სანტიაგო ბერნაბეუ
ბავშობიდან რეალის ფანი,ფეხბურთელი,კაპიტანი,მწვრთნელი და საბოლოოდ ჩვენი გუნდის ლეგენდარული პრეზიდენტი,რომლის დროსაც რეალი 90_იანი წლების ბოლოს მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბად იქნა აღიარებული და ამაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ამ ადამიანს_დონ სანტიაგო ბერნაბეუ დე იესტე.
ბავშვობა
ბავშობიდან რეალის ფანი,ფეხბურთელი,კაპიტანი,მწვრთნელი და საბოლოოდ ჩვენი გუნდის ლეგენდარული პრეზიდენტი,რომლის დროსაც რეალი 90_იანი წლების ბოლოს მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბად იქნა აღიარებული და ამაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ამ ადამიანს_დონ სანტიაგო ბერნაბეუ დე იესტე.
ბავშვობა
1895 წლის 8 ივნისს,ალბასეტეს გარეუბან ალმანსაში, დონ ხოსე ბერნაბეუ იბანიესისა და დონია ანტონია დე იესტე ნუნიესის სახლში დაიბადა ბიჭი, რომელსაც სანტიაგო დაარქვეს. მადრიდის მომავალ ლეგენდას ყავდა სამი ძმა_ხოსე,ანტონიო და მარსელო_აგრეთვე და იზაბელი. ფეხბურთმა დონ სანტიაგო ბავშობიდან შეიპყრო,მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა მას გამხდარიყო განათლებული, ელეგანტური და კულტურული პიროვნება. ის რამოდენიმე ენას ფლობდა და ორიგინალში კითხულობდა გერმანელი ფილოსოფოსების ნაშრომებს.
დონ სანტიაგო მხოლოდ ხუთი წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი მადრიდში გადაბარგდა საცხოვრებლად. თავისი განათლება დონ სანტიაგომ დაიწყო ავგუსტინელების კოლეჯში, სადაც გაეცნო ფეხბურთს. საინტერესოა, რომ თავიდან სანტიაგოს კარებში დგომა უნდოდა, მაგრამ მისმა ძმებმა ჩათვალეს რომ ის უფრო მეტ სარგებელს თავდასხმაში მოიტანდა და არც შემცდარან. ბერნაბეუს დარი მის ასაკში არავინ იყო კოლეჯში. გუნდის დაარსების დღეს შვიდი წლის ბერნაბეუმ თავის გუნდთან ერთად მოიგო პირველი თასი. ბერნაბეუ ასევე კარგი იყო სწავლაშიც, ის თანაბრად კარგად ახერხებდა სწავლასაც და ფეხბურთის თამაშს. კოლეჯის შემდეგ დონ სანტიაგომ ჩააბარა ინსტიტუტში “ჩარდინალ ჩისნეროს” რომლის დამთავრების შემდეგ მიიღო ბაკალავრის დიპლომი.
ფეხბურთელი ბერნაბეუ და რეალ მადრიდი
სწავლაში წარმატების მიუხედავად ბერნაბეუს გულში მაინც პირველ ადგილზე იყო ფეხბურთი და რეალ მადრიდი. დონ სანტიაგო ბერნაბეუ ცდილობდა არ გამოეტოვებინა რეალის არცერთი თამაში, ხოლო 1909 წელს, როდესაც ის 14 წლის იყო და მიიწვიეს რეალის ბავშთა გუნდში მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. გავიდა სამ წელიწად ნახევარი და ის რეალის ძირითად გუნდში მოხვდა, სადაც ლამის პირველივე მატჩებიდან გახდა გუნდის ლიდერი. ამავე წელიწადს ბერნაბეუს ოჯახი განიცდის ტრაგედიას, გარდაიცვალა სანტიაგოს დედა, დონია ანტონია დე იესტე ნუნიესი.
