ანჩელოტი:,,დამსახურებულ გამარჯვებას მივაღწიეთ"

კარლო ანჩელოტიმ „ინტერთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„საკმაოდ რთული დაპირისპირება გამოდგა, სადაც მადრიდის „რეალმა“ გარდატეხის შეტანა შეძლო. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმისგან განსხვავებით მეორე ნახევარში სულ სხვა ხარისხის ფეხბურთი ვითამაშეთ და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ. „სან სიროზე“ გამარჯვება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი მოხერხდა.“

„როდრიგოს მოედანზე შესვლა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო, მეტოქის ნახევარზე ხშირად ვაწყდებოდით სიმჭიდროვეს, სწორედ აქედან გამომდინარე, ბრაზილიელის სტილის მოთამაშე გვჭირდებოდა.“

„ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშე გვყავს, რომლებიც გამოცდილ ფიგურებთან ერთად დიდებულ სინთეზს ქმნიან. პოტენციალი ძალიან დიდია, ამიტომ სწორი მუშაობა და თავდადება გვმართებს.“

„კამავინგას სახით დიდი ტალანტი დავიმატეთ, თუმცა მას მოთმინება და ბევრი მუშაობა მართებს, ფრანგის ხარისხი მართლაც თვალშისაცემია, თუმცა დაცვითი ასპექტების გასაუმჯობესებლად ბევრი მუშაობა მართებს.“

„კაზემირომ და ვალვერდე, ასევე ვინისიუსმა როგორც პირველ, ასევე მეორე ნახევარში დიდი ენერგია დახარჯეს და სწორედ ამიტომ გავიმარჯვეთ. „ინტერის“ ფეხბურთელებს მეორე 45 წუთში დაღლა შეეტყოთ, ჩვენ კი ტემპი არ დაგვიგდია.“

„აზარი არ ვათამაშე, რადგან ჩავთვალე, რომ გუნდს სხვა სტილი სჭირდებოდა.“

„დაცვაში ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ტიბოს რამდენჯერმე მაინც მოუწია სერიოზული „სეივის“ განხორციელება. ვთვლი, რომ საკმაოდ დიდი გამოწვევის მომსწრენი გავხდით, „რეალმა“ გამოცდა კარგად ჩააბარა და პირველი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.“

„როდრიგოს ბევრი წუთი არ მიუღია, მაგრამ სათანადო შთაბეჭდილება მაინც დატოვა, ბრაზილიელი ფეხბურთელის გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ.“

„ალაბას ცენტრალურ მცველად ვხედავ, ნაჩეტემ კი მარცხნივ გამოცდილების გამო ითამაშა. დიახ, მე მქონდა მიგელის არჩევანიც, მაგრამ საბოლოო ჯამში ფერნანდესზე შევჩერდი, რადგან ამ მატჩში საჭირო იყო დიდი გამოცდილება.“ dle 10.1

  • Hala
  • 16 სექტემბერი 2021
  • 4239
  • 17

1

16 სექტემბერი 2021 12:22

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
„ინტერის“ ფეხბურთელებს მეორე 45 წუთში დაღლა შეეტყოთ, ჩვენ კი ტემპი არ დაგვიგდია.“
ისე მართლა პირველი ტაიმების რეალი და მეორეების ორი სხვადასხვა გუნდია. პირველ ტაიმში თამაში გამოსასწორებელია სასწრაფოდ.

2

16 სექტემბერი 2021 12:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
აზარზე რა ხდება?

ჰაჰაჰაააა კაზეს პოსტი ახეთ ინსტაგრამზე? დდ ვიდალის ფონზე და გოლს აღნიშნავენ ფედე კაზე და ალაბა

3

16 სექტემბერი 2021 12:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
ვალვერდემ მაგრად ითამაშა ეს როდრიგოც ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთელია კაიარ ო მან გაიტანა უფრო მეტ დროს მისცემს ანჩე. კამავინგა კარგადაა უკვე შეთამაშებული გუნდ და მართალად ძალიან დიდი პერსპექტივის მქონეა და სწორ გუნდშიც მოვიდა. პირველი ტაიმი თლყველა გუნდთან სუსტი გვქონდა მეორე ტაიმი კი ძალიან კარგი ფაქტიურად ყველა თმაში მეორე ტაიმში მოვიგეთ. მარა მაინც უნდა მიხედოს პირველი ტაიმის თამაშს ანჩემ. დაცვას ცუდად არ უთამაშია მარა ბევრჯერ გადაგვარჩინა მეკარემ. მაგარი თამაში იყო მარა უფრო მეტი გოლი რო გასულიყო მთალდ გადასარევჯ იქნებოდა. იმედია მამარდაშვილი რეალთან სასტარტოში იქნება

