„რეალმა“ აღდგენითი ვარჯიში გამართა, ანჩელოტიმ ყურადღება „შერიფზე“ გადაიტანა

მიუხედავად „ვილიარეალთან“ დამღლელი მატჩისა, მადრიდის „რეალს“ დასვენების დრო არ აქვს. კარლო ანჩელოტიმ დღეს აღდგენითი ვარჯიში გამართა და ყურადღება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის დაპირისპირებაზე გადაიტანა.


კარვახალი, მარსელო, სებალიოსი, მენდი და ბეილი აღდგენით პროცესს განაგრძობენ, მათ განსხვავებული პროგრამა აქვთ.

ფეხბურთელები, რომლებიც „ვილიარეალთან“ სასტარტოში იყვნენ, დღეს აღდგენითი პროცესით დაკავდნენ, დანარჩენებმა კი სრულფასოვანი დატვირთვა მიიღეს.

იტალიელმა სპეციალისტმა სესიაზე ყურადღება მოკლე სივრცეში ზუსტ და კომბინაციურ თამაშს, კარში დარტყმებს, ტაქტიკურ მონახაზებსა და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დაუთმო.

სრულფასოვანი დატვირთვა მიიღო ტონი კროოსმა, გერმანელი ფეხბურთელი „ბლანკოსის“ განაცხადში აუცილებლად მოხვდება და დიდი ალბათობით სათამაშო წუთებსაც მიიღებს.

ხვალ „ბლანკოსი“ კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს ზეგ კი „შერიფს“ დაუპირისპირდება.

შეგახსენებათ, ლიგის მატჩი ბერნაბეუზე, 23:00 საათზე აიღებს სტარტს. dle 10.1

  • Ramos
  • 26 სექტემბერი 2021
  • 512
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (289)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)