რონალდო

რონალდო 1976 წლის 22 სექტემბერს ბრაზილიაში,რიო დე ჟანეიროს მახლობლად,ბენტო რიბეიროში დაიბადა.სახელი რონალდო ექიმ რონალდო ვალენტეს პატივსაცემად დაარქვეს.რონალდოს სრული სახელია ლუის ნაზარიო დე ლიმა.მისი და–იონე და ძმა–ნელინიო კი მას „დადადოს“ ეძახიან.


რონალდო 1976 წლის 22 სექტემბერს ბრაზილიაში,რიო დე ჟანეიროს მახლობლად,ბენტო რიბეიროში დაიბადა.სახელი რონალდო ექიმ რონალდო ვალენტეს პატივსაცემად დაარქვეს.რონალდოს სრული სახელია ლუის ნაზარიო დე ლიმა.მისი და–იონე და ძმა–ნელინიო კი მას „დადადოს“ ეძახიან.
ბევრი ვარსკვლავის მსგავსად,რონალდოც ღარიბ–ღატაკ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა.მამამისი
ნელიო ნაზარიო დე ლიმა იმხანად სატელეფონო კომპანია „ტელირში“ მუშაობდა,დედა სონი დოს
სანტოს ბარატა კი პიცერიაში დამლაგებელი იყო.
ოთხი წლის ასაკში რონალდომ მამისგან სანუკვარი საჩუქარი – ტყავის ბურთი მიიღო და მას
შემდეგ ის ბურთის გარეშე აღარავის უნახავს.ბიჭუნას მოზრდილები ახლოს არ იკარებდნენ და მას
ისღა დარჩენოდა,თავის საყვარელ ტყავის
ბურთთან განმარტოვებულიყო… რონალდოს
სკოლა არასოდეს იზიდავდა,მას ქუჩაში ყოფნა ერჩივნა.გავიდა დრო,რონალდო ყოველდღიურად საოცარი მონდომებთ ვარჯიშობდა–პასებს,დარტყმებს ამუშავებდა;თავს არ ზოგავდა.მისგან რაკეტასავით სწრაფი,ნებისმიერი ეზოს გუნდისთვის სასურველი ფეხბურთელი დადგა.
1988 წელს რონალდომ თავის პირველ გუნდში „ვალკუერეში“ დაიწყო თამაში.რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვეოთ,ის მეკარე იყო.თუმცა,მეკარის ხელთათმანებზე მეტად მას თავდასხმაში თამაში იზიდავდა და რადგან გოლების გატანის შნოც აღმოაჩნდა,მწვრთვნელებმა კარი სხვას ჩააბარეს.მალე რონალდოს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა.ეს „ვასკო და გამასთან“ მატჩში მოხდა.„ვალკუერემ“ მეტოქე რონალდოს გოლების წყალობით დაამარცხა.ეს ამბავი გუნდ „სოციალ რამოსის“ ხელმძღვანელს არ გამოპარვია,რომელმაც ფეხბურთელის დედის წინააღმდეგობის მიუხედავად,მისი გადაბირება მოახერხა.
პირველმა დიდმა წარმატებამაც არ დააყოვნა.რონალდო ქვეყნის 17–შლამდე ასაკის ბავშვთა ნაკრებში მოხვდა და კოლუმბიაში გამართულ სამხრეთ ამერიკის ჭაბუკ ნაკრებთა ჩემპიონატის საუკეთესლ ფეხბურთელი გახდა.საერთაშორისო არენაზე ასეთი შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ ფეხბურთელი მისმა მფლობელებმა – პიტამ და მარტინსმა,რომლებსაც იგი 7 500 დოლარად ჰყავდათ ნაყიდი, „კრუზერიოს“ 50 000 დოლარად მიჰყიდეს.
