ბენზემა:,,ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვაპირებთ"

კარიმ ბენზემამ „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩემპიონთა ლიგა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია. აქ „რეალი“ ყოველთვის ფავორიტია, ამჟამადაც ვეცდებით ტურნირის მოგებას და მაქსიმალური შედეგების ჩვენებას.“

„სხვებზე არ ვფიქრობთ, მხოლოდ საკუთარი გუნდის წარმატებაზე ვართ ორიენტირებულები და გვსურს, რომ პირველ ტურში 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში. ფეხბურთი 11-11-ზეა, გამარჯვებით კი საუკეთესო იმარჯვებს.“

„ფიზიკური თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ მაქვს, ეს ყველაფერი კი ყოველდღიური სამუშაოს შედეგია. როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე ვიმყოფები.“

„ოქროს ბურთის მოგება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, მათ შორის ჩემიც, თუმცა ახლა პრიორიტეტული გუნდური ტიტულები და გამარჯვებაზე ზრუნვაა.“

„ვინისიუსს ბევრს ვესაუბრები და ვცდილობ, განვითარებაში დავეხმარო. ბრაზილიელი ძალიან ახალგაზრდაა და გუნდს დიდ დახმარებას უწევს. არსებული სისწრაფითა და ტექნიკით ჟუნიორის მარგი ქმედების კოეფიციენტი იმატებს.“

„მბაპესთან დაკავშირებით პოზიცია არ შემიცვლია, მე უკვე ვთქვი, რომ მას მადრიდში ვხედავ.“

„რონალდუსთან და გარეთ ბეილთან ერთად ეპოქ აშევქმენი, ის ოქროს წლები ისტორიაში სამუდამოდ დარჩება, ახლა ახალი ისტორია უნდა დაიწეროს.“

„თითზე ოპერაცია გავიკეთე, რის გამოც თითქმის 2 თვის განმავლობაში ვერ ვეხმარებოდი გუნდს, შემდეგ ხელახალი დაზიანება მივიღე. ახლა ნამდვილად აღარ მაქვს იმის დრო, რომ ისევ ოპერაცია გავიკეთო, სწორედ ამიტომ ყველა თამაშში სახვევი მჭირდება.“

„დაცვაში არასტაბილურმა ასპარეზობამ ბევრი გოლი გაგვაშვებინა, ამიტომ ამ მიმართულებით ბევრს ვიმუშავებთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 15 სექტემბერი 2021
  • 4220
  • 7

1

15 სექტემბერი 2021 17:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
თითზე ოპერაციას არ იკეთებს გუნდის გამო #Respect

2

15 სექტემბერი 2021 17:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2587
,,ჯერ ისედაც დიდ კრიზისში გადავარდნილ "ბარსელონას" თითქოს და პრობლემები არ აკლდა და ახლა დიდი კატასტროფის წინაშე დადგა. საქმე იმაში გახლავთ, რომ გუშინ, 14 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის 1-ელ ტურში "ბლაუგრანასა" და "ბაიერნს" შორის გამართულ შეხვედრაში "ლურჯ-ბროწეულისფერების" ორმა ვარსკვლავმა, პედრიმ და ხორდი ალბამ ტრავმა მიიღოო,,------- მოკლედ ამ ბარსაში რა ყველა ვარსკვლავიაა😍🤣🤣🤣 ჯერ იყო ბრაიტვეიტზე დაიწერა ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდაო, ეხლა ვარსკვლავები გამოაკლდნენ, რამე გამომრჩაა?? თუ როდის გახდნენ ესენი ვარსკვლავები🤣🤣🤣

3

15 სექტემბერი 2021 17:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 297
ციტატა: murtoreali777
,,ჯერ ისედაც დიდ კრიზისში გადავარდნილ "ბარსელონას" თითქოს და პრობლემები არ აკლდა და ახლა დიდი კატასტროფის წინაშე დადგა. საქმე იმაში გახლავთ, რომ გუშინ, 14 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის 1-ელ ტურში "ბლაუგრანასა" და "ბაიერნს" შორის გამართულ შეხვედრაში "ლურჯ-ბროწეულისფერების" ორმა ვარსკვლავმა, პედრიმ და ხორდი ალბამ ტრავმა მიიღოო,,------- მოკლედ ამ ბარსაში რა ყველა ვარსკვლავიაა😍🤣🤣🤣 ჯერ იყო ბრაიტვეიტზე დაიწერა ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდაო, ეხლა ვარსკვლავები გამოაკლდნენ, რამე გამომრჩაა?? თუ როდის გახდნენ ესენი ვარსკვლავები🤣🤣🤣

რაც მესი და სუარესი წავიდნენ იმის მერე🤣🤣🤣

4

15 სექტემბერი 2021 17:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 693
შენ ასე გააგრძელე ბენზ სეზონის ბოლომდე და აიხდენ მაგ ოცნებას love

5

15 სექტემბერი 2021 18:03

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბიჭები თამაშს სად ვუყურო ?

6

15 სექტემბერი 2021 18:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 693
ციტატა: Bènzema
ბიჭები თამაშს სად ვუყურო ?

სილქის არხებზე, HD1ზე ცოცხალია და HD2ზე ინტერი რეალი..მარა ცოცხალის ყურება თუ არ გინდა gooool org ზე გირჩევ რელის თამაშის ნახვას..უკეთესი კომენტატორები არიან და უფრო წინაც არის.

7

15 სექტემბერი 2021 19:09

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Itachi Uchiha
ციტატა: Bènzema
ბიჭები თამაშს სად ვუყურო ?

სილქის არხებზე, HD1ზე ცოცხალია და HD2ზე ინტერი რეალი..მარა ცოცხალის ყურება თუ არ გინდა gooool org ზე გირჩევ რელის თამაშის ნახვას..უკეთესი კომენტატორები არიან და უფრო წინაც არის.

Varchat 5 თუ იცი მანდ როა კომენტატორი ვიტალი ქვია მაგაზე რას ვღადაობ იმენა😂😂 რა ტიპია დონატებზე რო ბაზრობს სულ და მაგარ ღადაობებსაც აძრობს ხოლმე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)