ანჩელოტი:„„რეალმა“ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა“

კარლო ანჩელოტიმ „ელ კლასიკოს“ მოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან ბედნიერი ვარ. „კამპ ნოუზე“ პირველად გავიმარჯვე და გუნდმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ეს იყო ძალიან დაძაბული და რთული პაექრობა, სადაც უძლიერესმა გაიმარჯვა.“

„ჩვენ ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშეთ. მიუხედავად იმისა, რომ დაცვაში რამდენჯერმე მცირე შეცდომა დავუშვით, ფეხბურთელების ერთმანეთთან კავშირი შესანიშნავი იყო.“

„დიახ, ასე უნდა ვისწრაფოდეთ ჩემპიონობისკენ. ეს არ არის მარტივი პაექრობა, თუმცა ტაბლოზე სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა.“

„4-3-3 სწორი ტაქტიკა იყო. ვინისიუსმა და როდრიგო გოეშმა უდიდესი საქმე გააკეთეს, როგორც წინა ხაზში, ასევე დაცვაში. ორივე მოთამაშემ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.“

„ალაბას გოლი ეფექტური გამოდგა. ავსტრიელმა პირველი „ელ კლასიკო“ ჩაატარა. დარწმუნებული ვარ, დავიდს არასდროს დაავიწყდება ეს საღამო.“

„ფედერიკო ვალვერდე თამაშში კარგად ჩაერთო. იმ მომენტში ტაქტიკა მეტწილად იცვლებოდა, თუმცა შეტევის დროს კვლავ 4-3-3 სქემას ვუბრუნდებოდით. მატჩის შემდეგ კუმანი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ დღევანდელი დაპირისპირება „რეალმა“ მეტი მობილურობის გამო მოიგო.“

„ვიმედოვნებ, კურტუას და ფედერიკოს პრობლემები არ ექნებათ და მომდევნო ტურებში დაგვეხმარებიან.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 ოქტომბერი 2021
  • 5379
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)