დე ლიხტს „რეალის“ ვარიანტი ხიბლავს

მატის დე ლიხტი „აიაქსში“ ბრწყინავდა, მასზე პრეტენზიას კი „რეალი“, „ბაიერნი“, „ბარსელონა“, „ჩელსი“ და „იუვენტუსი“ აცხადებდნენ. საბოლოო ჯამში ნიდერლანდელმა უკანახაზელმა არჩევანი „ბებერ ქალბატონზე“ გააკეთა, თუმცა ის სერია „ა“-ში ბედნიერი აღარ არის.


ვარანისა და რამოსის „რეალიდან“ წასვლის შემდეგ, მადრიდულ გუნდში მაღალი დონის ცენტრალური მცველის ყიდვის საჭიროება დადგა. ფლორენტინო პერესი განიხილავდა, როგორც პაუ ტორესის, ასევე ჯულს კუნდეს დამატების საკითხს, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა.

სეზონის სტარტიდან დღემდე ყველა მატჩში მტკიცდება, რომ „რეალს“ დაცვაში პრობლემები აქვს, ამიტომ 2022 წლის ზაფხულში მაღალი დონის ცენტრალური მცველის ყიდვა გარდაუვალია.

ზემოხსენებული ფეხბურთელები დღის წესრიგში ისევ დადგებიან, თუმცა პაუს და კუნდეს დე ლიხტის ვარიანტიც დაემატება.

22 წლის ფეხბურთელს „იუვესთან“ ხელშეკრულება 2024 წელს ეწურება, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ ის იტალიაში კიდევ 3 წელი დარჩეს.

იტალიური გამოცემების ცნობით, „ბლანკოსი“ ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლასთან მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავს. ფეხბურთელის ასაკიდან და პერსპექტივიდან გამომდინარე, მისი ფასი ფაქტობრივად 80 მილიონ ევროს უტოლდება. dle 10.1

  • Ramos
  • 18 სექტემბერი 2021
  • 1910
  • 3

1

18 სექტემბერი 2021 15:38

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ესეც კაი დირკაა მასეთები ოხრად გვყავს ნაჩო და ვალეხო. სხვა არის სანახავი ისეთი მილის რო შეუწყვილდეს მარცხენა ცენტრ მცველი!

2

18 სექტემბერი 2021 15:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4882
ციტატა: Romageorgia
მილის რო შეუწყვილდეს მარცხენა ცენტრ მცველი!

მილიტაოს კი არა ალაბას უნდა შეუწყვილდეს. მაგარი დირკაა ეგ მილიტაო, თან არასტაბილური

3

18 სექტემბერი 2021 17:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 817
მილიტაო რაღაც მეც არ მომწონს, ძან რაღაცნაირია რა, გეგონება დაიშალოს უნდაო :დ სუსტის შთაბეჭდილებას ტოვებს არადა რო შეხედავ ჯანზეა. ორთაბრძოლებს სულ აგებს. არვიცი რა გვეშველება დაცვის ცენტრში. ერთი ტოპი გვინდა უეჭვველი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)