ვინისიუსი:„კროოსისა და მოდრიჩის როლი ძალიან დიდია“

ვინისიუს ჟუნიორმა „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა...


„ეს იყო გუნდური თამაში, სადაც თითოეულმა ფეხბურთელმა მოედანზე მაქსიმუმი დადო და საბოლოო ჯამში სასურველ შედეგს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ კროოსისა და მოდრიჩის დუეტი წინახაზელებს ძალიან გვეხმარება. ცალკე გამოსაყოფია კარიმ ბენზემა, რომელიც ყველა დაპირისპირებაში მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ სივრცეები გამითავისუფლოს და მოქმედების დიდი არეალი მომცეს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფრანგ ფორვარდთან ერთად გუნდში ყოფნა, ვინაიდან მას დიდი გამოცდილება აქვს.“

„პაუზის შემდეგ მოედანზე დავბრუნდი და 2 გოლის გატანა შევძელი. რა თქმა უნდა, ბედნიერი და ამაყი ვარ, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. ყოველკვირეულად ძალიან ბევრს ვვარჯიშობ და ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო.“

„მოედანზე ჩავთვალე, რომ ჩემს წინააღმდეგ თამაშის წესები ირღვეოდა და პენალტი უნდა დანიშნულიყო. იმ მომენტის ვიდეო ჩანაწერი ჯერ არ მინახავს, აქედან გამომდინარე, დასკვნას ვერ გავაკეთებ.“

„მბაპე? მას პატივს ვცემ და წარმატებებს ვუსურვებ. ფრანგის „რეალში“ ტრანსფერზე ინფორმაცია არ მაქვს. თუ ის მართლაც მადრიდელი გახდება, ჩემი პოზიცია რა თქმა უნდა დადებითი იქნება, ვინაიდან კილიანს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფიგურად მივიჩნევ.“ dle 10.1

  • Hala
  • 9 იანვარი 2022
  • 4132
  • 2

1

9 იანვარი 2022 12:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
ფრინავენ ბიჭები, კურტუა არავინ ახსენა ტიპი არის საუკეთესო იენა მხეცია რა ძაან მევასება, აი ვინმ რო ლოგოზე ფეხი არ დააბიჯა იკაიფეთ? ლეგენდა ტიპი უკვე, მოდევნო გაჩერება კლასიჯოა უნდა ვახოხოთ ცხვირით დდ ხავის გაუშვებენ დ

2

9 იანვარი 2022 15:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 369
ertxel gemrielad ro gavatynat ro tamashis survili dakargon ar gindaat,, bolos klasiko eli rodis moiges :D satqmeli roaraqvt warsulshi iqeqebian da angarishebs weren,mara bavariam rac 8:2 ixmara maasac ar weren lol

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)