კარიმ ბენზემა - 300 გოლი მადრიდის „რეალში“

„ვალენსიას“ კარში გატანილი პირველი გოლი კარიმ ბენზემასთვის ისტორიული გამოდგა. ფრანგმა ფეხბურთელმა გუშინდელ საღამოს „რეალის“ მაისურით, მე-300 და 301-ე გოლი გაიტანა...


უნდა აღინიშნოს, რომ ბენზემა არის მეოთხე მადრიდიტა, რომელმაც 300-იან ნიშნულს გადააჭარბა, მას მხოლოდ დი სტეფანო, (308 გოლი), რაული (325 გოლი) და კრიშტიანო რონალდუ(451 გოლი) უსწრებენ.

ბენზემამ 301 გოლს 584 დაპირისპირებაში მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ კარიმს დიდი შანსი აქვს ამ სეზონის დასრულებამდე დი სტეფანოს გაასწროს და სამეულში შევიდეს.

ასევე სავსებით შესაძლებელია ფრანგმა ფორვარდმა რაულ გონსალეს ბლანკოს 325 გოლიანი მაჩვენებელიც გააუმჯობესოს, ამისთვის კარიმ 25 გოლის გატანა სჭირდება.

გატანილი 301 გოლიდან 209 ლა ლიგაზე მოდის, 64 ჩემპიონთა ლიგაზე, 21 სამეფო თასზე, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ტურნირზე.

„ღამურებთან“ დაპირისპირების შემდეგ გუნდის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ბენზემა 300 ნომრიანი სიმბოლური მაისურით დააჯილდოვა. dle 10.1

  • Hala
  • 9 იანვარი 2022
  • 509
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)