მადრიდელებმა სანაკრებო მატჩები წარმატებით ჩაატარეს

მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა სანაკრებო შეხვედრები, სადაც რამდენიმე ,,ბლანკოსის” ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, სასიხარულოდ ყველა მადრიდელის ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებას მიაღწია, ყოველშემთხვევაში არცერთს არ წაუგია...


ესტონეთი 0-1 ბრაზილია

ბრაზილიის ნაკრებმა, რომელშიც კაკა გამოდის, ესტონელებს სძლია ტალინში ანგარიშით 0-1, გოლი გაიტანა ლუიშ ფაბიანომ, რიკარო კი 58-ე წუთზე ჟულიო ბაპტიშტამ შეცვალა.

ფარერები 0-1 საფრანგეთი

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების ეგიდით ფარერების დამარცხება შეძლეს, ეს ერთადერთი გოლი გიგნაკის ანგარიშზეა, მატჩში 90 წუთი ითამაშა ლასანა დიარამ.

ლიხტენშტეინი 0-3 პორტუგალია

უგო ალმეიდას დუბლით და რაულ მეირლეშის ერთი გოლის წყალობით, პორტუგალიის ნაკრებმა იოლად დაამარცხა ლიხტენშტეინელები, პეპემ სრული 90 წუთი დაჰყო ნახევარდაცვაში.

ჰოლანდია 2-2 ინგლისი

არიენ რობენის, უესლი სნეიდერისა და რაფაელ ვან დერ ვაარტის ჰოლანდიის ნაკრებმა, მეტად დრამატულ მატჩში ვერ მიაღწიეს გამარჯვებას ინგლისელებთან. დირკ კუიტისა და ვან დერ ვაარტის გოლის წყალობით ჰოლანდიელები 2-0 იგებდნენ მაგრამ ჯერმენ დეფომ დუბლის შესრულება შეძლო და ინგლისელები გადაარჩინა. რაც შეეხება უესლი სნეიდერს, მას ამ თამაშში მონაწიელობა არ მიუღია.

მაკედონია 2-3 ესპანეთი

ევროპის ჩემპიონებს მაკედონიელთა დამარცხება გაუჭირდათ, ესპანელებს პირველი გოლი პანდევმა გაუტანა, მაგრამ დელ ბოსკეს გუნდი მალევე მოვიდა გონს და დაიწყო საკუთარი ფეხბურთის თამაში. გოლების გატანა ხერარდ პიკემ, ალბერტ რიერამ და ფერნანდო ტორესმა მოახერხეს. ძირითად შემადგენლობაში იყო ორი მადრიდელი, ხაბი ალონსო და ალვარო არბელოამ, რაც შეეხებათ რაულ ალბიოლს და იკერ კასილასს, მათ საერთოდ არ მიცემიათ თამაშის საშუალება. dle 10.1

  • Hala
  • 13 აგვისტო 2009
  • 1955
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)