რუმენინგე:„„რეალი“ რიბერიში 75 მილიონს იხდიდა“

კარლ ჰაინც რუმენინგემ მადრიდის „რეალთან“ ურთიერთობასა და ფრენკ რიბერიზე ისაუბრა...

„ფლორენტინო პერესი უდავოდ ჭკვიანი მმართველია, მან იცის, როგორ მართოს მსოფლიო დონის გრანდი. მე ვფიქრობ, რომ „ბაიერნის“ სტილი განსხვავებულია და ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია.“

„რობერტ ლევანდოვსკისთან დაკავშირებით არასდროს გვქონია სერიოზული მოლაპარაკებები, ვინაიდან პერესმა იცის, რომ პოლონელი არ იყიდება.“

„წლების წინ „რეალი“ რიბერის სანაცვლოდ 75 მილიონს იხდიდა. ეს მაშინ აბსოლუტური რეკორდი იყო, თუმცა მოთამაშე არ გავყიდეთ და დავამტკიცეთ, რომ „რეკორდმაისტერი“ სხვა ფასეულობების მიმდევარი იყო და არა გაყიდვებზე ორიენტირებული კლუბი.“ dle 10.1

  • Hala
  • 12 სექტემბერი 2021
  • 994
  • 2

1

13 სექტემბერი 2021 10:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 261
ლევან კობიაშვილი: "რაც ვნახეთ არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა, არ იკითხებოდა, რომ ასე უნდა გვეთამაშა. ეს მატჩები ჩემთვის იყო კატასტროფა, სამარცხვინო, მე ნამდვილად მრცხვენოდა. მთავარი იყო კოსოვოსთან მატჩი, ამდენი დღე გავიდა, მთელი დღეები ვფიქრობ, რა მოხდა და ვერ ვხსნი. უბრალოდ არანაირი არგუმენტი არ მუშაობს და ვერანაირად შეძლებ, რომ ამ წაგებას გამართლება მოუძებნო.

როდესაც ასე თამაშობ, ყველანაირი კრიტიკა უნდა მიიღო და თავი დახარო. კოსოვოსთან ჩემთვის ყველაფერი აბსოლუტურად გაუგებარი იყო. პირველი თამაში იყო ახალ სტადიონზე, ან სტატისტიკას არ კითხულობენ, მსოფლიოს შესარჩევში წლებია თამაში არ მოგვიგია, რაღაცის შეცვლა ხომ უნდა გინდოდეს, რაღაცის გაკეთება, პლუს ამას ეთამაშები არაღიარებულ ქვეყანას. ლოგიკურად რომ შეხედო, ერთადერთი თამაშია, რომელიც უნდა მოიგო, მაგრამ რაც მოედანზე პირველივე წუთიდან ჩანდა, აბსოლუტური კატასტროფა იყო.

დავიჯერო სულ ცუდი მწვრთნელი გვყავს? ასე არ არის, თუ ფეხბურთელებს არ გავაკრიტიკებთ, შეუძლებელი იქნება, მათაც უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა. კოსოვოს თავდამსხმელი (ვედათ მურიქი), უთამაშებელია, მაგრამ მოედანზე რამე შეატყეთ? გუნდი, რომელიც შენზე მეტს დარბის, მეტ ორთაბრძოლას იგებს, ყოველთვის მოგიგებს. 14 ნომერი ყავდათ, არ გაჩერებულა. გეფიცებით, ორჯერ დავთვალე, ხომ 11 ფეხბურთელია მოედანზე-მეთქი.

აქ ხომ საუბარი არაა მთელ სეზონზე, ერთი კონკურეტული მატჩია, რაც არ უნდა მოემზადებელი ფეხბურთელი იყო, პირველივე წუთიდან ხომ მეტყობა მინდა თუ არა თამაში? მართლა მიხარია ნებისმიერი ქართველი სპორტსმენის წარმატება, ნუთუ, შენ არ უყურებ და არ გინდა, რომ იგივე ჩვენი ოლიმპიელებივით წარმატებული იყო? შენც ხომ უნდა გინდოდეს, აეროპორტში რომ ჩამოდიხარ, ერთხელ ხალხი დაგხვდეს, ტაში დაგიკრას. გსიამოვნებს თავდახრილი სიარული?

უნდა ვისწავლოთ და მივეჩვიოთ, რომ კონკრეტული მოთამაშეები ვაკრიტიკოთ. თუ საჭიროა უნდა ვაკრიტიკოთ, ეს ცუდი კი არ არის, მისთვის ეს კარგია, მაგრამ სწორედ, მიზანმიმართულად უნდა შევეხოთ ყველაფერს. არ შეიძლება ყოველთვის მწვრთნელის შერჩეულ შემადგენლობაში ვეძებოთ პრობლემა.

არ მინდა, შევეხო კონკრეტულ ფეხბურთელებს, მაგრამ მაგალითად ხოჭოლავა, მწვრთნელი რომ ვარ და პირველ თამაშს ვუყურე, არ მომინდება მეორე მატჩში მისი დაყენება, კარგ შემადგენლობას და გამარჯვებულ შემადგენლობას რომელი მწვრთნელი შეცვლის?

გავიგე, რომ გვაკლდა ფეხბურთელები, რომლებზეც დამოკიდებული ვართ, მაგრამ ვინც მოედანზე გადის, თავისი ქვეყნის ნაკრების მაისურს ირგებს, რაღაცის დამტკიცება ხომ უნდა სურდეს? ეს არ ჩანს და ეს მტკივა".

2

13 სექტემბერი 2021 22:30

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Gvazaureli

ყველაზე უნამუსო ფეხბურთელების გროვაა!!! ან ჩაკვე რატო არ ჩამოიყვანეს? ბათუმის დინამოს ჩამშლელი გააქართველონ და ფლამარიონი აზრი არ აქვთ ამათ ყურებას მარტო კანკავა და კვარა ვერ ათრევს ამ გუნდს

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1

მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)