როცა არავის სურს წასვლა...

ყოველ დილით მადრიდისტები ესპანურ პრესას ეცნობიან,რათა გაიგონ გადავიდა თუ არა ნეგრედო "ჰალში" და გადავა თუ არა სნეიდერი "ასტონ ვილაში"


ხავიერ სავიოლა გადავიდა "ბენფიკაში" 5 მლნ.ევროდ.კლუბმა მიიღო 7 მლნ.ევრო ხავი გარსიას გაყიდვის შემდეგ,რომელმაც ასევე პორტუგალიურ გრანდ "ბენფიკას" მიაშურა.დანი პარეხო გადავიდა "ხეტაფეში" 3 მლნ.ევროდ,ჰაინცე გადავიდა "მარსელში" ნახევარ მილიონად და ჰუნტელარი შეუერთდა "მილანს" 15 მლნ.ევროდ.

ჰუნტელაარი უნიკალურია იმით,რომ უკანასკნელმა დატოვა ბერნაბეუ.

გუშინდელ Marca-ს ნომერში გამოჩნდა რობენის,ნისტელროის,ვან დერ ვაარტის,სნეიდერისა და დრენტეს ფოტოები.მათ გახარებული სახეები აქვთ და არ სურთ ბერნაბეუს დატოვება.აღსანიშნავია,რომ ფოტოზე ისე გამოიყურებიან,თითქოს კომფორტულად გრძნობენ თავს "სამეფო კლუბში".

არსებობს ორი მიზეზი იმისა,თუ რატომ სურთ ფლორენტინო პერესსა და ხორხე ვალდანოს ჰოლანდიელების გუნდიდან გაშვება.პირველი:ისინი მაღალფასიანი მოთამაშეები არიან.მეორე:მათი გაშვება აუცილებელიცაა.შანსი იმისა,რომ ეს ფეხბურთელები დარჩებიან გუნდში,ძალიან მცირეა.პრობლემა ისაა,რომ ბევრს არ სჯერა,რომ ეს ფეხბურთელები ვერ ითამაშებენ.გამონაკლისია ვან დერ ვაარტი.მანუელ პელეგრინიმ უკვე მრავალჯერ განაცხადა,რომ ვან ნისტელროისა და სნეიდერის სჯერა.არიენ რობენმა კარგად წარმოაჩინა თავი წინასასეზონო მომზადების დროს,როისტონ დრენტემ მარცხენა ფლანგზე ყველა პოზიციაზე ითამაშა.

დრენტემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა,რომ აპირებს იბრძოლოს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის.

მიუხედავად მანუელ პელეგრინის განცხადებისა,რომ რობენი გუნდს არ დატოვებდა,ჩილელმა სპეციალისტმა ჰოლანდიელი ნახევარმცველი მაინც შეიყვანა გასაყიდ ფეხბურთელთა სიაში.ცოტა გუნდია ისეთი,რომელიც ფეხბურთელებში გადაიხდის რეალურ თანხას.

მოდით დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. dle 10.1

  • faqo
  • 14 აგვისტო 2009
  • 2938
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (250)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)