კუმანი:„დავამტკიცეთ, რომ „რეალს“ არაფრით ჩამოვრჩებით“

რონალდ კუმანმა „ელ კლასიკოს“ წაგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით და გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა. პირველი ნახევრის მიწურულს და მეორე ნახევრის სტარტზე „რეალმა“ სადავეები იგდო ხელთ და არსებულ სივრცეებსაც იდეალურად იყენებდა. სწორედ ეს არის „ბლანკოსის“ გამარჯვების მიზეზი და სხვა არაფერი. ამ გუნდს კონტრ-შეტევაზე ბადალი არ ჰყავს.“

„ჩვენ ვცდილობდით, რომ საკუთარი ფეხბურთი გვეთამაშა, თუმცა თავის მხრივ, არც „რეალი“ ღალატობდა საკუთარ სტილს. საბოლოო ჯამში დიდი ბრძოლა შედგა.“

„ანსუ ფატიმ 70 წუთი ითამაშა და მაქსიმალურად ცდილობდა გუნდის დახმარებას. მან მცირე დისკომფორტი იგრძნო, თუმცა არ ვფიქრობ, რომ რამე სერიოზულია. ანსუს დიდი მომავალი აქვს, ის ხშირად დაეხმარება „ბარსელონას“ „ელ კლასიკოებში“.

„დიდი მადლობა ქომაგებს. ჩვენ ვგრძნობდით იდეალურ მხარდაჭერას, „რეალის“ ფეხბურთელები კი წნეხისქვეშ იყვნენ.“

„ჩვენ გავაანალიზებთ „რეალთან“ დაპირისპირებას და ვეცდებით, სწორი დასკვნები გამოვიტანოთ.“

„ერთი რამ თამამად შემიძლია ვთქვა. „ბარსელონა“ მეტოქეს არაფრით ჩამოუვარდებოდა და საკმაოდ კარგი ფეხბურთი შესთავაზა მაყურებელს.“

„დიდ მეტოქეებთან მარცხი ყოველთვის დიდ იმედგაცრუებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და გვჯერა წარმატების.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 ოქტომბერი 2021
  • 4030
  • 1

1

24 ოქტომბერი 2021 21:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 747
გაცელდიი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)