მარსელო - გუნდის პირველი კაპიტანი და ანჩელოტის მე-5 არჩევანი!

მიუხედავად იმისა, რომ მარსელო ვიეირა მადრიდის „რეალის“ პირველი კაპიტანი და ლეგენდარული ფიგურაა, ამ სეზონში მისი მოედანზე ხილვა ფაქტობრივად არ გვიწევს...


კარლო ანჩელოტისთვის ბრაზილიელი ფეხბურთელი დაცვის მარცხენა ფლანგზე მეხუთე არჩევანია. დიახ, ყველა ფიქრობს, რომ მენდის შემცვლელად სწორედ ვიეირა განიხილება, მაგრამ ციფრები სხვა რამეს გვიჩვენებს. მარსელოს მიმდინარე სეზონში თავის საყვარელ მარცხენა ფლანგზე მხოლოდ 138 წუთი აქვს დაფიქსირებული, მის თანაგუნდელებს კი გუტიერესის, მენდის, ალაბას და ნაჩეტეს სახით შესაბამისად 327, 672, 270 და 270 წუთი.

მარსელო მიმდინარე სეზონში მოედანზე სულ 5-ჯერ გამოჩნდა და თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა, მის გრაფაში მხოლოდ ნულებია დაფიქსირებული.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი თავს ვერც გასული სეზონით იწონებს, სადაც ჯამში 19 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 1339 წუთს დასჯერდა.

შეგვიძლია გავიხსენოთ კიდევ უფრო შორეული წარსული და გადავხედოთ 2019/20 წლების სეზონს, სადაც ბრაზილიელის მონაგარი 23 მატჩი და 1855 წუთი იყო.

ფაქტია, რომ ბოლო წლებში ლეგენდა აშკარად რეგრესრებს, ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ სამეფო კლუბის მთავარი კაპიტანი გუნდის გამხნევებას მხოლოდ ვარჯიშებზე და სათადარიგო სკამიდან ცდილობს. dle 10.1

  • Hala
  • 30 ნოემბერი 2021
  • 1017
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)