კურტუა:„რამოსი და ვარანი წავიდნენ, მაგრამ ჩვენ დაცვაში სოლიდურად ვთამაშობთ“

ტიბო კურტუამ ესპანეთის სუპერთასის ფინალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.


„მადრიდის „რეალის“ რიგებში არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი ირიცხება, რომელსაც ბევრი ფინალი აქვს მოგებული. ვიმედოვნებ, ხვალინდელი დაპირისპირება წარმატებული გამოდგება და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. წლის სუპერთასის მოგებით დაწყება რა თქმა უნდა სასიხარულო იქნება. „რეალი“ მრავალმხრივი გუნდია და შეუძლია, როგორც კონტრ-შეტევაზე თამაში, ასევე ბურთის კონტროლი და გეგმაზომიერი შეტევების განხორციელება. ყოველთვის იმას აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ არის შენი მეტოქე და რა საჭიროებები არსებობს კონკნრეტულ მატჩში. ჩვენ გვყავს ვინისიუსი, ბენზემა, ასენსიო, როდრიგო და სხვები, რომლებიც ნებისმიერ სტილს შესანიშნავად ერგებიან.“

„ალაბასა და მილიტაოს დუეტი მართლაც შესანიშნავია, ასევე ძალიან საიმედო მცველი ნაჩო ფერნანდესიც, რომელიც თამაშში ხშირად ერთვება და გუნდის დახმარებას ცდილობს. რამოსისა და ვარანის წასვლის შემდეგ საკმაოდ დიდი დანაკლისი განვიცადეთ, თუმცა ფაქტია, რომ სამეფო კლუბის დაცვაში სერიოზული პრობლემები არ არის. მეტიც, მოთამაშეები პროგრესირებენ და არაერთი მატჩი ჩავატარეთ გაშვებული გოლის გარეშე.“

„ანჩელოტი ყველა ფეხბურთელს არნახულ მოტივაციას აძლევს. შეუძლებელია ფეხბურთელი იყო და ფინალში გამარჯვებაზე არ ოცნებობდე. ჩვენ ისე ვიასპარეზებთ, როგორც ღირსეულ ფინალიტს შეეფერება. ყველა ფეხბურთელი მონდომებულია და სუპერთასის მოგება სურს.“

„აზარს კიდევ შეუძლია მომატება. მთავარი ის არის, რომ ჩემს თანამემამულეს პრობლემები აღარ აქვს და 100%-ით ვარჯიშობს. თუ ედენი მოედანზე გავა, სრულფასოვნად გაირჯება და გუნდის დახმარებას შეეცდება. მარცხენა ფლანგი უდავოდ ვინისიუსისაა, ხოლო საპირისპირო ფლანგზე საკმაოდ დიდი კონკურენცია გვაქვს.“

„უნაი სიმონს მხოლოდ დადებითაც დავახასიათებ. „ბილბაოს“ კარის დარაჯი ძალიან სერიოზულ კლასს ფლობს. დარწმუნებული ვარ, გარკვეული წილი გოლკიპერთა დაპირისპირებაც იქნება, აქედან გამომდინარე, დიდი ყურადღება მმართებს.“

„ბასკებს საკმაოდ აგრესიული შეტევის ხაზი ჰყავთ, ამიტომ დაცვაში დიდი ყურადღების გამოჩენა გვმართებს. თუ დაბალანსებულ ფეხბურთს ვითამაშებთ, ფინალს მოვიგებთ. საკმაოდ ბევრი კომპონენტი უნდა გავითვალისწინოთ და სრულყოფილი ფეხბურთი შევთავაზოთ მეტოქეს.“

„ამ სეზონში „ატლეტიკს“ უკვე ბევრჯერ შევხვდით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ყველა თამაში ინდივიდუალურია და მსგავსებების ძიება არ გვჭირდება. ხვალ იქნება კონკრეტული მატჩი, თავისი მახასიათებლებით, სადაც ყველაფერი ნულიდან დაიწყება და გამარჯვებას უძლიერესი მოახერხებს.“

„საკუთარ თავზე ინტენსიურად ვმუშაობ და მსურს, რომ უფრო დიდ პროგრესს მივაღწიო. აქ მოსვლის პირველ სეზონში პრობლემები მქონდა, თუმცა „გალათასარაისთან“ გასვლითი დაპირისპირება ფაქტობრივად გადამწყვეტი აღმოჩნდა, რამაც დიდი ფსიქოლოგიური მუხტი მომცა. „რეალის“ მოთხოვნებს სრულად ვაცნობიერებ და ვთვლი, რომ დღეს საკმაოდ მაღალ დონეზე ვარ.“

„როდესაც ფინალში თამაშობ, არასდროს აქვს მნიშვნელობა მეტოქეს. რადგან გუნდი ამ ეტაპზე გადის, ესეიგი ღირსეული და ძლიერია. არ ჰქონდა მნიშვნელობა რომელ გუნდს შევხვდებოდით, მზადება ანალოგიურ რეჟიმსა და ტემპში მიმდინარეობს. ძალიან რთულ და გამოწვევებით სავსე დაპირისპირებას ველით.“

„სტადიონი საკმაოდ ლამაზი და ეფექტურია. ასევე აღსანიშნავია მადრიდისტების სიმრავლე, რასაც ჩვენთვის მეტი მდგრადობა და შემართება მოაქვს.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 15 იანვარი 2022
  • 644
  • 1

1

15 იანვარი 2022 23:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ტიბო თემაა,იმდენად დაფასებული არაა როგორაც საჭიროა,უფრო დიდი პიარი უნდა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (309)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)