ლევანდოვსკი „რეალში?“ - ბოლო შანსი . . .

ბოლო დღეების განმავლობაში, საფეხბურთო სამყაროს მზერა ლევანდოვსკისკენ იყო მიმართული.


გულშემატკივრების არცთუ ისე მცირე ნაწილის აზრით, „ოქროს ბურთის“ მფლობელი სწორედ პოლონელი გოლების მანქანა უნდა გამხდარიყო. მას მესიც კი გამოექომაგა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას, რობერტი იმსახურებდა, თუმცა პანდეემის გამო, შარშან, „ფრანს ფუტბოლმა“ ღონისძიების გამართვაზე უარი განაცხადა.

ლევანდოვსკის მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულს ეწურება „ბაიერნთან“, მაგრამ ფეხბურთელის დიდი სურვილია, 1 წლით ადრე დატოვოს „რეკორდმაისტერის“ რიგები. AS-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მან წარმომადგენელ პინი ზაჰავის დაავალა, რომ დაინტერესებული კლუბების შემოთავაზებებში პრიორიტეტი „რეალის“ წინადადებას მიანიჭოს, თუ ამგვარი საკითხი დადგება დღის წესრიგში.

მიუხედავად იმისა, რომ „რეალი“ წლების წინ ცდილობდა „ცხრიანის“ გაფორმებას, ახლა სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. „ბლანკოსის“ შემადგენლობას დიდებული ფორვარდი აძლიერებს ბენზემას სახით, რომელიც ჯერ არსად აპირებს წასვლას. პარალელურად, მბაპეს შემდეგ, ფლორენტინო პერესს თვალი უჭირავს 21 წლის ერლინგ ჰალანდზე. ეს უკანასკნელი არსებული მომენტისათვის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა სატრანსფერო ფანჯარაზე, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორი სულც არ არის, ვინაიდან, კლუბის სამომავლო პროექტისათვის, საკმაოდ მნიშვნელოვან ხასიათს ატარებს.

უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, ლევანდოვსკი 40-ზე მეტი გოლის გატანას ახერხებს. აღნიშნულმა მაჩვენებლმა 55-საც კი მიაღწია 2 სეზონის წინ, ხოლო მიმდინარეში, 20 მატჩში 25 შედეგიან დარტყმას ითვლის. ამასთანავე აღნიშვნის ღირსია მისი ფიზიკური კონდიციებიც. მიუნხენური გრანდის ვარჯიშებზე მისი მონდომება და გარჯა შთამბეჭდავია, თუმცა შეიძლება ითქვას, 33 წლის სპორტსმენმა დააგვიანა.

2012/13 წლების სეზონში, როდესაც ჯერ კიდევ „ბორუსიას“ წინახაზელმა პოკერი გაიფორმა "რეალის“ კარში, დონ ფლორენტინო იმ დღიდან ჩაერთო მისი ტრანსფერის გაჩარხვის ამბებში. იმ პერიოდში, ფეხბურთელის აგენტი გახლდათ ცეზარი კუჩარსკი, რომელმაც ყველაფერი იღონა, რომ რობერტს „ბაიერნის“ შეტევითი პოტენციალი გაეუმჯობესებინა. აღნიშნულის შემდეგ, ლევიმ ზაჰავი დაიქირავა. ებრაელი საკმაოდ ცნობილია საფეხბურთო საზოგადოებაში. მის სახელს უკავშირდება ნეიმარის გადასვლა პარიზში და ალაბას მადრიდში. პინი ყველაფერს გააკეთებს, რათა ლევანდოვსკი „თეთრ“ მაისურში იხილოს.

AS dle 10.1


1

1 დეკემბერი 2021 23:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1793
უკვე გვიანი და არ გვინდა ჩვენ ბენზემა გვყვავს რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია.ლევანა კარგია მაგრამ უბურთიდ არაფერია.ბენზემა კიდე ყველგანაა დაცვას და ცენტრს ეხმარება
-----------------------
Decimotercero

2

2 დეკემბერი 2021 09:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 93
amdeni sisuleleebis mogoneba ar mogbezrdat?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (243)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)