ასენსიო: „ეს არის ჩემი პოზიცია“

მარკო ასენსიო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დიდებულად გაისარჯა. მან მალიორკელების კარში ჰეთ-თრიქი შეასრულა.


„კმაყოფილი ვარ. საწყისი წუთებიდან თამაშის შანსი მომეცა და ვიცოდი, რომ ეს უნდა გამომეყენებინა. გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, რაც მნიშვნელოვანია. ჩემთვის მეტად განსაკუთრებული შეხვედრა იყო, ვინაიდან სწორედ „მალიორკაში“ დავიწყე საფეხბურთო კარიერა და ეს კლუბი ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა.“

„მწვრთენლს ვაჩვენე, თუ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს ჩემგან. სამომავლოდ არა ერთი შესაძლებლობა იქნება და მთავარია, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდე. ანჩელოტიმ სწორედ იმ პოზიციაზე გამამწესა, სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს.“

`ჰეთ-თრიკი შევასრულე, ანჩელოტიმ კი მითხრა, რომ ასე უნდა გავაგრძელო და აუცილებლად მივიღებ სათამაშო დროს.“

„გუნდმა ძალიან კარგად იასპარეზა. ჩვენი მიზანია წარმატებული სეზონის დადება.“

„ყველას მოგვენატრა გულშემატკივრების წინაშე ბურთაობა. ეს ნამდვილად ემოციური იყო. მადლობას ვუხდი ქომაგებს, რომლებიც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეიკრიბნენ. განვლილ პაექრობაში ფეხბურთელები ბოლომდე დავიხარჯეთ. საკმაოდ ეფექტურად გამოვიყურებოდით, როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვით ხაზში. ვფიქრობ, ჩვენთან ერთად მაყურებლებმაც მიიღეს სიამოვნება.“ dle 10.1


1

23 სექტემბერი 2021 11:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 8992
ეხლა წავა და სკამზე დასვავს მონდევნო თამაშში და მერე იტყვიან ვერ თამაშობსო

2

23 სექტემბერი 2021 11:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 747
წესით მისცემსს შანს და იქნებ მაგანაც გაიბრწყინოს და უფრო ძლიერი შეტევა გვეყოლება
ვინი ბენზო ასენსიო

3

23 სექტემბერი 2021 11:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
იმედია ათამაშებს ხშირად, როდრიგოზე მეტ შანსს იმსახურებს მარტივად

4

23 სექტემბერი 2021 11:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4878
როდრიგოს ინდა მიეცეს მეტი დრო. გაცილებით ხშირად ამწვავებს და მასზე კარგად უტევს.
ისე ზიზუ მაგრად მიქარავდა ასენსიოს ფლანგზე დაყენებისას, არაა ეს კაცი გარემარბი. ცენტრალირ ზონაში უკეთესია. როგორც დიმარიას შეუცვალა პოზიცია ისე მოიწევს ასენსიოსაც ცენტრალურ ნახევარმცველად გარდაქმნა. დრიბლინგი და კაცის კოტყუება არ იცის, სისწრაფეც არ აქვს, რანაირი გარემარბია საამისოდ არცერთი თვისება არ აქვს

5

23 სექტემბერი 2021 11:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5514
Marca-ს ჟურნალისტის ხუან იგნასიო-გარსია ოჩოას ბლოგი.

📝 "თუ "ოქროს ბურთი" სერიოზული ჯილდოა, მაშინ ის ბენზემაზემამ უნდა მიიღოს "

ბენზემას 8 გოლი ლა ლიგის 6 ტურში ერთ რამეს არ მოიცავს: ის ზოგადად წარმოუდგენელ დონეზე თამაშობს! მეტიც, ვბედავ ვთქვა, რომ ახლა მსოფლიოში უკეთესი ფეხბურთელი უბრალოდ არ არსებობს. ის ყველაფერს კარგად, ბუნებრივად და ლამაზად აკეთებს. იმდენად დიდია მისი შესაძლებლობები!

