ვალტერ პერეირა

სახელი და გვარი: ვალტერ პერეირა
დაბადების თარიღი: 08.10.1928
დაბადების ადგილი: კამპოსი (ბრაზილია)
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო კარიერა, სამწვრთნელო კარიერა & ბიოგრაფია


სახელი და გვარი: ვალტერ პერეირა
დაბადების თარიღი: 08.10.1928
დაბადების ადგილი: კამპოსი (ბრაზილია)
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო კარიერა, სამწვრთნელო კარიერა & ბიოგრაფია
თამაშობდა გუნდებში:
1945-1946 ამერიკანო
1946 ლეისოესი
1946-1950 მადურეირა
1950-1956 ფლუმინენსე
1956-1959 ბოტაფოგო
1959-1960 რეალ მადრიდი
1960-1962 ბოტაფოგო
1962-1964 სან-პაოლო
წვრთნიდა გუნდებს:
1962 სპორტინგ კრისტალი (პერუ)
1965 ვერა კრუსი (მექსიკა)
1967-1969 სპორტინგ კრისტალი (პერუ)
1969-1970 პერუს ნაკრები
1970-1972 რივერ პლეიტი (არგენტინა)
1973-1975 ფენერბახჩე (თურქეთი)
1975 ფლუმინენსე (ბრაზილია)
1975-1981 საუდის არაბეთის ერთ-ერთი გუნდი
1981 კრუზეირო (ბრაზილია)
რეალ მადრიდის შემადგენლობაში ჩაატარა 19 მატჩი და გაიტანა 6 გოლი.
დიდი-ეპიზოდები
“ხმელი ფოთოლი”
თვითონ დიდი ამას ეძახდა “სამი თითით დარტყმას”. ბურთი,რომელიც გაგზავნილია მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით დარტყმულია ფეხის ნეკა თითის მხრიდან, ბურთი ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ბრუნავს ერთდროულად და წარმოქმნის ერთგვარად ფოტლის სურათს რომელიც ეშვება მინდორზე. ამ ბურთის დარტყმის ტრაექტორია პრაქტიკულად ამოუცნობი იყო.
მარაკანას გახსნა
1950 წლის 15 ივნისს დიდის გააქვს პირველი გოლი ლეგენდარული მარაკანას სტადიონზე,ეს მოხდა ამხანაგურ მატჩში რიოსა და სან პალოს ნაკრებებს შორის.
“ფეხბურთის მეფის” ნათლი მამა
პირადად დიდიმ კაპიტან ნილტონთან ერთად მთავარი მწვრთნელისაგან, ვისენტე ფეოლასგან მოითხოვეს, რომ 1/4 ფინალში, სსრკ წინააღმდეგ ძირითადში დაეყენებიდათ ახალგაზრდა პელე და გარინჩა.
“სხვა ასეთი არაა”
წარმოთქვა ბრაზილიელმა ჟურნალისტმა დიდიზე მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ,რომელშეც დიდიმ 52 პასი შეასრულა და ყოველი მათგანი იყო ზუსტი.
“ბოტაფოგო”
იმისათვის, რომ გამოესყიდათ დიდის კონტრაქტი ფლუმინენსედან, მათ ამისათვის გადაიხადეს ასტრონომიული თანხა იმ დროისათვის 1 850 000 კრუზეირო. ფულს ყველა აგროვებდა, დაწყებული გუნდის მმართველთა საბჭოს წევრებისგან და დამთავრებული უბრალო გულშემატკივრით. ფლუმინენსეს ხელმძღვანელობამ მიიღო ერთი ტომარა ხურდა ფული, რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში ითვლიდნენ.
4-2-4
