კარვახალი:„კარიერის დასრულება „რეალში“ მსურს“

დანიელ კარვახალმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა.


„მთელი ცხოვრება მადრიდის „რეალს“ მივუძღვენი და მიხარია, რომ მოვლენები ასე განვითარდება. მე და ჩემს ოჯახს თავი „ბლანკოსის“ გარეშე ვერ წარმოგვიდგენია. ეს არის მაგიური მაიუსური, რომლის ჩაცმის მოთხოვნილებაც სულ მაქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე აქ ვიქნები, შემდეგ კი კიდევ გავახანგრძლივებ და კარიერას „მერენგების“ რიგებში დავასრულებ. ეს ჩემი დიდი ოცნებაა, რომელიც აუცილებლად უნდა ახდეს. ბევრი ოცნება ავიხდინე და ამაში სწორედ „ბლანკოს“ დამეხმარა. აქ ყოფნა ყოველდღიური მოტივაცია და წინსვლისკენ სწრაფვაა.“

„პატარა ბიჭი ვიყავი, რომელსაც სამეფო კლუბში თამაში ოცნებად ჰქონდა ქცეული. ბევრი ასაკობრივი კოლექტივი გამოვიარე და საბოლოო ჯამში სასურველ მიზანს მივაღწიე. ეს იყო ბედნიერი ფაზები, რომელმაც საბოლოო ჯამში მთავარ გუნამდე მიმიყვანა. მახსოვს ის მომენტები, როდესაც ფუნდამენტი ჩავუყარეთ გენიალურ პროექტს, მაშინ ბავშვი ვიყავი და მაქსიმალურად ვიხარჯებოდი. დიდი მადლობა „რეალის“ ხელმძღვანელობას, რომ დამინახა და უდიდესი შანსი მომცა.“

„შრომა, თავგანწირვა და „რეალის“ ღირებულებების გათავისება სამეფო კლუბის მთავარ გუნდში მოხვედრის საწინდარია. აქ ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო და მოტივირებული იყო. ვარჯიშებზე ყოველთვის ისე უნდა გახვიდე, თითქოს ეს ბოლო სესიაა. ამ შემთხვევაში „რეალში“ მრავალი წლის გატარებას შეძლებ.“

„ბევრი კარგი მომენტი მახსოვს, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემს მადრიდულ კარიერას საუკეთესო წუთები „ლა დესიმას“ მოგება იყო. ეს გახლდათ ნანატრი ოცნება, რომელიც „ბლანკოსის“ ყველა ფეხბურთელმა აიხდინა. ვინც იმ მატჩში მონაწილეობას იღებდა, ყველა დამეთანხმება, რომ ადგილი ჰქონდა ემოციების საოცარ მოზღვავებას.“

„დიახ, გარკვეული რიტუალები მაქვს. მოედანზე ყოველთვის მარჯვენა ფეხით შევდივარ, მანამდე კი გამარჯვებისთვის ვლოცულობ. წინდებს ყოველთვის პირველი ვიცვამ. ეს ყველაფერი უკვე ავტომატიზირებულია.“

„ანჩელოტი ყოველმხრივ საუკეთესო მწვრთნელია. როდესაც გერმანიიდან დავბრუნდი, სწორედ კარლომ მომცა შანსი და ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. მას შემდეგ დიდი პროგრესი ვაჩვენე და გამოცდილი ფეხბურთელი გავხდი.“

„ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ოჯახია. ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ ოჯახის წევრების გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. სწორედ ოჯახის დამსახურებაა ის, რომ მინიმუმ 33 წლამდე „ბლანკოსის“ ღირსების დამცველი ვიქნები.“

„ის, რაც მადრიდის „რეალმა“ მომცა, მხოლოდ მადლიერების გრძნობას მიჩენს. მხოლოდ მადლობის თქმა მინდა. „ბლანკოსმა“ მაქცია ადამიანად და ფეხბურთელად.“ dle 10.1

  • Ramos
  • 30 ივლისი 2021
  • 683
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)