თუ სალაჰი და „ლივერი“ ვერ შეთანხმდებიან, საქმეში „რეალი“ ჩაერთვება

Mirror-ის ცნობით, მუჰამედ სალაჰსა ად „ლივერპულს“ შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ეგვიპტელ ფეხბურთელს ძალიან სერიოზული მოთხოვნები აქვს...


მერსისაიდელებთან ხელშეკრულება მოს 2023 წლის 30 ივნისს ეწურება, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ბუნებრივია „ენფილდის“ მკვიდრები სალაჰის გაყიდვაზე 2022 წელს იზრუნებენ, ვინაიდან მისი ფასი 120 მილიონ ევროს აღემატება.

„ლივერპულს“ მუჰამედთან კონტრაქტის გახანგრძლივება 2025 წლის 30 ივნისამდე სურს. მეტიც, ფეხბურთელის აგენტი ინგლისში იმყოფება და მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა წინაღობა ის არის, რომ წინახაზელს წლიურად 28 მილიონი ევროს მიღება სურს, რაც კოლოსალურად დიდი თანხაა.

Mirror-ის ცნობით, თუ იურგენ კლოპის ხელმძღვანელობა მოსთან ხელფასზე ვერ შეთანხმდება, „რეალი“ და „პსჟ“ საქმეზე გადავლენ და ფეხბურთელის დამატებისთვის იბრძოლებენ. dle 10.1

  • Hala
  • 18 ოქტომბერი 2021
  • 1627
  • 15

1

18 ოქტომბერი 2021 12:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
აზარი, ისკო ბეილი, კარვახალი სებალიოსი და იოვიჩი ვერ ვარჯიშობდნენ გუშინ.

აზარი და კარვახალი შეიძლება იყვნენ კლასიკოში. მენდი 100% იქნება ასევე ისკოც, მცირე დისკომფორტი აქვს ზურგზე.

ანუ ბეილი სებალიოსი ტოვებს მხოლოდ 100% დანარჩენებზე არაა ჯერ დადასტურებული ცნობა.
კარვახალი მგონი იქნება

2

18 ოქტომბერი 2021 12:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
ვოცნებობ ამ ფეხბურთელზე 3 წელია უკვე.

3

18 ოქტომბერი 2021 14:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1800
რეალში ვერ გაქაჩავს სალაჰი
-----------------------
Decimotercero

4

18 ოქტომბერი 2021 14:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 965
რა ამბავია რამხელა ხელფასებს ითხოვენ, რუდიგერი 25 მილიონი სალაჰი 28, ჰოლანდი 40 და ასე შემდეგ. მალე ტრანსფერზე ძვირი ხელფასი დაჯდება. რაღაც რეგულაციები უნდა დაწესდეს, თორემ ასე სუპერვარსკვლავებს მარტო სიტი პსჟ და რამდენიმე მენავთობე გუნდი გაწვდება.

5

18 ოქტომბერი 2021 14:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მძორზარის მოთრევას ნეტა ეს ეყიდათ

6

18 ოქტომბერი 2021 15:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
სუპერვარსკვლავი ხარ ოთხ შემთხვევაში: როცა რეალი, ბარსა, მანჩესტერ იუნაიტედი ან ბაიერნი გეპატიჟება. სხვა ყველა შემთხვევაში ხარ ძვირადღირებული ფეხბურთელი. როგორ გაამართლებ ამ ოთხ გუნდში, მერე წყდება შენი ბედი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.. ასეთია მოცემულობა.. ამიტომაც ესწრაფვიან და ეტრფიან ეპოქალურ გუნდებს ფეხბურთელები რამეზე პრეტენზიით.

7

18 ოქტომბერი 2021 15:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
error
კი ლუკ დეიონგი სუპერ ვარსკვლავია🤣🤣

8

18 ოქტომბერი 2021 15:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
რატო მბაპე და ჰალანდი არ არიან სუპერვარსკვლავები?
ან მანჩესტერი რა შუაშია, ან მილანი, იუვე, ლივერი, არსენალი რა უყავი:)))

ლუკ დე იონგი სუპერსტარია და მბაპე არა რადგან პსჟ-შია? :))

9

18 ოქტომბერი 2021 15:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
მესი და რონალდუც სუპერვარსკვლავები არიან და მბაპე და ჰალანდიც?