გავიდა კიდევ ცოტაოდენი დრო და დონ სანტიაგომ მიიღო რეალის კაპიტნის სამკლაური. მაშინ ესპანეთში არიყო წესი სამკლაური გადაეცას იმაზე, ვისაც ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი ჰქონდა. ოსტატობა, მიზანდასახულობა მიზნის მისაღწევად გახდა ის თვისებები, რომელთა წყალობითაც სანტიაგო გახდა გუნდის ლიდერი, ხოლო შემდგომში კი რეალის ლეგენდარული პრეზიდენტი.
ფეხბურთის პარალელურად დონ სანტიაგო აგრძელებდა სწავლას. თავად სანტიაგოს ძალიან ხიბლავდა მედიცინა, მაგრამ მამამის მოთხოვნით ის მის კვალს გაყვა და ადვოკატი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ დონ სანტიაგო ესპანეთის ერთ_ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო,მას ნაკრებში არცერთი თამაში არუთამაშია. ერთხელ ის გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ მისი პირდაპირობის გამო სადაც ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ნაკრების რეგიონალური დაყოფისა, რომლის დროსაც ძირითადად იძახებდნენ რეგიონებიდან მიღებული კვოტებით ფეხბურთელებს დონ სანტიაგო მეტჯერ არავის გამოუძახებია ნაკრებში. ის მუდამ წინააღმდეგი იყო იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში კარგი ფეხბურთელები ნაკრებს მიღმა რჩებოდნენ.
სამოქალაქო ომი
1927 წელს დონ სანტიაგომ ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა და პრაკტიკულად იმავე წელს გახდა რეალის ერთ_ერთი ჩინოვნიკი. 1935 წლამდე დონ სანტიაგომ ყველა სტრუკტურაში მიიღო მონაწილეობა რეალის აღმშენებლობისა. დაწყებული რეალის მეორე მწვრთნელობიდან და დამთავრებული რეალის მთავარი მწვრთნელის რანგით. შემდგომი ოთხი წელიწადი ესპანეთისთვის შავ ლაქად დარჩა, დაიწყო სამოქალაქო ომი…. სამოქალაქო ომმა მთლიანად გაანადგურა ესპანეთი. დონ სანტიაგო არასოდეს იყო მეამბოხეთა მხარდამჭერი და ამას ყოველთვის ღიად აფიქსირებდა და ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ის კომუნისტების იმ სიაში მოხვდა, რომლებიც უნდა დაეხვრიტათ. ბედად ბერნაბეუს შეუნარჩუნეს ცხოვრება, სამწუხაროდ ეს ბედი არ ერგუნად ათასობით ესპანელებს, რომლებიც დახვრეტილ იქნენ მხოლო და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ არ უნდოდათ თავიანთ ქვეყანაში კომუნისტური წყობილების დამყარება.
1937 წელს დონ სანტიაგო მოხალისედ ჩაეწერა სამხედრო არმიაში. მან მიიღო მონაწილეობა კატალონიის ომში,სადაც თავს არზოგავდა. შემდგომში ის დააჯილდოვეს გმირის მედალით.
ომის დამთავრების შემდეგ დონ სანტიაგო ბრუნდებაა მადრიდში,მაგრამ გუნდი უკვე აღარ არსებობს….. სტადიონი მთლიანად განადგურებულია, ფეხბურთელები აღარ არიან. რეალის ქონება მთლიანად განადგურებული იყო. მარადიორებმა რეალის მიერ მოგებული თასებიცკი მოიპარეს და რეალის მუზეუმი ცარიელი იყო. ამ დროს რეალის დახმარებას მხოლოდ მთავრობა თუ შეძლებდა, მაგრამ იმ დროს მთავრობის სათავეში არმია იდგა, რომლებიც თავიანთ კლუბს “ატლეტიკო ავინსიონს” აძლიერებდნენ,რომელიც შემდგომში “ატლეტიკოდ” გადაკეთდა,ამიტომ ყველა ძალა იყო გადასროლილი ატლეტიკოს გასაძლეირებლად და რეალი კი მკვდარი იყო…..
