ანჩელოტი:„„შახტარი“ ურთულესი მეტოქეა, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ“

კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ზუსტად ვაფასებთ მეტოქის სიძლიერეს და ვიცით, რა დონის გამოწვევასთან გვაქვს საქმე. ჩვენ აქ გამარჯვებისთვის ჩამოვედით და ყველაფერს გავიღებთ წარმატების მისაღწევად.“

„მადრიდის „რეალმა“ სანაკრებო პაუზა სათავისოდ გამოიყენა. კროოსმა და მარსელომ ოპტიმალურ კონდიციამდე მისვლა შეძლეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“

„აზარი მალე დაგვიბრუნდება, იგივეს თქმა შემიძლია კარვახალსა და სხვა ფეხბურთელებზე. გუნდის რესურსი ყოველდღიურად იზრდება.“

„„შახტარის“ შემდეგ „ბარსელონასთან“ პაექრობა გველის, ცვენ ზუსტად ვაფაშებთ არსებულ სიტუაციას და გვჯერა, რომ ორივე მატჩის მოგებას შევძლებთ.“

„ეს არ არის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, ისე როგორც აპრილი და მაისი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჩავარდნა არცერთ ეტაპზე არ მოგვიტანს კარგ შედეგებს. ჩვენ ყველა მატჩს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც გადამწყვეტს. სწორედ ეს იქნება წარმატების გასაღები.“

„კაზემირო, კროოსი და მოდრიჩი წლების მანზილზე ქმნიდნენ უძლიერეს ტრიოს. ახლაც ასეა, ისინი უდიდეს გამოცდილებას ფლობენ და ერთმანეთში იდეალურად კომბინირებენ, თუმცა ჩვენ გვყავს ახალგაზრდებიც ვალვერდეს, კამავინგასა და ბლანკოს სახით, ისინი შანსს და შესაძლებლობების გამოვლენას ნამდვილად იმსახურებენ.“

„ფერლან მენდი დაბრუნდა. ჯერ-ჯერობით არ გადამიწყვეტია, ითამაშებს თუ არა ფრანგი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა ის ეტაპობრივად აუცილებლად დაეხმარება გუნდს.“

„აზარს ტრავმა არ აქვს, ის ურალოდ რისკების აცილების მიზნით არ გამოვიძახე. დარწმუნებული ვარ, ბელგიელი „ელ კლასიკოში“ დაგვეხმარება.“

„გუნდისთვის საუკეთესო სისტემა 4-3-3 არის, მაგრამ ჩვენ გარკვეულ ეტაპზე 4-4-2 სისტემის გამოყენებაც გვიწევს. ეს ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა გუნდი იდენტობას არ კარგავს.“

„„ბარსელონაზე“ საერთოდ არ ვფიქრობ, რადგან ახლა სრული კონცენტრაცია „შახტარზე“ მაქვს გაკეთებული. „ელ კლასიკოზე“ მას შემდეგ ვისაურებ, რაც ამის დრო მოვა.“

„ანდრეი ლუნინი შესანიშნავი მეკარეა, მას აქვს პერსპექტივა და ჩემგან პირობაც მიიღო, რომ მოედანზე გასვლას შეძლებს. მისი კონკურენტი ამ ეტაპზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, თუმცა ანდრეი დროს მიიღებს.“

„„შახტარს“ შესანისნავი დამრიგებელი ჰყავს. ამ მწვრთნელმა ყველგან ეფექტიანად იმუშავა, რაც შედეგებზეც აისახებოდა. მადრიდის „რეალის“ მთელი კოლექტივი აფასებს დონეცკურ გუნდს.“ dle 10.1

  • Hala
  • 18 ოქტომბერი 2021
  • 3126
  • 2

1

18 ოქტომბერი 2021 20:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
შახტარს და პუტას მოუგე მარტივად არ გაგინო შე კვერცხო

2

18 ოქტომბერი 2021 22:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2573
მასე ამბობდი ესპანიოლთანაც მაგრამ კი ჩაგილაღლაღეს.....ბოლოდროინდელ სირცხვილებს როდის დაივიწყებს ნეტა გულშემატკივარი, თვითონ სულ სლეზე რომ კიდიათ მაგაში დავრწმუნდით. შერიფთან წაგების მერე მეთქი გავლენ და გაბრდღვნიან ეხლა ესპანიოლს მეთქი მაგრამ ჰაა, ეტყობათ რა უთავმოყვარეო სირები არიან ნახევარზე მეტი. არც ეს გამიკვირდება რომ შახტარმა კიდე დაგვადოს. იმედია რაღაც იქნება შეცვლილი და დაეტყობათ გამოცოცხლება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)