მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები "ლა ლიგაში" შეიკრიბნენ.

ძალიან საინტერესო ანალიტიკურ სტატიას გთავაზობთ.


ამ ზაფხულს მადრიდის რეალისა და ბარსელონას ტრანსფერების წყალობით,უნდა ითქვას,რომ შემდეგ სეზონში სწორედ ესპანეთის "ლა ლიგა" იქნება ყველაზე საინტერესო ჩემპიონატი.თუ დავაკვირდებით შემდეგი სეზონიდან სწორედ ლა ლიგაში ითმაშებენ ამ დროისთვის უდაოდ 3-საუკეთესო ფეხბურთელი:კაკა,რონალდო და მესი.ასევე უნდა ითქვას,რომ რეალმა თითქმის ყველა ჩემპიონატიდან შეკრიბა საუკეთესო ფეხბურთელები.

ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე:კრისტიანო რონალდო და ასევე ერთ-ერთი საუკეთესო ხაბი ალონსო.საფრანგეთის ჩემპიონათის საუკეთესო ფეხბურთელი:კარიმ ბენზემა და იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი:კაკა.ბარსელონამ იყიდა ასევე იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე:ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

თუ ამ მოთამაშეებს მივუმატებთ იმ ვარსკვლავებს რომლებიც ამ ორ გუნდში ისედაც იყვნენ, (ბარსადან:ანრი,მესი,ხავი და რეალიდან,რაული,რამოსი,რობენი)-ალბათ ყველა მივხვდებით რომ ეს სეზონი ლა ლიგაში იქნება ყველაზე საინტერესო და ბრძოლა ამ ორ გრანდს შორის იქნება კიდევ უფრო დაძაბული.

ამ ზაფხულის შემდეგ,თამამად შეიძლება ითქვას,რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ლა ლიგაში ითამაშებენ და ესპანეთის ჩემპიონატს მიექცევა ყველაზე მეტი ყურადღება.ხოლო თუ ვინ გახდება ამ ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი , რეალი თუ ბარსა,ამას სწორედ სეზონი გვიჩვენებს.ველით მოუთმენლად.

P.S-გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი:ვინ იქნება წელს საუკეთესო?რეალი თუ ბარსა და მოკლედ ობიექტურად დაასაბუთოდ თქვენი არჩევანი თუ რატომ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)