მე რა ვუყავი, თვითონ სად არიან? რა არსენალი, რა მილანი.. რა იუვე..

მაგ გუნდებიდან რომელია ხოლმე ყოველწელს ყველაფრის ფავორიტი?

გრანდის მნიშვნელობაზე არ მაჭიდაო ახლა, თუ ღმერთი გწამს..

ლუკ დე იონგს პრეტენზია აქვს სუპერსტარობაზე და მე გამომრჩა?

10

18 ოქტომბერი 2021 16:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9014
ციტატა: LUCA MODRIC
რატო მბაპე და ჰალანდი არ არიან სუპერვარსკვლავები?
ან მანჩესტერი რა შუაშია, ან მილანი, იუვე, ლივერი, არსენალი რა უყავი:)))

ლუკ დე იონგი სუპერსტარია და მბაპე არა რადგან პსჟ-შია? :))

არსენალი კარგი იყო 😁😁

11

18 ოქტომბერი 2021 16:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 965
ციტატა: Royal_White
მესი და რონალდუც სუპერვარსკვლავები არიან და მბაპე და ჰალანდიც?

მე რა ვუყავი, თვითონ სად არიან? რა არსენალი, რა მილანი.. რა იუვე..

მაგ გუნდებიდან რომელია ხოლმე ყოველწელს ყველაფრის ფავორიტი?

გრანდის მნიშვნელობაზე არ მაჭიდაო ახლა, თუ ღმერთი გწამს..

ლუკ დე იონგს პრეტენზია აქვს სუპერსტარობაზე და მე გამომრჩა?

მესი და რონალდუ საუკეთესო ფეხბურთელები არიან, მსოფლიო დონეს გაცდნენ კაი ხანია, მბაპე და ჰოლანდი კი სუპერვარსკვლავები(+ ლევანა,ბენზემა, სუარესი, კდბ და დაახლოებით 15 ფეხბურთელი). გრანდებში მოთამაშე დანარჩენი ფეხბურთელები ვარსკვლავები არიან( დეპაი, ვინისიუსი, სტერლინგი, ფირმინო, კიეზა და ასობით კიდევ სხვა).

12

18 ოქტომბერი 2021 16:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
ანდრე1
ჩემს დიდ პატივისცემას გიდასტურებ ორივეს მიმართ.. ჩემი უსაყვარლესი მოთამაშეები არიან.. მბაპე მსოფლიო ჩემპიონიც არის..
მაგრამ სუპერვარსკვლავი ის მოცემულობაა, რომელსაც სუპერგუნდი ჭირდება, სუპერისტორიით და პლიუს მისი თანამონაწილეობით უნდა იყოს ოქროს ასოებით რაღაც მაინც ამ ისტორიაში ჩაწერილი..
მბაპეს და ჰალანდს წინ აქვთ ეგ.. დღეს კიდევ ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდები არიან და ეს არის თავი და ბოლო..
პოტენციალით ვერ ისაუბრებ როცა ისეთ რამეს ეხები, როგორიც სუპერვარსკვლავობაა.

დეპაი აბსოლუტური არარაობაა.. ბარსელონას ქომაგის დონე არ უნდა დავიდეს მაქამდე.. ლივერპულს რა ვუთხარი, თორემ ყველაფერი თავის ადგილას იქნებოდა ახლა..

მაგ 15 ფეხბურთელში, ბეილზე მეტი ფიზიკურად ვერ იქნება ვინმე ან სუარესზე და მოგეხსენება ორივე ჩემი სიიდან არიან..

ერთადერთი სუპერვარსკვლავი რომელიც ამ ოთხ გუნდში არ ყოფილა, ალბათ დროგბა შეიძლება ითქვას და ლამპარდი. უიშვიათესი გამონაკლისები და საკუთარი გუნდის სული-გული და ისტორიაც..

იმედია ვინმე იმ აზრით არ არის, რომ პირლო და ჯერარდი სუპერვარსკვლავები არიან..

ზიდანიც სუპერვარსკვლავი იყო და კდბც?

