ეკონომიკური გათვლით, „რეალს“ მბაპეს ტრანსფერით 350 მილიონიანი სარგებელი ექნება

დიახ, კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ კოლოსალური ექნება. დიახ, ლოტინი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება და უდიდესი პრივილეგიებით ისარგებლებს, მაგრამ ფეხბურთელის მადრიდში გადასვლა, კლუბის ბიუჯეტს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს...


ყველა ეკონიმიკური გათვლით, მბაპეს ტრანსფერი სუფთა მოგების სახით მადრიდის „რეალს“ 6 წლის განმავლობაში, 350 მილიონ ევროს მოუტანს.

რა იგულისხმება სუფთა მოგებაში? ეს იქნება თანხა, რომელშიც არ შევა კილიანის ხელფასი და სხვა ბენეფიტები.

მადრიდელი ექსპერტები თვლიან, რომ „ბლანკოსში“ ტრანსფერის პირველ წელს მხოლოდ გაყიდული მაისურები და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობა, რომელიც მბაპესთან იქნება დაკავშირებული, მინიმუმ 150 მილიონი ევროს მომტანი იქნება, შემოსავლები კი ყოველწლიურად ეტაპობრივად შემცირდება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელიც 6 წელიწადს გულისხმობს, მინიმუმ 350 მილიონ ევროს მიაღწევს.

მადრიდში თვლიან, რომ კილიანის მაისურები მოხსნის ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდუს მაისურების გაყიდვის ყველა რეკორდს.

ექსპერტები იხსენებენ 2009 წელს, როდესაც მადრიდის „რეალმა“ მანჩესტერ „იუნაიტედს“ კრიშტიანოს სანაცვლოდ 100 მილიონ ევრომდე გადაუხადა, თუმცა ტრანსფერიდან 7 თვის თავზე, კლუბში პირდაპირ თქვეს, რომ რონალდუში გადახდილი თანხა უკვე „ამოღებულია“. dle 10.1

  • Hala
  • 11 სექტემბერი 2021
  • 1019
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)