ხაბი ალონსო:"მომავალს იმედის თვალით ვუყურებ"

ხაბი ალონსოს ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოართვა...


მისი ცხოვრება შეიცვალა მას შემდეგ,რაც გადავიდა მადრიდის "რეალში". ხაბი ალონსო ტორონტოდან გამოფრინდა და დაეშვა მაკედონიაში.შემდეგი გაჩერება სან–სებასტიანია.ის "ანოეტაზე" დაბრუნდება უკვე "სამეფო კლუბის" ფეხბურთელის რანგში.სტადიონი მას ტაშით შეეგებება,ხოლო მისი გული აჩქარებული იქნება.

როგორ გრძნობ თავს "რეალში" გადასვლის შემდეგ?

ნორმალურად.მიუხედავად იმისა,რომ ჩემი "რეალში" ტრანსფერი გაიწელა,მოხარული ვარ,რომ მაინც "სამეფო კლუბის" ფეხბურთელი გავხდი.ერთ საღამოს ვაპირებდი გუნდთან ერთად წავსულიყავი ნორვეგიაში,მაგრამ ეს ვერ მოვახერხე.მე გავფრინდი ლონდონში,მეორე დღეს ჩავედი მადრიდში,გავიარე სამედიცინო შემოწმება.პირველი ვარჯიშის შემდეგ გავემგზავრე ტორონტოში უკვე "რეალთან" ერთად.მადრიდში დიდი ხნით მსურს დარჩენა.ვაპირებ ახალი ცხოვრება დავიწყო.

ბენიტესმა განაცხადა,რომ შენ უკვე მაისში გსურდა "ლივერპულის" დატოვება.მართალია?

გასული სეზონი მეხუთე იყო ჩემთვის ინგლისურ პრემიერლიგაში.მე ჩავთვალე,რომ ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები "ლივერპულში".ვაპირებდი მერსესაიდული კლუბის დატოვებას.შემდგომში "რეალი" დაინტერესდა ჩემი შეძენით და მოტივირებული გავხდი.ძალიან მომწონდა ფლორენტინო პერესის ახალი პროექტი და გადავწყვიტე ამ პროექტის ნაწილი გავმხდარიყავი.

"ლივერპული" ლეგენდარული კლუბია და შენ ძვირფასი ვარსკვლავი ხარ.ყველას უკვირს რატომ გაცვალე მერსესაიდელები "რეალზე".

მესმის მათი,მაგრამ გამაჩნია ჩემი მოტივები.მე ჩემი ცხოვრება მაქვს.ოჯახის წევრების აზრმაც დიდი როლი ითამაშა ამ ტრანსფერში.

...?

დიდი დამსახურებაა,როცა თამაშობ "ლივერპულის" ნაირ კლუბში,ძნელია დატოვო ეს კლუბი..მე გადავედი იმ კლუბში,რომელიც ითვლება მსოფლიოს ერთ–ერთ უძლიერეს გრანდად.ვფიქრობ სწორი ნაბიჯი გადავდგი მადრიდში გადასვლით.მე აღფრთოვანებული ვარ ფლორენტინო პერესით.

თავს "გალაქტიკოდ" თვლი?

არა,არა,არა..არ მომწონს ეს ტერმინი.

შენ თამაშობდი პრემიერლიგაში,სადაც ასევე გამოდიოდა კრისტიანო რონალდო.ეს დაგეხმარება ადაპტირებაში?

მე კარგად ვიცნობ კრისტიანოს.ასევე შევხვედრილვარ კაკას "ადიდასის" რეკლამების დროს.

შენ აქ დაგხვდა მთელი რიგი ვარსკვლავებისა–კრისტიანო რონალდო,ბენზემა,კაკა...არ გაგიჭირდება მათთან კონკურენცია?

ჩვენზე იმიტომ საუბრობენ ბევრს,რომ ახალწვეულები ვართ.კლასით ჩვენს შორის დიდი განსხვავება არ არის.

რას ამბობს მამაშენი შენს ტრანსფერზე "რეალში"?

არაფერს.ის გახარებულია,რომ მე საუკეთესო გუნდში ვთამაშობ.

ის გიყვებოდათ თავის კარიერაზე "ბარსელონაში"?

ეს ისტორიაა.ყველას აქვს უფლება შექმნას თავისი კარიერა.მისი კარიერა იყო ფენომენალური.ვნახოთ,როგორი იქნება ჩემი გზა ფეხბურთში.

"რეალი" დიდი ხანი ეძებდა შენს შემცვლელს.იყო უიმედო კონკურენცია...

ჩვენ უნდა მოვახერხოთ,რომ გუნდმა ყველა რგოლში კარგად ითამაშოს.ნახევარმცველების ფუნქციაა მოვამარაგოთ კაკა,რობენი,კრისტიანო რონალდო,ბენზემა და რაული კარგი პასებით,მაგრამ ამასთანავე არ უნდა დავივიწყოთ დაცვაც.ეს დაგვეხმარება ლა–ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე.

შენ ბენიტესის მოსწავლე იყავი,რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს მწვრთნელობის.

რაფა ძალიან კარგად მუშაობდა ტაქტიკურ ასპექტში.ამას ადასტურებს "ლივერპულის" მიღწევები.

შენ ახალგაზრდა ხარ,მაგრამ ბევრი ტიტულები გაქვს.რას ფიქრობ,როცა უკან იხედები?

მე კარიერის პიკზე ვიმყოფები,მაგრამ მე არ ვიხედები უკან–მე ამისთვის დრო მექნება.მე ვფიქრობ,რომ ძალიან კარგი პერიოდები მქონდა ჩემს ცხოვრებაში.ყოველთვის მახსენდება გამოცდილების მიღება "ეიბარში,დებიუტი "რეალ სოსიედადში",შემდეგ იყო "ლივერპული" და ახლა უკვე მადრიდის "რეალი".

"რეალ სოსიედადი" ხაბი ალონსოს შეელია 20 მლნ.ევროდ,"ლივერპული" 30 მლნ.ევროდ,ღირს ხაბი ალონსო 50 მლნ.ევრო?

ძნელი სათქმელია.ეს ძალიან დიდი თანხაა.

ბედის ირონიაა–პირველი სერიოზული მატჩი გელის ყოფილ კლუბ "რეალ სოსიედადთან".რას გრძნობ?

ო,ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,ამაღელვებელი და ლამაზი მომენტი.ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ მატჩში რომ მივიღებ მონაწილეობას.იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის.

თუ იქნება შანსი,დაბრუნდებით "რეალ სოსიედადში"?

არა,არა,ამაზე საუბარი სისულელეა,მაგრამ მომავალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

რას იტყვით მადრიდის "რეალზე"?

იმას ვიტყვი,რომ ამ კლუბმა დაიწყო ახალი ეტაპი,რომელმაც უნდა მოგვიტანოს გამარჯვებები.ჯერ-ჯერობით კარგ შედეგს ვაჩვენებთ.ჩემმა ძმამ მითხრა,რომ კვირას ძალიან კარგად ვითამაშეთ.მე,როგორც ყველა გულშემატკივარი მომავალს იმედის თვალით შევყურებ.


ინფორიაციის წყარო:El Mundo Deportivo dle 10.1

  • faqo
  • 14 აგვისტო 2009
  • 1846
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)