დიდის მეწყვილე ნაკრებში იყო კიდევ ერთი გენიალური ფეხბურთელი-ზიტო. პირველი რაცკი თვალში გეცემოდა დიდი თამაშის დროს ეს იყო მისი ნელი თამაში, მაგრამ მიუხედავად ამისა დიდი მუდამ ბურთან აღმოჩნდებოდა ხოლმე და ფილიგრანულ გადაცემებს იძლეოდა თანაგუნდელების მისამართით. მის მიერ გადაცემული “ხმელი ფოთოლის” გადაცემები, რომლის დროსაც ბუტს შეეძლო პირდაპირ თანაგუნდელის წინ გაჩერებულიყო ჭკუიდან შლიდა მოწინააღმდეგის დაცვას. ის არასოდეს იხევდა ღრმად უკან და არც არასოდეს გარბოდა წინ, გეგონებოდა რომ ის მოედნის შუაში უბრალოდ იდგა, მაგრამ ამავე დროს ის იძლეოდა უზადო პასებს. პრაკტიკულად ყველა შეტევა მისით იწყებოდა და ამიტომაც მას შეარქვეს “შავი პრინცი”.
სამოციანების “გალაკტიკოსი”
ალფრედო დი სტეფანო…
როხელიო დომინგესი…
მარკოს ალონსო “მარკიტოსი”…
ფერენც პუშკაში…
ხოსე ზარაგა…
ფრანსისკო ხენტო…
ხესუს ხერერა…
ხოსე ექტორ რიალი…
ხოსე ემილიო სანტამარია…
და იმ ლეგენდარულ წლებში შეცვლების გაკეთების უფლება არიყო…
ბოტაფოგოსა და რეალს შორის შეთანხმება შედგა 80 000 დოლარად…
დიდი ხნის შემდეგ დიდის ჰკითხეს თუ რომელი გუნდი იყო ყველაზე ძლიერი მსოფლიოში, პელეს სანტოსი თუ დიდის ბოტაფოგო, მან უპასუხა: “არც პელეს დროინდელი სანტოსი და არც ჩემი ბოტაფოგო არიყვნენ ძლიერნი, ყველაზე ძლიერი გუნდი, რაცკი მე როდესმე მინახავს ეს იყო სამოციანი წლების რეალი.
სანტიაგო ბერნაბეუ და პელე:
… “დაუფიქრებლად წამოდი. მე აქ თავს ვგრძობ ისე,თითქოს სამოთხეში ვიყო. შენ თითქმის ყველაფერი იცი, მაგრამ აქ არის კიდევ ბევრი რამ სასწავლი”. ალბათ პირველად ცხოვრებაში არმოუსმინა თავის მასწავლებელს პელემ.
რამოდენიმე წლის შემდეგ როდესაც ის მიიწვიეს საპატიო მაყურებლად რეალი-სარაგოსას მატჩზე, ერთ-ერთ სატელევიზიო არხთან ინტერვიუში პელემ აღიარა, რომ სანტიაგო ბერნაბეუს ხალხი მას დაუკავშირდნენ გადასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ მან თავი შორს დაიჭირა. “მაშინ მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და პრინციპში არც ხელფასი იყო იმდენად განსხვავებული, როგორიც ის დღესაა, რომ გადმოვსულიყავი.”
1959 წელს როდესაც პელემ სანტოსის რიგებში ჩაატარა მე-100 თამაში, მას უკვე ჰქონდა გატანილი 126 გოლი.
იმავე წელიწადს, როდესაც პელემ ოთხი ფეხბურთელი მოატყუა და მეკარე ისე, რომ ბურთი მიწაზე არდაუშვია, ერთ-ერთმა კორესპონდენტმა დაიღრიალა “ის უკვდავების ღირსია”.
დიდი და ალფრედო დი სტეფანო
დიდი გენიალური იყო…
ალფრედო დი სტეფანოც გენიალური იყო…
დიდი ლიდერი იყო…
ალფრედო დი სტეფანოც ლიდერი იყო…
დიდი იყო მსოფლიო ჩემპიონი…
ალფრედო დი სტეფანო იყო ესპანეთის სიყვარული…
ბოტაფოგომ დიდის კონტრაქტი 27.500 დორად გამოისყიდა.
”მას უბრალოდ არგაუმართლა, ის მოხდა უდროო დროს უდროო ადგილას”- ასე წერდნენ ფეხბურთელზე, რომელიც ბრაზილიის ნაკრების ლიდერი იყო, ხოლო რეალ მადრიდში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, იმიტომ რომ აქ ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანო იყო. dle 10.1

  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 6604
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)