ანჩელოტი:„„რეალი“ „ვალენსიასთან“ მოსაგებად ჩადის“

კარლო ანჩელოტიმ „ვალენსიასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.


„საკმაოდ რთულ მატჩს ველოდები, რადგან „ვალენსია“ კარგ ფორმაშია და სეზონიც შესანიშნავად დაიწყო. „მესტალიაზე“ თამაში მარტივი არ იქნება, თუმცა ჩემი გუნდი მოედანზე საუკეთესო თერთმეტეულით გავა და მხოლოდ 3 ქულა დააკმაყოფილებს.“

„აზარს ზედიზედ 2 მატჩის ჩატარება უჭირს, რადგან საკმაოდ რთული ტრავმები აქვს გადატანილი. ბელგიელთან დაკავშირებით განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენ და ვცდილობ, რომ ის საუკეთესო კონდიციამდე მივიყვანოთ. „7“-იანზე დიდ გათვლას ვაკეთებ.“

„ბორდალასის გუნდი საკმაოდ სანახაობრივ, შემტევ და ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ეს ნამდვილად არ მადარდებს. „რეალს“ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.“

„გარეთ ბეილის ტრავმა შემაშფოთებელია. ზუსტ ვადას ვერ დავასახელებ, ვინაიდან ადაპტაციის პერიოდი თავად ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული. უელსელის დაზიანება ჩვენთვის ძალიან ცუდი ამბავია, გუნდს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფიგურა დააკლდა.“

„რაც ყველაზე მეტად მახარებს გუნდის ფიზიკური სტაბილურობაა. ფეხბურთელები მაღალ ტემპს აჩვენებენ და ნაკლებად იღლებიან.“

„კამავინგას ტალანტის შესახებ ყველას კარგად მოგვეხსენება, მაგრამ ასეთ სტარტს ნამდვილად არ მოველოდი. გაკვირვებული ვარ და ვთვლი, რომ ფრანგი ბევრს მიაღწევს. ტრანსფერის შემდეგ ნახევარმცველმა 2 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 გოლი და 1 ასისტი ჩაიწერა აქტივში.“

„როდესაც თამაშის დინამიკა იცვლება, ფეხბურთელის შერჩევა და მეორე ტაიმში შეყვანა საკმაოდ რთულია. ყოველთვის კონკრეტული მატჩის სპეციფიკაზე გიწევს მორგება. კარგი ფეხბურთელის ჯდომა სათადარიგოთა სკამზე არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ დაპირისპირებაში მისი მოედანზე შესვლა გაამართლებს.“

„როდრიგო მადრიდის მომავალია, მას შეუძლია, როგორც ფლანგზე, ასევე ცენტრალურ ფორვარდად თამაში. გადამწყვეტ მომენტში გოეში შესანიშნავია და გოლის გატანა შეუძლია.“

„მბაპეზე და ჰოლანდზე საუბარი ახლა სისულელე მგონია, რადგან სატრანსფერო ფანჯარა დახურულია.“

„მე არ ვარ ჯადოქარი, მხოლოდ მწვრთნელი ვარ, რომელიც მუშაობს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან. ვინისიუსს დიდი პერსპექტივა და მომავალი აქვს, ყველაფერს გავაკეთებ მაქსიმუმის მისაღებად.“

„კაზემიროს პირდაპირი შემცვლელი არ გვყავს. ძნელია სატრანსფერო ბაზარზე მოძებნო მოთამაშე, რომელსაც ის მახასიათებლები აქვს, რაც ბრაზილიელს. ის არის უნაკლო ფეხბურთელი, რომელიც გუნდს ყველა რგოლში ეხმარება. როდესაც კაზემირო არ გვეყოლება, ტაქტიკის შეცვლა მოგვიწევს.“

„როტაცია აუცილებელი და გარდაუვალია. როდესაც მატჩებით დახუნძლული სეზონი გაქვს, ყველას უნდა მისცე შანსი, ეს გუნდზე კარგად აისახება.“

„ვინისიუსი გუნდის უდავო ლიდერის სტატუსს არ უნდა ირგებდეს, ის არ არის ვეტერანი და ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხი არაფერში წაადგება.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 18 სექტემბერი 2021
  • 2645
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)