კარლო ანჩელოტი:„„უეფას“ გამოსვლები ჩემთვის საკვირველია“

კარლო ანჩელოტიმ „სელტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.


„„უეფა“ ძალიან დიდი ორგანიზებაა, რომელმაც ისტორიაში დიდი გარდატეხა შეიტანა. ჩემთვის გასაკვირი ამხელა ორგანიზაციის ხელმძღვანელობის გამოსვლები და კომენტარები, რომელიც ყველაზე ტიტულოვან კლუბზე კეთდება. „რეალი“ ევროსარბიელზე 13-ჯერ გახდა ჩემპიონი.“

„ძალიან გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ „უეფაში“ „რეალის“ და სხვა კლუბების ჩემპიონთა ლიგიდან გასვლაზე თუნდაც დაფიქრდნენ.“

„მარსელო კარგ მდგომარეობაშია, ბრაზილიელს პრობლემები აღარ აქვს და სათამაშოდ მზად არის. ასევე აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად იქნებიან ფერლან მენდი და ლუკა მოდრიჩი.“

„კამავინგა ხვალინდელი მატჩისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ფრანგი ახალგაზრდა ბედნიერია და დიდი ენთუზიაზმით ვარჯიშობს, რაც ძალიან მახარებს.“

„უკან არასდროს ვიხედები, ყოველთვის წინ ყურება მიყვარს. 2015 წელს საკმაოდ დიდი გამოცდილებით წავედი „რეალიდან“, მაგრამ მას შემდეგ „ბაიერნს“, „ნაპოლის“ და „ევერტონს“ ვედექი სათავეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა უფრო დიდი გამოცდილება მაქვს.“

„მბაპე დიდი ფეხბურთელია. ფაქტია, რომ ფრანგი „პსჟ“-ში დარჩა, მე მას წარმატებას ვუსურვებ და ვთვლი, რომ ამ სეზონში დიდ მიზნებს მიაღწევს.“

„ფეხბურთელები ნაკრებებიდან გვიან დაბრუნდნენ, რამდენიმე მოთამაშესთან მიმართებით პრობლემა აშკარა იყო. ხვალინდელ ტურს კოლექტივი დაღლილი ხვდება.“

„„ფიფამ“, „უეფამ“ და სხვა ორნიგაზაციებმა მაქსიმალურად კოორდინირებულად უნდა იმუშავონ სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატთან. ცხრილი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. მატჩების განრიგი გონივრული უნდა იყოს.“

„აზარი ჩვენთან ერთად არის, ის არანაირ დისკომფორტს არ განიცდის. წინახაზელი ეროვნულ ნაკრებს ეხმარებოდა.“

„მე ვეცდები, რომ „სელტას“ წინააღმდეგ საუკეთესო თერთმეტეული წარმოვადგინო და „რეალმა“ სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშოს, თუმცა მერწმუნეთ, ეს საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან ფეხბურთელებმა ნაკრებებში დიდი დატვირთვა მიიღეს, ასევე გასათვალისწინებელია ხანგრძლივი მგზავრობა და დატვირთვა.“

„მარიანო გუნდიდან წასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში დარჩა. როგორც სხვებს, ასევე დიასს შანსი მიეცემა.“

„ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდება კროოსი, მაგრამ ვიცით, რომ მის დაბრუნებას დიდი დრო აღარ დაჭირდება. გერმანელის მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესებულია. მე ვიცი, რამხელა ძალა აქვს გერმანელს, ამიტომ მოუთმენლად ველი მის მოედანზე გასვლას.“

„ნახევარდაცვაში დიდი კონკურენცია გვაქვს. ვფიქრობ, რომ შანსს ყველა იმსახურებს, თუმცა მოთმინებაც უნდა გვქონდეს. ვალვერდე ძალიან ნიჭიერია, ისკოს გამოცდილებასა და შესაძლებლობებზე საუბარი ზედმეტია. კამავინგა გუნდში ახლა მოვიდა და დიდი შემართება აქვს. მინდა რომ გუნდს ყველა მოთამაშე ძალიან გამოადგეს.“

„სანტიაგო ბერნაბეუზე გასვლა ემოციური იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ქომაგებს ფეხბურთი მოენატრათ. ჩემი ფეხბურთელები გულშემატკივართა ოვაციებით დიდ მუხტს მიიღებენ.“

„არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ბეილი სასტარტოში. ვეცდები, დაკსნივით ვარჯიშის გაანალიზების შემდეგ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე. სანაკრებო პაუზამ პრობლემები შექმნა.“

dle 10.1

  • Bernabeu
  • 11 სექტემბერი 2021
  • 3695
  • 6

1

11 სექტემბერი 2021 19:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4882
რონალდუს დუბლი პირველივე მატჩში :)))
გიჟია, ნამდვილი გიჟი:))
საოცარია, ამ ასაკშიც კი შეუდარებელია, დასწრებაზე და ბოლო ფაზაში, დღესაც ყველას იხევს :))

2

11 სექტემბერი 2021 19:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
მეფეა მეფეეე გიჟნალდო

ამ პრესკონფერენციას რაც შეეხება რაღაც არმომწონს ამის ბაზარი

3

11 სექტემბერი 2021 20:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9014
ახლა რომ ბომბარდირობა წაართვას ამ პრემიერ ლიგის ფორვარდებს მაგარი პრიკოლი იქნება 😀 ნუ დღეს რო გაიტანდა უეჭველი იყო მარა რთულ მატჩებში გაუჭირდება მანიუს. ვარანს რამაგრად ჩამოუკრია რეებს აკეთებდა. რაც შეეხება კარლოს ვერ მომინელებია ის 2 ლა ლიგა როგორ დათმო

4

11 სექტემბერი 2021 20:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5254
საფრანგეთის ლიგა 1 არის ჭ კლასის ჩემპიონატი პსჟ არ გავრისკე დღეს დასადებად 13 კაცი აკლდა და მაინც იგებს 3-0 დამედო ამის დედაც

5

11 სექტემბერი 2021 20:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
ციტატა: kontaqti
ახლა რომ ბომბარდირობა წაართვას ამ პრემიერ ლიგის ფორვარდებს მაგარი პრიკოლი იქნება 😀 ნუ დღეს რო გაიტანდა უეჭველი იყო მარა რთულ მატჩებში გაუჭირდება მანიუს. ვარანს რამაგრად ჩამოუკრია რეებს აკეთებდა. რაც შეეხება კარლოს ვერ მომინელებია ის 2 ლა ლიგა როგორ დათმო

რეალურად მანჩესტერი სუსტია ვერ გაქაჩავს, არცერთ ძლიერს არ შეხვედრია, დღესაც რონიმ მოიყვანა დუხზე თორე რავი არაა ეს გუნდი ვაი რა ვნახეო. იმენა მეფეა ტიპი მოსნტრია. ვარანს რაც შეეხება ურამოსოდ ყოველთვის ფარჩაკია

6

11 სექტემბერი 2021 21:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4882
ციტატა: ZIDANE5
ვარანს რაც შეეხება ურამოსოდ ყოველთვის ფარჩაკია

ვარანი სულ გამოსლევებულა. ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ამ თამაშშიც. რა მაგარი მცველია და ასე რამ გამოასლევა ნეტა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)