ბენზემა:„წინ „ბარსელონასთან“ მატჩია, სადაც ბოლომდე დავიხარჯებით“

კარიმ ბენზემამ „შახტართან“ დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა...


„საკმაოდ კარგი მატჩი ჩავატარეთ. ბევრი გოლი გავიტანეთ და საკუთარი კარის მშრალად შენახავ შევძელით, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი იყო. ამაყი ვარ, როდესაც კოლექტივს გატანილი გოლებით და საგოლე გადაცემებით ვეხმარები. ვეცდები, მაქსიმალურად პროდუქტიული ვიყო და ყველა დაპირისპირებაში ბოლომდე დავიხარჯო.“

„„შახტარი“ უკრაინაში ყოველთვის შესანიშნავად თამაშობს. ამ გუნდს ნამდვილად აქვს პოტენციალი.“

„ახლა ამ გამარჯვებით უნდა ვისიამოვნოთ, შემდეგ კი „ელ კლასიკოზე“ გადავერთოთ, რომელიც საკმაოდ მალე შედგება.“

„„რეალისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება ინტერესს არასდროს კარგავს. მესიმ „ნოუ კამპი“ დატოვა, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია. ვარსკვლავები „რეალიდანაც“ წავიდნენ, კატალონიას კი ლეოს გარდა სხვა ლიდერებიც დაემშვიდობნენ, მაგრამ „რეალი“ „ელ კლასიკოს“ ისევ იმ შემართებით და გამარჯვების სურვილით ითამაშებს, ვინაიდან ამ მატჩის მიმართ ინტერესი არასდროს ნელდება.“

„ვინისიუს ჟუნიორი საოცრად პროგრესირებს. ვიმედოვნებ, სეზონის ბოლომდე ბრაზილიელი წინახაზელი ასეთ ტემპში ითამაშებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 ოქტომბერი 2021
  • 1429
  • 4

1

20 ოქტომბერი 2021 10:00

  • ჯგუფი: მწერალი
  • |
  • სიახლეები: 158
  • |
  • კომენტარები: 485
ამას მესამე სუნთქვა გაეხსნა! და მენდი? გაწმინდა ყველაფერი გუშინ! უკლასნესია!
-----------------------
14 LOADING...

2

20 ოქტომბერი 2021 10:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1866
ძალიან მშრომელი ფეღბურთელია ვინც ამას ვერ ხედავს ბრმა ყოფილა წარმარებები ბენზო

3

20 ოქტომბერი 2021 11:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1845
ერთი კარვახალიც დაბრუნდეს და სრული შემადგენლობა იქნება მაინტერესებს ყველას თამაში... აზარი/ბეილი რავიცი რა ვთქვა...

4

20 ოქტომბერი 2021 11:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1866
ციტატა: Rustaveli1990
ერთი კარვახალიც დაბრუნდეს და სრული შემადგენლობა იქნება მაინტერესებს ყველას თამაში... აზარი/ბეილი რავიცი რა ვთქვა...

ნამეტანი მიეჩვია ეგ ტრანვიანობას და მაგრად ტეხავს რაა სრული შემადგენლობით ბოლოს როდის ითამაშა რეალმა აღარც მახსოვს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)