ის რაც შემდგომში მოხდა შეიძლება ვუწოდოთ სასწაული.დონ სანტიაგოს მიზანდასახულობამ, მომავლის რწმენამ და სიჯიუტემ გამოიღო თავისი შედეგი და შეუძლებელი გაკეთდა. ბერნაბეუმ და მისმა გუნდმა, რომლის რიგებში იყვნენ: მარკიზი ბოლარკე, პედრო პარახესა, ადოლფო მელენდესა და ანტონიო სანჩეს პარალბი, მოიძიეს ფინანსები და დაიწყო ფეხბურთელების შეძენა. მათ ბოლო მომენტში შეძლეს რეალის განაცხადის შეტანა ესპანეთის ჩემპიონატზე,მაშინ როდესაც არც საამისო გარანტიები წარადგინეს და რაც ყველაზე საკვირველია, არც თავისი სტადიონი ჰქონდათ…. ამის გაკეთება არავის ძალუძდა,მაგრამ რეალმა ეს შეძლო, სამეფო გუნდი ახლიდან დაიბადა!!!
ასეთი რთული პერიოდის განმავლობაში რეალის ყველა დროის საუკეთესო პრეზიდენტის ცხოვრებაში კიდევ ერთი ფაქტი მოხდა,ამჯერად სასიამოვნო. 1940 წელს დონ სანტიაგო დაქორწინდა, მისი მეუღლე გახდა დონია მარია ვალენსიანო.
პრეზიდენტი და ძალაუფლება
1943 წლის 15 სექტემბერი. ეს თარიღი ყველა მადრიდელის კალენდარში წითლად უნდა იყოს შემოხაზული.შემოდგომის ამ ბრწყინვალე დღეს დონ სანტიაგო დანიშნულ იქნა რეალის “დროებით” პრეზიდენტად. ეს “დრობით” გაგრძელდა მის გარდაცვალებამდე 1978 წლის 2 ივნისამდე. გახდა თუ არა რეალის პრეზიდენტი ბერნაბეუმ ყველა ძალები გამოიყენა იმისათვის, რომ რეალისათვის ძველი დიდება დაებრუნებინა,მან აღადგინა რეალის სტადიონი “ჩამარტინი” და ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა….
დონ სანტიაგო ესპანეთის ნამდვილი პატრიოტი იყო,მაგრამ პოლიტიკისაგან ყოველთვის ცდილობდა შორს დაეჭირა თავი.ის არავის წინაშე არ იხრიდა თავს და თუ ადამიანი არამზადად მიაჩნდა მას პირში ეუბნებოდა.ცხოვრების ასეთმა განსჯამ ლამის უპრეზიდენტოდ დატოვა რეალი. “ჩამარტინზე” ერთ_ერთმა მაღალჩინოსანმა გენერალმა თავს უფლება მისცა ბერნაბეუს ლოჟაში მისი სტუმრის მეუღლესათვის შეურაწყოფის მიყენება.მიუხედავად მისი გენერლობისა ბერნაბეუმ ის ლოჯიდან გააძევა და აუკრძალა საერთოდ რეალის თამაშებზე დასწრება.ეს გენერალი კი შემდგომში როგორც აღმოჩნდა ყოფილა ესპანეთის მეორე კაცი,ესპანეთის ლეგიონის ფუძემდებელი და ფრანსისკო ფრანკოს მეგობარი. ეს გენერალი ცნობილი იყო თავისი სისასტიკით,მაგრამ მიუხედავად ამისა ის როგორც რიგითი გულშემატკივარი ბერნაბეუმ გააძევა სტადიონიდან.
