"ინტერი" მაიკონში €30 მილიონს მოითხოვს

"ინტერის" ბოსებმა ბევრი ფიქრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება. ისინი მაიკონს "რეალს" მხოლოდ იმ შემთხვევაში მიყიდიან თუ ფლორენტინო პერესი €30 მილიონს გადაიხდის.


La Gazzetta dello Sport იტყობინება რომ ეს იქნება "ბლანკოსისთვის" ბოლო შანსი მაიკონის შესაძენად.

მადრიდის "რეალს" არ სურს ბრაზილიელ მარჯვენა მცველში €25 მილიონზე მეტის გადახდა, მაგრამ "ინტერი" ამ თანხით არ კმაყოფილდება.

მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ იგი მაიკონს არ გაყიდის სანამ შემოთავაზება €30 მილიონამდე არ გაიზრდება.

"ინტერის" ტექნიკური დირექტორი ბრანკა გაესაუბრება რაფაელ ბენიტესს და ისინი ერთად გადაწყვიტავენ მაიკონი დარჩება თუ წავა. სავარაუდოდ თუ თანხა არ გაიზარდა ბრაზილიელი თავის კარიერას იტალიურ კლუბში გააგრძელებს.

აქვე მოგახსენებთ რომ გამორიცხულია არგენტინელი ფორვარდის დიეგო მილიტოს "რეალში" გადმოსვლა, რადგან მან ინტერთან კონტრაქტი 2014 წლამდე გაახანგრძლივა.

ინფორმაციის წყარო: Goal.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)