ამ მიზეზით, მას სეზონის სტარტზე არა მხოლოდ 8 გოლი აქვს გატანილი (იმდენი რამდენიც მთლიან "ბარსელონას"), არამედ 7 საგოლე პასიც. სტატისტიკის მიხედვით, ფრანგს ჰოლანდი და ლევანდოვსკი ჩამორჩებიან. რონალდუ კი, მესისთან ერთად, ახლა ამ ჰორიზონტზე არ იმყოფება. უბრალოდ ბენზემა და ეს ასეა!

ახლა კი დიალოგს დავიწყებთ (მგონი დროა, რადგან უკვე სექტემბრის ბოლოა) "ოქროს ბურთის" შესახებ. თუ ეს ჯერ კიდევ სერიოზული ჯილდოა,მაშინ კარიმმა უნდა მიიღოს. ვინ არის მასზე უკეთესი? ლევანდოვსკიმ ეს შარშან დაიმსახურა, ჰოლანდმა კალენდარულ წელს მეტი გაიტანა, მაგრამ ბენზემას მსგავსად არცერთ მათგანს არ უთამაშია.

მსგავსი რამ მესისთან ადრეც მომხდარა. ბენზემას კი მხოლოდ "თავდამსხმელი" არ შეიძლება ვუწოდოთ, არა, ის გაცილებით მეტია. ბენზემა-ფეხბურთელია. ხოლო საუკეთესო ფეხბურთელს უნდა მიენიჭოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, ანუ"ოქროს ბურთი".

შეიძლება მაცდური იყოს შარშანდელი უსამართლობის გამოსწორება ლევანდოვსკის მიმართ და "ოქროს ბურთის" მისთვის გადაცემა, მაგრამ ერთი უსამართლობა მეორემ არ უნდა გამოასწოროს. შეიძლება მაცდური იყოს "ოქროს ბურთის" მესისთვის კოპა ამერიკის მოგების გამო გადაცემა, მაგრამ არგენტინელი დღეს საუკეთესო დონეზე არ თამაშობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ოქროს ბურთს" ჟორჟინიომ მიიღებს, რომელმაც, მართალია, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ, უკაცრავად, ეს შედეგი ახლოსაც არ არის იმასთან, რაც 2018 წელს მოდრიჩს ქონდა და ამ ფეხბურთელების შედარება არ შეიძლება.

"ოქროს ბურთი" ბენზემაზე უნდა მიიღოს. მან უკვე დიდი ხანია დაიმსახურა ეს მისი თამაშით. ახლა კი, თავისი სტატისტიკით, მას ეს პრიზი უნდა გადაეცეს. თუ ეს ჯერ კიდევ სერიოზული პრიზია, რა თქმა უნდა...
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

6

23 სექტემბერი 2021 11:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 817
ვინი დაასვენოსავით უნდა მგონი, ძან გადაიღალა ბატალიებიდანაც რო დაბრუნდა არ დაუსვენია და 90წუთია ყველა მატჩი მოედანზე. ერთი მატჩი ზამენიდან დაიწყოს და თურამე საჭიროეებისამებრ ჩაერთოს არ იქნება ცუდი.

7

23 სექტემბერი 2021 11:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5514
სუარესი 6 მატჩი 3 გოლი 0 ასიატი.ბენზემა 6 მატჩი 8 გოლი 7 ასისტი.მეოთხე სეზონიაა ჭიმავსს სახეს აძრობს ..ქო სუალესი ძობია ათი თავით იიი
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

8

23 სექტემბერი 2021 13:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1845
ციტატა: FERNANDO_REDONDO
სუარესი 6 მატჩი 3 გოლი 0 ასიატი.ბენზემა 6 მატჩი 8 გოლი 7 ასისტი.მეოთხე სეზონიაა ჭიმავსს სახეს აძრობს ..ქო სუალესი ძობია ათი თავით იიი

ყველა ვინც სიბერეში შევიდა ან მოუკლო, ან ტრამვები აქვთ უმეტესობას, ბენზემას - რონალდუს მენტალიტეტი აქვს უმატებს და უმატებს წარმოუდგენელია ასეთ ასაკში, ამ დონეს რომ აჩვენებს ფეხბურთელი და ძალიან სამწუხაროა კიდევ სათანადოდ რომ არ აფასებენ... ყველა კომპონენტში კარგად გამოიყურება, აი მართლა ეკუთვნის ოქროს ბურთი ასე თუ გააგრძელა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)