4

16 სექტემბერი 2021 12:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
ლევანა ავტომატსავით გოლებს ყრის ეს მესი ჩაჯმული პამპერსით დადის და აიღებენ შეტენიან ოქროს ბურთს ბლიად, აა ხო მონპელიეს სამი კაცი მოატყუა და ეკუთვნის, ტიპი ჩაჯმულია

5

16 სექტემბერი 2021 12:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2588
მბაპეს ტრავმა მაინტერესებს თუ იცით რამე, გუშინ ლამის კოჭი მოტეხეს, და ისე გაიყვანეს მოედნიდან აშკარად მძიმე ტრავმა მიიღო.

6

16 სექტემბერი 2021 13:03

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ZIDANE5
ლევანა ავტომატსავით გოლებს ყრის ეს მესი ჩაჯმული პამპერსით დადის და აიღებენ შეტენიან ოქროს ბურთს ბლიად, აა ხო მონპელიეს სამი კაცი მოატყუა და ეკუთვნის, ტიპი ჩაჯმულია

მეორე მატჩს ატარებ ჯერ მგონი დრო ხო სჭირდება ადაპტაციისთვის? და ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი სხვამ? კოპა ამერიკა როჟამ ფაქტიურად მარტო დადო, ფინალამდე გოლი იყო თუ ასისტი მონაწილება ჰქონდა მიღებული აბსოლუტურად ყველაფერში, არაფერი გააკეთა ანუ??

7

16 სექტემბერი 2021 13:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
ციტატა: Ramos best
და ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი სხვამ?

ლევანდოვსკიმ, თან ძალიან მარტივად

8

16 სექტემბერი 2021 13:17

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ZIDANE5
ციტატა: Ramos best
და ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი სხვამ?

ლევანდოვსკიმ, თან ძალიან მარტივად

შარშან უნდა მოეგო მაგას, წელს რის გამო ბუნდესლიგის გამო უნდა მისცენ? მთავარი ტიტული რაც იყო ვერ დადო. მესი კიდე კოპას ბომბარდირი გახდა წელს, ფინალის გარდა ყველგან დაგლიჯა როჟამ, ფაქტიურად ფინალამდე პირადად მიიყვანა არგენტინა.

9

16 სექტემბერი 2021 13:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
ციტატა: Ramos best
ციტატა: ZIDANE5
ციტატა: Ramos best
და ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი სხვამ?

ლევანდოვსკიმ, თან ძალიან მარტივად

შარშან უნდა მოეგო მაგას, წელს რის გამო ბუნდესლიგის გამო უნდა მისცენ? მთავარი ტიტული რაც იყო ვერ დადო. მესი კიდე კოპას ბომბარდირი გახდა წელს, ფინალის გარდა ყველგან დაგლიჯა როჟამ, ფაქტიურად ფინალამდე პირადად მიიყვანა არგენტინა.

სადაც ჩაიჯვა ის დაწერე ლიგა და ლალიგა რო ახოხეს

სამხრეთ ამერიკის ფეხბურთი კიდე ევროპულთან არის ყანა

10

16 სექტემბერი 2021 13:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5254
ციტატა: ZIDANE5
ციტატა: Ramos best
და ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი სხვამ?

ლევანდოვსკიმ, თან ძალიან მარტივად

მეც მაგ აზრზე ვარ რაღა დაგიმალო და ყველა თამაში იტანს გოლს გინდ ნაკრები გინდა კლუბი მაგრამ ჯუჯამაც თუ აიღო ეგიც არ იქნება უსამართლო ლევანას არ გაუმართლა ნაკრებში ძაან სუსტია პოლონეთი მაგრამ მაინც 3 თამაში 3 გოლი გაიტანა ევროზე იმრნა დონე სეზონი ქონდა ინდივიდუალურად გინდ შარშანწინ გინდ შარშან

11

16 სექტემბერი 2021 13:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9014
ციტატა: Ramos best
ციტატა: ZIDANE5
ციტატა: Ramos best
და ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი სხვამ?

ლევანდოვსკიმ, თან ძალიან მარტივად

შარშან უნდა მოეგო მაგას, წელს რის გამო ბუნდესლიგის გამო უნდა მისცენ? მთავარი ტიტული რაც იყო ვერ დადო. მესი კიდე კოპას ბომბარდირი გახდა წელს, ფინალის გარდა ყველგან დაგლიჯა როჟამ, ფაქტიურად ფინალამდე პირადად მიიყვანა არგენტინა.

