ანჩელოტი:„გუნდს ბევრი ტექნიკური წუნი ჰქონდა“

კარლო ანჩელოტიმ „ვილიარეალთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„რთული მატჩი გამოდგა და ამას ველოდით კიდევ. „ვილიარეალს“ კარგი სტარტი არ ჰქონდა, მაგრამ ამ გუნდის ძალის რეალური შეფასება სულ სხვაგვარი იყო.“

„ფედერიკო ვალვერდე მარჯვენა მცველად ვათამაშე, ვინაიდან ვთვლიდი, რომ ეს პრობლემატური წერტილი იყო. ურუგვაელმა დავალებები შესანიშნავად შეასრულა, მასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს.“

„შეტევაში კვლავ ვინისიუსთან და როდრიგო გოეშთან ერთად ვცადეთ ფონს გასვლა, მაგრამ ბრაზილიელებმა საბოლოო ჯამში შედეგის მიღწევა ვერ შეძლეს.“

„ვერ ვიტყვი, რომ ეს საუკეთესო თამაში იყო, გაცილებით უკეთესი მატჩების ჩვენება შეგვიძლია და ამაზე აუცილებლად ვიმუშავებთ.“

„არ ვთვლი, რომ სასტარტო შემადგენლობის შერჩევაში შეცდომები დავუშვი, თუმცა „ბლანკოსი“ მეორე ტაიმში უფრო ეფექტური იყო, ვიდრე პირველში.“

„გაგვიმართლა, რომ ტიბო კურტუას დონის მეკარე გვყავს, ის ნამდვილი პროფესიონალია და გუნდის დახმარებას ახერხებს.“

„პენალტი ნაჩოს წინააღმდეგ? ეს მომენტი არ გამიანალიზებია. ჩემი ადგილიდან სჩანდა, რომ ესპანელმა დარტყმა მოედნის გარეთ მიიღო, შემდეგ კი საჯარომოში ინერციით წაიქცა.“

„კამავინგა თამაშში აქტიურად ჩაერთო, მაგრამ მოედანზე გასვლიდან 15 წუთში 4 შეცდომა ჰქონდა დაშვებული, როგორც ტექნიკური, ასევე ტაქტიკური თვალსაზრისით. ფრანგისგან მსგავს სტატისტიკას არ ველოდი, ის კიდეც იმუშავებს.“

„მოდრიჩს და კაზემიროს დასვენების საშუალება მივეცი, ამიტომ არ ვთვლი, რომ ისინი დაღლილები არიან და კრეატივის ნაკლებობა ჰქონდათ.“ dle 10.1

  • Hala
  • 26 სექტემბერი 2021
  • 3594
  • 3

1

26 სექტემბერი 2021 12:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1846
იმიტომ ჰქონდა ტექნიკური წუნი, რომ ტაქტიკა რომლითაც გინდოდა გემუშავა იყო არასწორი, ვილიარეალთან ასე არ უნდა გახვიდე... იქ მოდრიჩი-ასენსიო დამიყენა და დაღლილი თავისთავს არ მსგავსი კაზემირო, ეგონა ცენტრს დაიჭერდა? ნაჩომ და ვალვერდემ ბაზარი არაა თავისი საქმე გააკეთეს შეტევაში, მაგრამ დაცვაში მაგარი ტექნიკური წუნი გვქონდა, სარისკო შეტევებს გვიკეთებდნენ და ერთერთი მიზეზი რატომაც არ წავაგეთ ეს თამაში არის პერსონა კურტუა, სხვა შემთხვევაში განწიურულები ვიქნებოდით, ვერ ვიტყვით რომ სუყველამ ჩაიჯვა და ვერც გამოვყოფთ მოთამაშეს რომელმაც კარგად იყომარა, ორივე გუნდს ჰქონდა შანსი, მაგრამ შეიძლება ითქვას რომ ვილიარელმამ დაჯაბნა რეალი, ეს ან ანჩელოტის მონახაზის ბრალია, ან უნდა მიაქციოს ფეხბურთელების ფიზ.კონდიციებს ყურადღება და დაასვენოს რომოდენიმე ფეხბურთელი სადაც/ვისთანაც საჭიროა!

ნამდვილად არ იყო რეალისთვის ეს დაუძლეველი ბარიერი, უბრალოდ ძაან უცნაურად ითამაშეს არ მოველოდი... 1-0 მაინც მოეგოთ, ბოლო-ბოლო ბერნაბეუზე იყო თამაში, თან ატლეტიკომ წააგო და შანსი უნდა გამოეყენებინათ როგორმე. A გეგმამ თუარ იმუშავა, B გეგმა ისკო იყო ალბათ რომელიც ვაბშე ვერ გამოჩნდა საერთოდ, რაც შეეხება კამავინგას კი ჰქონდა ბიჭებო შეცდომა, მაგრამ გამოსწორდება ეგ ბიჭი მგონია, ძალიან ნიჭიერია, რატომღაც ვინიცუსის ეგრე არ მჯეროდა, როგორიც მაგ ბიჭის მჯერა.

2

26 სექტემბერი 2021 14:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
შენი ბრალი იყო სუფთად ამ ქულების დაკარგვა შე სირო რა წყობა დააყენა რა ფედე დაცვა და რა ლუკა ასენსიო ერთად თან კაზემირო რა დღეშია წადი შენი დედაც კარლო რა კაი შანსი იყო წინ გაქცევის და ექსპერიმენტების ტარება მომინდომა აქ შერიფთან გექნა ასეთი ფოკუსები ვილჯრეალთან რას აკეთებ შენი

3

26 სექტემბერი 2021 15:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4882
ვილიარეალთან 1 ტაიმში უბრალოდ გაგვიმართლა რომ ბურთი არ გავუშვით, ბევრი საგოლე შანსი ჰქონდათ.
ამ ვასკესი ვალვერდედან ორივე ერთნაირად მძორი იქნებოდა მარჯვენა ფლანგზე, მაგას კასტილიელი მცველი დაეყენებინა, საკუთარ პოზიციაზე მაინც იქნებოდა. ვალვერდე კაზე კამავინგა უნდა ყოფილიყო სასტარტო, რას ჩააჩხირა ასენსიო მოდრიჩი ცენტრში. ეს ასენსიო ყოვლად გამოუსადეგარი ფიგურაა, არც ფლანგელის თვისებები აქვს არც შუახაზის მოგამაშის. კაზე გადამწვარია, მოდრიჩიც. ვალვერდესაც დაეტყო დაღლა, ეგეც ადამიანია, ენაგადმოგდებილი დარბის შეუსვებელად ათამაშებს კაცს მერამდენე თამაშია
კროოსის მოსვლა სულზე მოგვისწრებს. კროოსი კამავინგა ისკო უნდა დააყენოს შერიფთან. ეს მენდი და კარვახალი ხო ჭირიანები არიან, რით ვერ მორჩნენ რომ გუნდი ცოტა დალაგდეს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)