციალური მომზადებაა. ვიცით, როგორც ვითამაშოთ დაცვასა და წინა ხაზში. დღეს გუნდმა ძალიან გამახარა.“ dle 10.1

  • Hala
  • 17 იანვარი 2022
  • 6146
  • 1

1

17 იანვარი 2022 10:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
კონტრ-შეტევაზე იმიტომ ვართ მაგრები რომ სწრაფი ფეხბურთელები გვყავს.

რაც შეეხება ტაქტიკას და პოზიციურ შეტევებს, აქ სერიოზულად მოვიკოჭლებთ, უფანტაზიოდ ვთამაშობთ და ეგ ამბავი გამოსასწორებელია რა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)