ნაჩო:„რამოსი წავიდა, მაგრამ ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ“

ნაჩო ფერნანდესმა „შერიფთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.


„საკმაოდ რთული მეტოქე გვყავს. „შერიფი“ განსაკუთრებული მოტივაციით ითამაშებს, ვინაიდან ჩემპიონთა ლიგაზე დიდი შრომის შედეგად მოხვდა. ეს არ იქნება მარტივი მატჩი.“

„„ვილიარეალთან“ დაპირისპირებაში ჩემს წინააღმდეგ თამაშის წესები ირღვეოდა და ვთვლი, რომ მსაჯმა 100%-იანი პენალტი არ დანიშნა.“

„თავს ყველაზე კარგად დაცვის ცენტრში ვგრძნობ, მაგრამ ფლანგზე თამაში არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. იქ ვდგები, სადაც გუნდს ვჭირდები და სადაც ანჩელოტი წყვეტს.“

„ჩვენ გვაქვს შემართება და სურვილი, რომ ყველა ტურნირზე წარმატებულები ვიყოთ. ზეწოლა ყველა შემთხვევაში ძალიან დიდია.“

„გასულ სეზონში ძალიან ბევრი ვითამაშე. ზოგადად მოედანზე ხშირად ვჩანვარ, რაც ჩემს მიმართ ნდობის მანდატს ზრდის.“

„„შერიფს“ კარგად არ ვიცნობთ და ეს დამატებით სირთულეებს ქმნის. ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურისთვის მხოლოდ 2 ვარჯიში გავმართეთ.“

„დაცვითი ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს. ბევრი გოლი გავიტანეთ, მაგრამ ბევრიც გავუშვით. საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გაცილებით მეტი ზრუნვა გვმართებს.“

„მართალია, სერხიო რამოსი „რეალიდან“ წავიდა, მაგრამ გუნდი პროგრესირებას განაგრძობს. მოთამაშეები ჩვენს გვერდით მუდმივად ვერ იქნებიან, ახლა სხვა გზას ვადგავართ.“

„გუნდს დიდი ხანია არ წაუგია და დიდი იმედი მაქვს, ეს სერია გაგრძელდება. „ვალენსიასთან“ და „ინტერთან“ საკმაოდ რთული მატჩები მოვიგეთ.“ dle 10.1

  • Ramos
  • 27 სექტემბერი 2021
  • 1465
  • 1

1

27 სექტემბერი 2021 21:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
კაროჩე აქ სა დასაწერია მარა მაინც იმენა წინასაარჩევნო რეკლამებზე არ იგუდებით ეს რა სიფარჩაკეა რა ფარჩაკი რეკლმები აქვთ დდდდ გირჩის, ნათლაშვილის და ერთი ღლე პარტიაა დამავიწყდა ნომერი ვერ ვიხსენებ ვიგუდები რო ვუყურებ იმენა ფარჩაკი ქვეყანა ყველა მხვრივ დდდდ მაგათ დაპირებებში ჩააკუა გუბოზამ დდდ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)