ანჩელოტი:„კუმანი უმაღლესი კლასის სპეციალისტია“

კარლო ანჩელოტიმ „მალიორკასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და საკმაოდ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.


„თუ ჩვენ ამ დამოკიდებულებას ბოლომდე შევინარჩუნებთ, აუცილებლად გავხდებით ჩემპიონები. „რეალის“ ყველა ფეხბურთელი ბოლომდე ბრძოლისთვის არის განწყობილი, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია.“

„პრობლემები ყველა მწვრთნელს აქვს, ზოგჯერ ადრეულ, ზოგჯერ კი მომდევნო ეტაპზე. ის, რომ რონალდ კუმანი დიდებული სპეციალისტია ყველამ იცის. მე ნიდერლანდელს დიდ პატივს ვცემ. არ ვიცი, ათავისუფლებს, თუ არა მას კატალონიური კლუბი, მაგრამ თუ „ბარსელონა“ მას თანამდებობას დაატოვებინებს, მე რონალდს ახალ ასპარეზზე დიდ წარმატებებს ვუსურვებ.“

„„მალიორკასთან“ მატჩისთვის განსაკუთრებით ვემზადებით. საფინალო სესიაზე ბევრი რამ შეფასდება. როტაცია გარდაუვალია, ფეხბურთელებს დასვენების საშუალება უნდა მიეცეთ.“

„როდესაც გუნდში ახალი მწვრთნელი მოდის, აუცილებელია განსაზღვროს კლუბის ფილოსოფია, სტილი, ტრადიცია და ასე შემდეგ. დიახ, მე მჭირდება დრო, რომ გუნდმა სრულად გაითავისოს ახალი სტილი, თუმცა აღარ მჭირდება ისტორიის ცოდნა, ვინაიდან აქ ერთხელ უკვე ვიმუშავე და შესანიშნავად ვიცნობ იმ სტანდარტებს, რომელიც კლუბში არსებობს.“

„ასენსიოს უკმაყოფილება? ეს ბუნებრივია. მე არ მომწონს ფეხბურთელები, რომლებიც სათადარიგოთა სკამზე ჯდომით ბედნიერები არიან. სწორია, რომ ესპანელი მეტ სათამაშო დროს ითხოვს. მერწმუნეთ, მოედანზე შანსს ყველა მიიღებს, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ანალოგიურ სიტუაციაში არიან ისკო ალარკონი და ლუკა იოვიჩი, თუმცა ყველამ კარგად ვნახეთ, რამხელა როლი შეიტანეს მათ „ვალენსიას“ დამარცხებაში.“

„მწვრთნელობის მეორე ეტაპზე გაცილებით განსხვავებულ გუნდში მოვედი, ახლა სხვა სიტუაციაა. ვცდილობ, ფეხბურთელების ნიჭი სრულად ავითვისო და საუკეთესო ვერსია მივიღო.“

„ვინისიუსი კიდევ უფრო გაზრდილი და გამოცდილია. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გასულ წლებში საკმაოდ მაღალი დონის მატჩებში მიიღო მონაწილეობა. ჟუნიორი განვითარებას განაგრძობს და მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც სუპერ ვარსკვლავის სტატუსს მოირგებს.“

„გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა სამწვრთნელო საქმიანობის ყველა ეტაპზე დიდ ყურადღებას ვაქცევი ესტეტიკას. დიახ, პრაგმატიზმი დღევანდელ ფეხბურთში მნიშვნელოვანია, მაგრამ სანახაობას ყველა ქომაგი პატივს სცემს.“

„დაცვაში კვლავ პრობლემები გვაქვს, რაც პირველ რიგში ძალიან აგრესიული შეტევით არის გამოწვეული. როდესაც თავდასხმაში მეტი აქტივობა გვაქვს, მცველები ხშირად ერთვებიან შეტევებში, ამიტომ იდეალური ბალანსის მოძიებაა საჭირო. ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობთ და ვთვლით, რომ ამ ასპექტში ბევრ რამეს დავხვეწავთ.“

„ედუარდო კამავინგა ძალიან კომუნიკაბელური ფეხბურთელია. ფრანგ ახალგაზრდას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ „ბლანკოსის“ უდავო ლიდერი და შეუცვლელი წევრი გახდეს. ფრანგი მოთამაშე ესპანურ ენას ეუფლება და ცდილობს, რომ კომუნიკაცია უფრო მარტივი გახადოს.“

„ტრავმები ფეხბურთელების თანმდევი მოვლენაა. ვთვლი, რომ ამ მხრივ პრობლემები არ უნდა შეიქმნას. ერთი ფეხბურთელი დაზიანებას იღებს, მეორე კი ბრუნდება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ყველა ფეხბურთელი საუკეთესო კონდიციაში გვყავდეს“

„კამავინგას უნივერსალურობის საოცარი თვისება აქვს. ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა გველის, რათა დავადგინოთ, სად ითამაშებს ედუარდო, ფრანგს საუკეთესო თვისებების ნაკრები აქვს.“

„აზარის მუშაობით კმაყოფილი ვარ. ბელგიელს მუდმივად 90 წუთიანი დატვირთვის მიღება არ შეუძლია, მაგრამ მერწმუნეთ, ის საუკეთესო კონდიციაში მალე ჩადგება.“ dle 10.1

  • Ramos
  • 21 სექტემბერი 2021
  • 6879
  • 1

1

21 სექტემბერი 2021 21:57

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კარლიტო შე საუკეთესოვ!!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)