ეს კოპა ძაან სასაცილოა ჯგუფიდან გადიხარ და უკვე ნახევარფინალში ხარ ეს რანაირად არის საერთოდ საზომი

12

16 სექტემბერი 2021 14:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
ფიზიკურად არ ვიცი რამდენად გაუძლებს გუნდი ამ ტემპს.. მაგრამ სასიამოვნო საყურებელია. ინძაგი, თავისი ინტერით და იქამდე ლაციოთი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მწვრთნელია დღეს.. ფანტასტიკური ფეხბურთი ითამაშა ინტერმა და ჩვენც კარგად ვუპასუხეთ. ვინიციუსი დადინჯდა. ოქროს ბიჭუნაა. მე ვერ ვხვდები უიმედოდ როგორ უნდა ვიყოთ.. ყველა ტიტულზე მებრძოლი გუნდია ეს.. იანვარშიც იქნება ტრანსფერები.

13

16 სექტემბერი 2021 14:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
ფიზიკურად იმედია გაქაჩავენ. კროოსი აღარ ბრინდება? მოდრიჩიც და კაზეც გადაღლილებო არიან ძლივს დადიოდნენ. კამავინგა და ვალბერდე კარგია მაგრამ კროოსის სიდინჯე განაწილება და თამაშის წაყვანა მაიჯც გვაკლია. ინტერის პრესონგის დროს მოდრიჩს ძალიან უჭირდა, აი კროოსი რომ ყოფილიყო 1-2 კონტრაზე უეჭველი წამოიცვამდნენ.

ვინიპიხამ და ბენზიმ არ მიიღონ ტრამვები ნეტა, ეგენი არიან თავდასხმაში მთავარი, რომელიმე რო დაიმტვრეს შავადაა საქმე.

14

16 სექტემბერი 2021 14:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მეორე ტაიმს რო კარგად ვთამაშობთ ეგ ანჩელოტის კლასზე და თამაშის კითხვის უზადო ნიჭზე მიუთითებს.
კიდევ მოუმატებს რეალი დამიჯერეთ.

15

16 სექტემბერი 2021 14:22

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კაროჩე ნახევარფინალის თამაში და ლა ლიგის დადება ურობლემოდ შეილება, მბაპე რო გვყავდეს ლიგასაც ვიტყოდი, მარა ამ სეზონში არ გვყავს სალიგე გუნდი. რასაც ვხედავ ბავარიაა ყველწზე ძლიერი გრანდებში, ყველაზე მეტად ეგ3ნი მგონია ფავორიტები ლიგის.

16

16 სექტემბერი 2021 15:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2588
რა შუაშია წელს მესი ოქროს ბურთთან, კოპას მოგებამ გადაწყვიტა ყველაფერი??? ლა ლიგაში რა ქნა?? მესამეზე გავიდა, ლიგასე რა ქნა?? ვერც ვერაფერი, კოპა მოიგო ძლივს კარიერაში ერთხელ და თურმე მესისაა ოქროს ბურთი....მესისაა დიდი შაშაკოლა წელს. ისიც ეყოფა მეექვსე ოქროს ბურთი წეხლით რომ შეტენეს და ვან დეიკს წაართვეს ის ბურთი, რომელსაც ყველაზე მეტად ეკუთნიდაა... ყველაზე რეალური კანდიდატი ჟორჟინიოა, ლიგაც მოიგო და ევროპაც, მართალია ევროოის ფინალში პენლებში გამაზა პენალტი მაგრამ ეგ არაფერს წყვეტს, ორივე ტურნირზე ნაკრებშიც და კლუბში ორივეგან მშვენივრად გამოვიდა და დიდი წვლილიც შეიტანა გაჩემპიონობაში. მესი არა კუტა კიდე

17

16 სექტემბერი 2021 17:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
ვინი ბენზო როდრიგო
ამ ტრიონს ნახვა მინდა მაგრა მჯერა რო კარგათ ითამაშებენ როდრიგოს მეტი დრო უნდა მიეცეს ძაან ნიჭიერი ფეხბურთელია სრულიად განსხვავებული აზრივნებით არც ძალიან თავხედია(როგორც ბრაზილიელებს ჩვევიათ) და თავის თავზეც არ უშინდება თამაშის აღებას

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (314)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)