მიჩელი:კაკა ზიდანის მემკვიდრეა.

ხეტაფეს მთავარმა მწვრთნელმა და ამ დროს მადრიდის რეალის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა,მიჩელმა გამოთქვა თავისი აზრი კაკაზე.


მისი აზრით ამ სეზონში მადრიდის რეალი უდიდესი ძალა იქნება და ამ ძალას სწორედ კაკა გაუძღვება,როგორც ადრე ზინედინ ზიდანი გაუძღვა.
"ჩემი აზრით კაკაზე ჭკვიანი ფეხბურთელი დღეს არავინ არის.ის არამარტო გოლებს იტანს არამედ გუნდისთვის საოცრად სასარგებლო ფეხბურთელია.ის არ ფიქრობს მხოლოდ თავის თავზე,არამედ მისთვის მთავარი გუნდის წარმატებაა.მას შესანიშნავი მოედნის ხედვა აქვს და ამის წყალობით კარგ პასებს იძლევა.ამასთანავე ნახევარმცველისთვის ბევრ გოლებსაც იტანს.

ძალიან გამიხარდა როცა კაკა რეალში გადმოვიდა,რადგან მან გადალახა "სერია ა"-ს დონე და მილანში ვეღარ განვითარდებოდა.ეხლა კი რიკარდოს ახალი მოტივაცია აქვს და დარწმუნებული ვარ რომ მადრიდის რეალს ახალ წარმატებებისკენ სწორედ ის წაიყვანს,ისე როგორც 2007-წელს მილანი წაიყვანა და ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა.თამამად შემიძლია ვთქვა,რომ კაკა ზიდანის მემკვიდრეა"-დაასრულა მიჩელმა

შეგახსენებთ,რომ მიჩელი რეალის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა,რადგან მან სამეფო კლუბში 15-წელი გაატარა.ასევე ის კასტილიის მწვრთნელიც იყო.ეხლა კი ის ხეტაფეს მთავარი მწვრთნელია.

წყარო:marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)