ანჩელოტი:„ვიდეოების მეშვეობით ყველას ვუხსნი რა გააკეთა და რა უნდა გაეკეთებინა“

კარლო ანჩელოტიმ „ვილიარეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ ვხვდებით გუნდს, რომელსაც აქვს შესანიშნავი ხარისხი, გამოცდილება და ორგანზებულობა. „ვილიარეალი“ საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს, ამიტომ ყველა ასპექტში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ყველაფერი გავაკეთოთ მეტოქის დასამარცხებლად.“

„გვსურს, რომ ბურთის გარეშე უფრო კარგად ვითამაშოთ და აგრესიულები ვიყოთ, ასევე ვმუშაობთ დაცვითი კომპონენტის გაუმჯობესებაზე. იდეალური არაფერი არსებობს, გაუმჯობესება ყველაფრის შეიძლება.“

„ვარჯიშებზე ინტენსიური დატვირთვა და ტაქტიკური მონახაზების შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა დაპირისპირებს მცირე ვიდეოების სახით ვაჯამებთ და დაშვებულ შეცდომებზე სწავლას ვცდილობთ. თითოეული მოთამაშე კონკრეტული მომენტების მიხედვით ხვდება რა გააკეთა და რა უნდა გაეკეთებინა, ეს გვეხმარება წარმატების მიღწევაში.“

„საკმაოდ ღრმა სათადარიგოთა სკამი გვყავს და ვფიქრობ, რომ ყველა მოთამაშეს შეუძლია სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა. ვფიქრობ, თანაც ძალიან ბევრს და ვცდილობ, რომ თერთმეტეული ოპტიმალურად დავაკომპლექტო და თითოეული მატჩის სპეციფიკას მოვარგო.“

„აზარი ძალიან კარგად ვარჯიშობს და არაფერი აწუხებს. ბელგიელთან დაკავშირებით მაინც ვიჩენ სიფრთხილეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე აწუხებს. ედენი საკმაოდ ეფექტურია, თუმცა ყველა მატჩში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ფეხბურთელისთვის რისკს შეიცავს.“

„კარიმ ბენზემა ძალიან გამოცდილია. ვთვლი, რომ ფრანგი ფეხბურთელის ოქროს ბურთის პრეტენდენტთა სიაში იქნება, „9“-იანს კიდევ შეუძლია მომატება, ის საუკეთესო კონდიციაშია და ასაკი ვერაფერს აკლებს, გამოცდილება კი რა თქმა უნდა ფასდაუდებელია.“

„ანჩელოტის მადრიდის „რეალის“ შეფასება? ჯერ ადრეა, სტარტი შესანიშნავი გვაქვს, მაგრამ სეზონს ბოლოს შევაფასებ.“

„მარკო ასენსიოს თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ესპანელმა არნახული დაპირისპირება გამართა „მალიორკასთან“ და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ახალი პოზიცია მისთვის დისკომფორტი არ არის.“

„მე ვუყურებ „ბარსელონას“ თამაშებს, კრიზისი სხვა რამ არის, უბრალოდ კოლექტივს ცუდი ეპოქა უდგას და ადრე თუ გვიან ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ვერ ვიქნები ბედნიერი ლა ლიგის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის პრობლემებით, მაგრამ ეს დროებითია.“

„ნაადრევი დასკვნების გაკეთება არ მსურს. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ სტარტი კარგი გვაქვს და ბევრისთვის მოლოდინს გადავაჭარბე. როდესაც „რეალში“ დავბრუნდი, ფლორენტინო პერესს ვუთხარი, რომ მოთამაშეებისგან მაქსიმუმს მოვითხოვდი და პირობას ვასრულებ.“

„კურტუა და ლუნინი? მათი სახით დიდებული კიპერები გვყავს. ამ ეტაპზე ბელგიელი უალტერნატივოა, მაგრამ ვიცი, რომ წუთებს ანდრეიც იმსახურებს, ის აუცილებლად გამოჩნდება მოედანზე.“

„დავიდ ალაბას დიდ პატივს ვცემ, ის უნივერსალია, თუმცა დაცვის ცენტრში მოვიაზრებ. ავსტრიელს შეტევაშიც შესანიშნავად შეუძლია თამაში. ახალწვეულს შესანიშნავი დარტყმა აქვს და სისწრაფეებს ანვითარებს.“

„ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა და კიდევ იცვლება. თუნდაც 4 წლის წინ სიტუაცია სხვანაირი იყო. ყველაფერი ვითარდება და აუცილებელია ტემპს აყოლა. დღეს ფეხბურთი სისწრაფეებზე, ბურთის მეტ ფლობასა და ფიზიკურ მომზადებაზეა დაფუძვნებული.“

„თუ წარმატების მიღწევა გსურს, საუკეთესო ფეხბურთი უნდა ითამაშო, როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 სექტემბერი 2021
  • 2474
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)