კაზემირომ ანჩელოტისგან უარი მიიღო

მას შემდეგ, რაც კარიმ ბენზემამ „შერიფის“ კარში მესამე გოლი გაახვია, კამერებმა მწვრთნელისა და შეგირდის საინტერესო დიალოგი აღბეჭდეს.


„მარკას“ ინფორმაციით, კაზემირო ანჩელოტისგან ითხოვდა ყვითელი ბარათის აღების ნებართვას. „რეალის" ნახევარმცველი ტირასპოლში გამართულ პაექრობამდე უკვე 2 გაფრთხილებას მოითვლიდა და მართალია, მესამეს მიღების შემთხვევაში „ინტერთან“ მატჩის გამოტოვება მოუხდებოდა, მაგრამ სანაცვლოდ, 1/8 ფინალურ სტადიას მშვიდად შეხვდებოდა.

იტალიელ სპეციალისტს ბრაზილიელის იდეა არ მოეწონა და მყისვე დაბლოკა ის. დამრიგებლის მიზანია, რომ შემდეგ ეტაპზე პირველი პოზიციით გაიყვანოს გუნდი და შესაბამისად, მისთვის ნიშანდობლივია მომდევნო დაპირისპირება მილანელებთან.

აღსანიშნავია, რომ მსგავს ხერხს 2017/18 წლების სეზონში კარვახალმა მიმართა, რაც შემდეგ „უეფას“ მიერ იქნა გამოძიებული და საბოლოოდ, ესპანელ მცველს დისკვალიფიკაციად დაუჯდა.

marca dle 10.1


1

25 ნოემბერი 2021 02:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1076
მაღიზიანებს კარლო.ცენტრი უნდა დაესვენებინა.ვაფშე სამივე კროოსი მოდრიჩი კაზე.+ბენზემა გოლის მერე ეგრევე
-----------------------
Decimotercero

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბენზემა 11
2 ვინისიუსი 9
3 დეპაი 8
4 ხუანმი 8

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 5 4 0 1 12
2 ინტერი 5 3 1 1 10
3 შერიფი 5 2 0 3 6
4 შახტარი 5 0 1 4 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

კმაყოფილი ხართ ანჩელოტის დაბრუნებით?

დიახ
არა, სხვა მწვრთნელი მინდოდა



მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2021 (32)
ნოემბერი 2021 (730)
ოქტომბერი 2021 (430)
სექტემბერი 2021 (383)
აგვისტო 2021 (536)
ივლისი 2021 (530)