სუპერვარსკვლავსა და ტოპვარსკვლავს შორის სიტყვით ამოუვსებელი სხვაობაა

13

18 ოქტომბერი 2021 16:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9014
ისე ამ უცხოეთსი რა ჩამოკრული სასტავია უმეტესობა გაეხუმრა თამაშის მერე და ერთი ამბავი დაიწიეს არც ძმაკაცობა იციან არც არაფერი ადამიანებად არ ვარგანან დარობოტებულები არიან. ფეხბურთიო თამაში წააგო და რა დროს ეგ იყოო ძაან სასაცილოა უბრალოდ. აქ ხალხს სჯერავს რომ ერთი რაღაც წაგებული თამაშის გამო ეს მილიონერები თავებს იტანჯავენ და დასტრესილები არიან

14

18 ოქტომბერი 2021 19:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 965
ციტატა: Royal_White
ანდრე1
ჩემს დიდ პატივისცემას გიდასტურებ ორივეს მიმართ.. ჩემი უსაყვარლესი მოთამაშეები არიან.. მბაპე მსოფლიო ჩემპიონიც არის..
მაგრამ სუპერვარსკვლავი ის მოცემულობაა, რომელსაც სუპერგუნდი ჭირდება, სუპერისტორიით და პლიუს მისი თანამონაწილეობით უნდა იყოს ოქროს ასოებით რაღაც მაინც ამ ისტორიაში ჩაწერილი..
მბაპეს და ჰალანდს წინ აქვთ ეგ.. დღეს კიდევ ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდები არიან და ეს არის თავი და ბოლო..
პოტენციალით ვერ ისაუბრებ როცა ისეთ რამეს ეხები, როგორიც სუპერვარსკვლავობაა.

დეპაი აბსოლუტური არარაობაა.. ბარსელონას ქომაგის დონე არ უნდა დავიდეს მაქამდე.. ლივერპულს რა ვუთხარი, თორემ ყველაფერი თავის ადგილას იქნებოდა ახლა..

მაგ 15 ფეხბურთელში, ბეილზე მეტი ფიზიკურად ვერ იქნება ვინმე ან სუარესზე და მოგეხსენება ორივე ჩემი სიიდან არიან..

ერთადერთი სუპერვარსკვლავი რომელიც ამ ოთხ გუნდში არ ყოფილა, ალბათ დროგბა შეიძლება ითქვას და ლამპარდი. უიშვიათესი გამონაკლისები და საკუთარი გუნდის სული-გული და ისტორიაც..

იმედია ვინმე იმ აზრით არ არის, რომ პირლო და ჯერარდი სუპერვარსკვლავები არიან..

ზიდანიც სუპერვარსკვლავი იყო და კდბც?

სუპერვარსკვლავსა და ტოპვარსკვლავს შორის სიტყვით ამოუვსებელი სხვაობაა

არ ვიცი რატომ ფიქრობ რომ ლივერპული ბარსელონას ან მანჩესტერს რამით ჩამოუვარდება, ან იუნაიტედი დღესდღეობით სიტიზე ან პსჟ-ზე უფრო პრესტიჟული რატომაა. ეგრეც რომ იყოს გუნდს რა მნიშვნელობა აქვს, ფეხბურთელი თუ დაფრინავს მაგრამ რეალში არ თამაშობს ანუ მაგარი ვერ იქნება? არცერთ გრანდში არ უთამაშია ბატისტუტას, ტოტის, მარადონას (ბარსაში 1 წელს თუარ ჩავთვლით) მარა ვინმეს მაგათ დონეში ეჭვი ეპარება? ან ვარსკვლავი არ იყო რომელიმე?

15

18 ოქტომბერი 2021 20:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
ბატისტუტებით და ტოტით სავსეა საფეხბურთო სამყარო.. ამიტომ გეუბნები, როცა საუბრობ სუპერვარსკვლავზე სხვა სტანდარტებია და როცა საუბრობ ტოპ-ზე სხვა..
მარადონა არ არის მხოლოდ საფეხბურთო მოვლენა, მისი გავლენა ცდება საფეხბურთო მოედანს, იმის გარდა რომ ტიტულები თავზე საყრელად აქვს და გუნდს პერსონალურად შეუქმნა ისტორია და ნაკრებსაც.. და მთელ კონტინენტსაც..