ვინ იცის რა მოხდებოდა რომ არა ბერნაბეუს მეგობარი,გენერალი მუნიოსის მხარდაჭერა. ამის შემდეგ ბერნაბეუ მთელს ესპანეთში ცნობილი პიროვნება გახდა,მიუხედავად იმისა, რომ ამისაკენ ის არცკი მიისწრაფოდა. ცოტა ხანში მან კიდევ ერთხელ გააკვირვა მთელი ესპანეთი,ეს მოხდა რეალისა და თელ-ავივის მაკაბის საკალათბურთო მატჩების დროს. ის ყველას თანდასწრებით გვერდზე მიუჯდა მაკაბის პრეზიდენტს, განთქმულ მთავარსარდალს მოშე დაიანს, ხოლო რაც ყველაზე საკვირველი იყო, თამაშის შემდეგ მას რეალ მადრიდის ემბლემა უსახსოვრა. ამ თავზეხელაღებულმა საქციელმა მთელი ესპანეთის მთავრობა გაანაწყენა გენერალ ფრანკოს მეთაურობით, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ არაღიარებდა ისრაელის არსებობას. ამის შემდგომ მრავალმა მთავრობამ შეიძულა ბერნაბეუ.
რეალის შემდგომმა გამარჯვებებმა ევროპის სარბიელზე,აიძულა მთავრობის წევრები მორბილებულიყვნენ რეალის პრეზიდენტის მიმართ და უფრო ლოიალურები გამხდარიყვნენ. რეალი ესპანეთის სავიზიტო ბარათი გახდა მთელს ევროპაში. მისით შეეძლო ეამაყა ნებისმიერ ესპანეთის მთავრობის წევრს.მიუხედავად იმისა,რომ გენერალი ფრანკო ვერიტანდა ბერნაბეუს ის იძულებული შეიქმნა ეღიარებინა რეალის დომინირება და ყოველნაირად მხარში ამოუდგა,მაშინ როდესაც ის არასოდეს არგულშემატკივრობდა რეალს
საფეხბურთო “ლა სკალა”
პოლიტიკა პოლიტიკად,მაგრამ გუნდს გაძლიერება სჭირდებოდა.ბერნაბეუს უნდოდა ენახა რეალი ყველაზე ძლიერ გუნდად და ამისათვის ძალღონეს არიშურებდა.პრეზიდენტს უნდოდა რეალისაგან გაეკეთებინა საფეხბურთო “ლა სკალა”, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები იქნებოდნენ. პირველი მერცხალი გუნდისა გახდა ალფრედო დი სტეფანო,რომლის გადმობირებაც მოხერხდა მაშინ,როდესაც ის პრაკტიკულად ბარსელონაში აღმოჩნდებოდა. შემდგომში გუნდში მოვიდნენ ისეთი ვარსკლავები,როგორებიც არიან: კოპა, ხენტო, მოლოვნი, მუნიოსი, პუშკაში და ბევრი სხვა,რომლებმაც რეალს სამუდამო დიდება მოუპოვეს.
ამასობაშიკი მთავრდებოდა რეალის ტაძრის მშენებლობის დასრულება რომელსაც ეწოდა ახალი ჩამარტინი,ხოლო შემდგომში კი რეალის უდიდესი პრეზიდენტის სახელთან გახდა ასოცირებული. 1955 წლის 4 იანვარს რეალ მადრიდის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და სტადიონს მიენიჭა სანტიაგო ბერნაბეუს სახელწოდება. პრეზიდენტი წინააღმდეგი იყო ამისა,მაგრამ ეს იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა,როდესაც მისი აზრი გათვალისწინებულ არ იქნა.
კოლოსალურმა სამუშაომ რაც გასწია სანტიაგო ბერნაბეუმ,თავისი შედეგი გამოიღო. ესპანეთში მხოლოდ ბარსელონას თუ შეეძლო იშვიათად გაეწია კონკურენცია რეალისათვის,მაგრამ ესეც ძალიან ცოტა იყო ისეთი ამბიციური პრეზიდენტისათვის როგორიც ჩვენი პრეზიდენტი იყო. ასე იხილა დღის შუქი ბერნაბეუს იდეამ უეფასთან ერთად,რომ ევროპის ყველა ჩემპიონს ცალკე ტურნირში გაერკვიათ,თუ ვინ იყო უძლიერესი.ცოტა ხანში,პარიზში ეს იდეა დამტკიცებულ იქნა და ტურნირიც შედგა.
