ბენზემა დამნაშავედ ცნეს
არასასიამოვნო სიახლე საფრანგეთიდან.
ვერსალის სასამართლოში კარიმ ბენზემას საქმის განხილვა დასრულდა. „რეალის“ თავდამსხმელს ბრალად ედებოდა, 2015 წელს, თანაგუნდელ მეტიუ ვალბუენას შანტაჟი (ინტიმური ხასიათის კადრების გავრცელების ნაწილში).
მოსამართლემ ბენზემას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ფეხბურთელი გაუცნობიერებლად მოქმედებდა. მას ჯარიმის სახით 75 ათასი ევროს გადახდა მოუწევს და ამასთანავე, 1 წლის გატარება საპატიმრო დაწესებულებაში, თუ აღნიშნულ დანაშაულს კიდევ ერთხელ ჩაიდენს.
- 24 ნოემბერი 2021
- 5 376
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.