იკერ კასილასის ინტერვიუ

მადრიდის "რეალის" ლეგენდარული კიპერი, იკერ კასილასი ჰოლანდიასთან გასამართ შეხვედრაზე საუბრობს...


როგორ შეაფასებდით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების განვლილ გზას, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე?

- ვფიქრობ, ყველა ჩატარებულ შეხვედრაში საკმაოდ მაღალ დონეზე ვიასპარეზეთ. მართალია, მუნდიალის გახსნით მატჩში ერთობ მოულოდნელი მარცხი ვიწვნიეთ, თუმცა დანარჩენ შეხვედრებში, ყველას ერთხმად დავუმტკიცეთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წარმომადგენლები ვართ. მე მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის კაპიტანი, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ასპარეზობენ... ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ვეცდები, ჩემზე გაცემული ავანსები ასი პროცენტით გავამართლო და ჰოლანდიასთან მატჩში, საკუთარი კარი მშრალად შევინახო.

ჰოლანდიასთან მარცხზე თუ გიფიქრიათ?

- არა, არასოდეს. ფეხბურთელმა მარცხზე არ უნდა იფიქროს, იგი მხოლოდ გამარჯვების სხივებით უნდა დაიმუხტოს, რადგან თანაგუნდელებს, არსებულ მომენტში ღირსეული დახმარება გაუწიოს... მთელი გუნდი, რომ გატყდეს, მე მევალება ბოლომდე ვიბრძოლო და თანაგუნდელებს ღირსეული მაგალითი მივცე, რადგან ესპანეთის ნაკრების კაპიტანი ვარ.

ესპანეთის დღევანდელი ასპარეზობა, 2002 წლის ბრაზილიის ნაკრებს მოგვაგონებს...

- ვერ დაგეთანხმებით! ყველა გუნდს თავისი სათამაშო სტილი აქვს, ჩემი აზრით ბრაზილიური და ესპანური ფეხბურთი ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება.

რას გვეტყვით ჰოლანდიასთან მატჩზე?

- ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ესპანეთის ნაკრები საოცარ პროგრესს განიცდის. ჩვენს გუნდში თაობათა ცვლის პროცესმა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაიარა... ძალიან რთულია, ისეთი ბრწყინვალე ფეხბურთელის შემცვლელის მოძებნა, როგორიც რაულია... ვფიქრობ, გულშემატკივარი ძალიან დაძაბულ შეხვედრას იხილავს, თავისი უხეში და ლამაზი განშოტოებებით.

ხშირად, ესპანეთის დღევანდელი ნაკრების სათამაშო სტილს, 'კატალონიურს' მიუსადაგებენ. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- გარკვეულწილად ასეა, მაგრამ იმის თქმა რომ ესპანეთის ნაკრების წარმატებულ თამაშს მხოლოდ ბარსელონას ფეხბურთელები განაპირობებენ, სრული აფსურდია. შეგახსენებთ, რომ სტილი, რომლითაც ამჟამად ბარსელონა თამაშობს, მსოფლიო ფეხბურთში მადრიდის რეალმა დაამკვიდრა.


ინფორმაციის წყარო: As.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)