სამეფო გუნდმა დი სტეფანოს ხელმძღვანელობით პირველი ხუთი ტიტულის მფლობელი გახდა. მთელი ევროპა ადიდებდა რეალს და ამავე დროს მის წინაშე მუხლმოდრეკილი იდგა. ამის შემდეგ ძალიან ბევრმა გუნდმა რეალის დარად თავისი გუნდის ემბლემად თეთრი ფერი აირჩია,ამის თვალსაჩინო მაგალითია “ლიდს იუნაიტედი”. ევროპული გაზეთები წერდნენ,რომ რეალმა ახალი ფეხბურთი დააკანონა ევროპაში და რომ მისი შემოსვლა ევროპულ ფეხბურთში გავდა ვიკინგების შემოსევას.
განსაკუთრებული ფასი აქვს რეალის მიერ მოგებულ ჩემპიონთა თასს 1966 წლისა. დონ სანტიაგომ მიზნად დაისახა აეღოთ ეს თასი,მაშინ როდესაც გუნდში მხოლოდ ესპანელი ფეხბურთელები თამაშობდნენ!!! მხოლოდ საკუთარი ფეხბურთელებით თასის აღება მაშინ ძალზედ დიდ მიღწევად მიიჩნეოდა,ამის გამეორება 20 წლის შემდგომ მხოლოდ რუმინულმა სტიაუამ შეძლო,დაამარცხა რა ფინალში რეალის მოსისხლე მტერი ბარსელონა 0:0 (2:0-თერთმეტრმეტრიანებით).
მე მწამს ღმერთის, ესპანეთის და დონ სანტიაგოსი
დონ სანტიაგო მთელი გულით მუშაობდა თავის თანამდებობაზე და რეალის გულშემატკივრებს ეგონათ,რომ ასე მთელი ცხოვრება გაგრძელდებოდა. ის არამარტო დიდ პატივისცემას იმსახურებდა მეგობრებს შორის,არამედ მას პატივს სცემდნენ მტრებიც.ესპანეთში მაშინ ასეთი ფრაზაც კი არსებობდა_”მე მწამს ღმერთის, ესპანეთის და დონ სანტიაგოსი”, მაგრამ 1977 წელს დონ სანტიაგოს ჯამრთელობა საგრძნობლად გაუარესდა,მაშინ ის უკვე 82 წლის იყო. ხალხი მაშინ მიხვდა თუ როგორი პიროვნება იყო ჩვენი პრეზიდენტი და იმდენი მედლით დაასაჩუქრეს რაც მას აქამდე არც ღირსებია.
1978 წლის 18 აპრილს დონ სანტიაგო უკანასკნელად გამოცხადდა რეალის სტადიონის საპრეზიდენტო ლოჟაში. ესპანეთის მეფემ ხუან კარლოს პირველმა პირადად გადასცა მას სამეფო მედალი სპორტული დამსახურებისათვის,მაგრამ მისთვის ყველაზე ძვირფასი მაინც ის 120 ათასი აპლოდისმენტი იყო,რომელიც მის მიმართ იყო სტადინზე დაკრული გულშემატკივრების მიერ და რომელიც ათეულობით წუთი გაგრძელდა.
1978 წლის 2 ივნისს დონ სანტიაგო ბერნაბეუ გარდაიცვალა. ხალხის ნაკადი მიედინებოდა მოედნისაკენ,სადაც ის განისვენებდა. მსოფლიო ჩემპიონატი,რომელიც იმ დღეებში მიმდენარეობდა არგენტინაში, ფიფას რეზოლუციის თანახმად შეწყვეტილ იქნა სამი დღით,რომლის დროსაც მსოფლიოს ყველა სტადიონზე გამოცხადებულ იქნა გლოვა.
პანაშვიდის შემდეგ მისი კუბო გადასვენებულ იქნა მის მშობლიურ მხარეში,ალმანსიაში. მის შემდეგ ყოველ 2 ივნის,რეალის მოქმედი პრეზიდენტი ვალდებულია მივიდეს დონ სანტიაგოს საფლავზე და ამით პატივი მიაგოს რეალ მადრიდის ყველა დროის საუკეთესო პრესიდენტს.
- 3 ივლისი 2009
- 9626
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.