უნაი ემერი:„მოდრიჩის და ვალვერდეს დუეტი შეუდარებელია“

„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მეტოქის ფეხბურთელებზეც ისაუბრა...


„ეს არის ურთულესი დაპირისპირება. მეტოქე მრისხანეა, რომელსაც შესანიშნავი სტარტი აქვს და დარწმუნებული ვარ, ჩემპიონობაზე გააკეთებს განაცხადს. ვინისიუს ჟუნიორის და კარიმ ბენზემას დუეტი მართლაც ძალიან ეფექტური გახდა, ასევე უნდა აღინიშნოს ლუკა მოდრიჩისა და ფედე ვალვერდეს კომბინირებული მოქმედებები, ისინი უკონკურენტოები არიან.“

„ტიბო კურტუას სახით „ბლანკოსს“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კარის დარაჯი ჰყავს, მასზე ანჩელოტი დიდ იმედებს ამყარებს, რაც ლოგიკურია.“

„ედერ მილიტაომ ამ სეზონში შეუცვლელი ფეხბურთელის სტატუსი მიიღო, ის „რეალის“ დაცვის ლიდერად ყალიბდება. ბრაზილიელის პროგრესი აშკარაა.“

„ბენზემა გუნდს არამხოლოდ გოლებით, არამედ საგოლე გადაცემებით და სხვა მოქმედებებით ეხმარება. ფრანგმა იპოვა საუკეთესო კონდიცია და დიდი ხანია პროგრესირებს. რა თქმა უნდა, ყველაზე სახიფათო ფიგურა კარიმია, მისი გამოცდილება, კლასი და საშემსრულებლო ოსტატობა „ბლანკოსის“ კოზირი გახლავთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 სექტემბერი 2021
  • 3289
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)