ბენზემა:„ვინისიუსთან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა“

კარიმ ბენზემამ „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...


„ეს იყო მატჩი, სადაც მადრიდის „რეალმა“ სრულად გამოამჟღავნა საკუთარი შესაძლებლობები. ყველა ასპექტში მოწოდების სიმაღლეზე ვიდექით, თანაც საკმაოდ რთულ მეტოქესთან. ვამაყობ, რომ „რეალის“ მაისურით ამდენ გოლს მოვუყარე თავი, ეს ჩემთვის ნამდვილად ძალიან ბევრს ნიშნავს.“

„პირველი ტაიმი უფრო დაბალანსებული იყო, ხოლო მეორე ნახევარში ჩვენ აგრესიულ შეტევებს ვახორციელებდით, რაც საბოლოო ჯამში შედეგზეც აისახა. გუნდმა დამსახურებულად მოიგო.“

„ვინისიუსთან პარტნიორობა ძალიან მსიამოვნებს, ამ ფეხბურთელს არნახული პოტენციალი და პერსპექტივა აქვს. ციფრები, რომელიც ჩვენ ამ სეზონში დავაფიქსირეთ ნამდვილად შთამბეჭდავია. ვინის შეუძლია გუნდისთვის ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება.“

„ვინი თუ მბაპე? მათი შედარება არ შეიძლება. შემიძლია გითხრათ, რომ ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებთანაც თავს კლუბსა და ნაკრებში ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ.“

„თუ ჩემპიონობა გვსურს, სტაბილური სერია უნდა გამოვაცხოთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 9 იანვარი 2022
  • 2421
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)