ანჩელოტი B გუნდს ქმნის

კარლო ანჩელოტი ცდილობს, რომ მადრიდის „რეალის“ რესურსი მაქსიმალურად ღრმა იყოს, ამისთვის იტალიელი სპეციალისტი ყველა ფეხბურთელთან ინტენსიურ კომუნიკაციაშია და ცდილობს, რომ მოთამაშეები საუკეთესო კონდიციაში იყვნენ.


კარლო ზინედინ ზიდანის რამდენიმე წლის წინანდელი სცენარის განვითარებას აპირებს, როდესაც „რეალმა“ ლა ლიგაც მოიგო და ჩემპიონთა ლიგაც, ამისთვის კი მოედანზე ფაქტობრივად სხვადასხვა გუნდი გადიოდა.

„მალიორკასთან“ დაპირისპირებამ აჩვენა, რომ გუნდის ნახევარდაცვას მოდრიჩის, კროოსის და კაზემიროს გარეშეც შეუძლია მოწოდების სიმაღლეზე დგომა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ანჩელოტი B გუნდის ჩამოყალიბებას ცდილობს, სადაც ლიდერები იცვლებიან, თუმცა თამაშის ხარისხი არ იკლებს.

მარკო ასენსიომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია და არც გოლების გატანაზე იტყვის უარს.

როგორც ვხედავთ, კარლიტო საკმაოდ დიდ სამუშაოს ატარებს, რომელმაც „რეალი“ მწვერვალების დაპყრობამდე უნდა მიიყვანოს. თუ სეზონის სტარტის წინ არასახარბიელო სატრანსფერო პოლიტიკის გამო „ბლანკოსისგან“ ასეთ შედეგებს არავინ ელოდა, ახლა ვითარება რადიკალუად განსხვავებულია.

მადრიდის „რეალი“ ბოლო წლების ყველაზე ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. dle 10.1

  • Bernabeu
  • 23 სექტემბერი 2021
  • 1561
  • 1

1

23 სექტემბერი 2021 21:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
მაგარია იმ წელს როგორ მახსოვს რა ძლიერი სკამი ყავდა რეალს და ახლაც არანაკლები ყავს ცოტა დაცვაში გვიჭირს და ეგაა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)