რაც შეეხება ლივერპულს და სხვა გუნდებს, იმ ოთხ გუნდთან მიმართებაში, რომლებიც მე დავასახელე, ელემენტარულ სტატისტიკებს უნდა გადახედო, ტიტულებს, ევროასპარეზზე მიღწეულ წარმატებებს და ა.შ. უკანასკნელი ოცი წლის საფეხბურთო ისტორიის აბსოლუტური დომინანტები არიან.. არ არის ეს საკამათო თემა..
ის სამყარო, რომელშიც ლივერპული ბარსელონას სიახლოვეშია, ორმოცი წლით არის რეალობას ჩამორჩენილი.
ამიტომ შექმნა ბარსელონამ მესი, სხვაგან მესი ვერ იქნებოდა და მესი მოგეხსენება რომ ტიტანებს შორის ტიტანია.. იქამდე კიდევ რონალდინიო, იქამდე კიდევ კრუიფი და მოკლედ ერთი ღრმა და დიდებულებით გაჯერებული ამოსუნთქვაა ბარსელონა, დახუნძლული ტიტულებით. და ინგლისური ფეხბურთიდან ასეთი მხოლოდ მანჩესტერია და ის ატავისტური აზრი რომ ენფილდი ჯოჯოხეთია და რაღაც მერსესაიდული ლეგენდები ფაქტების წინაშე ისეთი უსუსურია, საერთოდ არ მესმის მსჯელობის საგანი როგორ შეიძლება იყოს.. ერთი ეპლი თანამედროვე ეპოქაში.. როცა ინგლისში გრანდი შეიქმნა ოცდამეერთე საუკუნეში ჩელსის სახით..

იმისთვის რომ სუპერვარსკვლავი შექმნა, მსხმოიარე ხე უნდა იყოს გუნდი, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები. ლივერპული დღეს ამას ვერ ახერხებს, თუმცა პოტენციალი აქვს.. სალაჰის და მანეს და ფირმინიოს სუპერვარსკვლავობაზე ხომ არ დავიწყებთ საუბარს.. სიტი და პსჟ ახლა იწყებენ ცხოვრებას და სუნთქვას..

მაგრამ არსებობს ოთხი გუნდი, რომელსაც შეუძლია გვირგვინი დაადგას მის წიაღში მოქმედ ფეხბურთელს..

ლევანდოვსკი ყველგან ბევრს გაიტანდა, მაგრამ ის არ იქნებოდა რაც არის, ვერც ლივერპულში, ვერც პსჟში და ვერც სიტიში, რაც ახლა არის.. თორემ იმობილეც ბევრს იტანს, კეინიც ბევრს იტანს.. მაგრამ ბენზემა ბევრს რომ ვერ იტანდა, მაშინაც მათზე მაღლა იდგა.. ესაა საფეხბურთო ალქიმია, მეტი არაფერი.. გუნდის და ფეხბურთელის დამთხვევა დროში, როცა ისინი ერთმანეთის ისტორიას ქმნიან.

პლიუს ვარსკვლავის პრობლემას კი არ ვსვამთ ჩვენ, არამედ სუპერვარსკვლავის.. თორემ ქინქლაძეზე გიჟდებიან სიტიში, დავიდ სილვაზეც.. ვარსკვლავია ერთიც და მეორეც და მესამეც აგუეროს სახით.

ნეიმარი ყველაზე ნათელი მაგალითია იმის, როგორ შეიძლება აამაღლოს და ტახტზე დასვას ფეხბურთელი გუნდმა, რომელიც სხვა გუნდში მხოლოდ მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად რჩება წლებია.

თუ რამის თავი გაქვს, მთავარი საფეხბურთო გამოწვევები არის რეალი, ბარსელონა, მანჩესტერი და ბაიერნი. აი ამ თანმიმდევრობით :)) ამიტომ მისტირიან მერე გაშვებულ შანსს მთელი ცხოვრება.. პირლოც, ტოტიც, დელ პიეროც და უსერიოზულესი სიაა. თორემ ხომ არ ვამბობ რომ გუტი სუპერვარსკვლავია რახან რეალში იყოთქო, ან სალგადო და გრავესენი.. შენი ამბიციები თუ უმაღლესს მიემართება, მანდ ეს გუნდებია. უბრალოდ სხვა დონის გუნდებია და ჰა..

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)