ანჩელოტი:„„რეალის“ მიზანი მხოლოდ მოგებაა“

კარლო ანჩელოტიმ „შერიფთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.


„გუნდს ფაქტობრივად არ აქვს იმის დრო, რომ დაისვენოს და მატჩებზე კონცენტრაცია გააკეთოს. 3 დღეში ერთხელ საკმაოდ საპასუხისმგებლო მატჩების გამართვა გვიწევს. „შერიფი“ კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც ბერნაბეუს მაქსიმუმს გაიღებს, ამიტომ ყურადღებით თამაში და გამარჯვებაზე ფიქრი გვმართებს.“

„საშინაო არენაზე ვთამაშობთ და ვალდებულები ვართ 3 ქულას ჩავიწეროთ აქტივში. თუ ტირასპოლელებს ვერ მოვუგებთ, მე ყველა ფეხბურთელთად მკაცრი ვიქნები.“

„მარჯვენა მცველის პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი მოვსინჯე, ვინაიდან დანი კარვახალს პრობლემები ჰქონდა. აქ კარგად გამოდიან, როგორც ლუკას ვასკესი და ნაჩო, ასევე სხვები, თუმცა ფაქტია, რომ ყველა მატჩი სპეციფიკურია და კონკრეტულ ტაქტიკურ მონახაზს საჭიროებს.“

„ჩემი და ზიდანის გუნდების შედარებას არ მოვახდენ, რადგან ეს უაზრობა იქნება. ფაქტი ის არის, რომ ფრანგის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო. დიდი იმედი მაქვს, პლიუს 1 ჩემპიონთა ლიგას ჩვენც დავაფიქსირებთ.“

„მოდრიჩი შესანიშნავია. ბედნიერი ვარ, რომ ხორვატ ფეხბურთელთან მუშაობა მიწევს. ლუკას მეორე ტაიმში ვცვლი ხოლმე, რადგან ის 36 წლის არის და 90 წუთიანი დატვირთვა მუდმივ რეჟიმში კარგ შედეგებს არ მოუტანს.“

„„რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე მოგებას არის შეჩვეული, ამიტომ კიდევ უფრო მოტივირებულები ვართ. დიახ, ევროსარბიელს აქვს თავისი წნეხი, თუმცა ფეხბურთელებისთვის ეს პრობლემა არ არის.“

„დაცვის ცენტრალურ რგოლში ახალი ფეხბურთელები გვყავს. მილიტაოს და ალაბას კიდევ ბევრი მატჩის ჩატარება მოუწევთ ერთად.“

„კრიტიკა ფეხბურთის თანმდევი მოვლენაა, მე ამას პრობლემად არ აღვიქვამ. მსოფლიოში არ არსებობს მწვრთნელი, რომელიც შეცდომას არ უშვებს.“

„მიხარია, რომ კროოსთან, კაზემიროსთან და მოდრიჩთან ერთად ვმუშაობ, ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან და სხვა ნახევარმცველებსაც ბევრ რამეს ასწავლიან.“

„გუნდი „ა“ და გუნდი „ბ“ არ არსებობს, მე მყავს სრულფასოვანი კოლექტივი.“

„ბენზემა ძალიან თავმდაბალი და საკუთარი საქმის ერთგულია, მასთან მუშაობა ყველას სიამოვნებს, მათ შორის მეც ვარ.“

„მენდი სანაკრებო შესვენების შემდეგ ხელმისაწვდომი იქნება. ფრანგის აღდგენითი პროცესი საკმაოდ დიდი წარმატებით მიმდინარეობს.“ dle 10.1

  • Ramos
  • 27 სექტემბერი 2021
  • 6407
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)