რონალდოს ამხანაგები დღეს იხსენებენ,თუ რა უცნაური და მარიფათიანი იყო იგი იმ პერიოდში.პარტნიორებს ჰამბურგერებს პარავდა,მწვრთვნელს კი ახალ ბუცებსა თუ ბოტასებს.ყველას თავს აცოდებდა,ჟურნალისტებს ათასგვარი ხრიკებით აგიჟებდა… თურმე,ერთხელ,რონალდო რესტორანში შევიდა და შესჩივლა,ფეხბურთელი ვარ,არაფერი მაბადია,დანა–ჩანგალიც კი არ მაქვსო.ერთი სიტყვით, ცოტა ხანში რესტორნის მომსახურე პერსონალი ცრემლებს აღვარღვარებდა.ბოლოს,როცა რონალდო წუწუნსა და თავში ხელის ცემას მორჩა,რესტორნის მენეჯერმა მთელი სერვიზი–თეფშები,ჩანგლები და ჭიქები უფეშქაშა.
ჰოლანდიურ „პსვ–ში“გადასვლა რონალდოს კარიერაში უდავოდ დიდი ნახტომი იყო.„პსვ–ს“ მენეჯერს, არნესენს,ხოტბა შეასხეს,ყოჩაღ თქვენ, ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი რომ აღმოაჩინეთო.ამაზე არნესენმა განაცხადა, რონალდოს შეძენას ტყუილად მილოცავთ,ასეთ ნიჭიერ ფორვარდს ბებიაჩემიც კი დაინახავდაო.რონალდო კომპანია „ნაიკმაც“ შენიშნა და სპონსორად მოევლინა,არადა,მანამდე სულ რაღაც ერთი წლის წინ ბრაზილიელს „ნაიკის“ბუცების შესაძენი ფულიც კი არ ჰქონდა.
1996 წელს რონალდო ამერიკაში,ატლანტის ოლიმპიადაზე გაემგზავრა.ბრაზილიის ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა,რონალდო კი გუნდის რიგებში ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა.შედეგად,ფეხბურთელის შეძენით კატალონიური „ბარსელონა“ დაინტერესდა და რონალდო 20 მილიონ დოლარად კატალონიაში გაემგზავრა.
„ბარსასთან“ რონიმ მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა,პარალელურად „ნაიკმაც“ სასწრაფოდ მიიღო ზომები.ბრაზილიელის სპონსორობას ხომ უკვე ბევრი ცნობილი ფირმა ნატრობდა.იმ პერიოდიდან მსოფლიოში „რონალდომანია“ დაიწყო.
„ბარსას“ შემადგნლობაში რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.ამ წარმატებას იგი მშვიდად შეხვდა.
ბარსელონაში ცხოვრება რონალდოს ძალიან მოსწონდა და სურდა,რომ იქდიდხანს დარჩენილიყო,თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასთან პრობლემები შეექმნა.ამას დაერთო მილანიდან საოცრად მიმზიდველი წინადადება და რონალდოს გულმა იტალიისკენ გაუწია.ბარსელონაში ახლაც დარწმუნებულები არიან,რომ რონალდო მათი კლუბის ერთგული არასდროს ყოფილა და თავის ინტერვიუებში ზღაპრებს ჰყვებოდა.„ბარსას“ ფანებს სჯერათ,რომ „ინტერის“ შემოთავაზებული წინადადება ბრაზილიელს კარგა ხნის აწონილ–დაწონილი ჰქონდა და თვალთმაქცობდა,აქაოდა,არსად წამსვლელი არ ვარო.ერთი სიტყვით,რონიმ არჩევანი იტალიელთა სასარგებლოდ გააკეთა და თავის კარიერაში კატალონიური გვერდი გადაფურცლა.
„ინტერმა“, მილანმა და იტალიამ რონალდო პირველივე დღიდან შეიყვარა.სერია ა–ში შესრულებული მეორე ჰეთ–თრიკის შემდეგ,ფანებმა რონალდოს „ფენომენი“ შეარქვეს.პირველ „ინტერულ“ სეზონში მან უამრავი ჯილდო მოიპოვა:„ოქროს ბუცი“, „ოქროს ბურთი“ და „ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის“ ტიტული.
მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე რონალდო ბრაზილიის ნაკრების მთავარი იმედი იყო.
საფრანგეთში რონიმ თავისი ახლობელ–ნათესთვების მთელი არმია ჩაიყვანა და ბილეთებზე თუ სასტუმროს ნომრებზე 50 ათასი დოლარი დახარჯა.თავისი გერლფრენდი,მოდელი სუზანა ვერნერი მდიდრულ სახლში მიაბრძანა და როგორც მოსალოდნელი იყო,ჭორების ქარბორბალაც აგორდა.ჟურნალისტებმა უმალ გამოთვალეს,რომ სუზანა რონალდოსთვის რიგით მე–200 ქალი იყო.რამდენიმე დღეში არგენტინულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია,სუზანას ბრაზილიელი ჟურნალისტი პედრო ბიალი ჰყვარობსო.ცხადია,ამ ყველაფერმა რონალდოზე ნეგატიური გავლენა იქონია.იგი ბიალის პირისპირ შეხვდა და კაცურად დაელაპარაკა,რის შემდეგაც გაირკვა,რომ ყველაფერი ჭორი იყო.რონალდოს ნერვები ისედაც მაქსიმალურ ზღვარზე ჰქონდა და რათქმაუნდა ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა ის ძალიან დააზარალა.ამას ისიც დაერთო,რომ სუზანას ხელში ჩაუვარდა ფოტო,სადაც რუსი ჩოგბურთელი ანა კურნიროვა რონალდოს კოცნიდა.ერთი სიტყვით,სუზანამ „კიჭას“ სათქმელი პირში მიახალა და დაშორდა.
საფრანგეთის ნაკრებთან ფინალური მატჩის დაწყებამდე ბრაზილიელთა თავკაცმა მარიო ზაგალომ
გადაწყვიტა,მოედანზე რონალდოს ნაცვლად ედმუნდო გაყვანა.ფორვარდი მწვრთვნელს გუნდის ექიმთან ერთად გამოეცხადა და უთხრა,თამაში შემიძლიაო…
იმ დილით ის თავს შეუძლოდ გრძნობდა.რობერტო კარლოსი,რომელიც ოთახში რონალდოსთან ერთად ცხოვრობდა,იხსენებს რომ „კიჭას“ ეპილეფსიისთვის დამახასიათებელი შეტევა ჰქონდა,რის გამოც სასწრაფოდ ექიმს უხმო,თუმცა გამოკვლევამ ეპილეფსია გამორიცხა.უბრალოდ რონალდო შეუძლოდ იყო,ალბათ ნერვიულობის გამო.ექიმს უთქვამს,თუ ითამაშებს,მის ჯანმრთელობას ეს არანაირ საფრთხეს არ შეუქმნისო.რონალდომ ითამაშა,მაგრამ ფრანგების წინააღმდეგ ვერაფერს გახდა და ბრაზილიამ წააგო.
„ინტერში“ მომავალი სეზონი რონიმ ფაქტობრივად „ცალ ფეხზე“ ჩაითამაშა,თუმცა „ინტერისგან“ განსხვავებით მის პირად „მონაპოვარს“ ცუდი არ ეთქმოდა.მან ბრაზილიეელთა 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 1998 წელს ზიდანის შემდეგ საუკეთესოდ აღიარეს.როგორც მანამდე,ახლაც ყველა ცნობილი სახე ცდილობს რონალდოს გვერდით გაიელვოს ,სურათებში გამოჩნდეს.მათ შორის არიან მადონა,ტიმ დანკანი,ვალენტინო როსი,რუბენს ბარიკელო და კიდევ სხვები.
ისტორია სუზანა ვერნერთან დაკავშირებით ,მან უკვე დაივიწყა.ის მეუღლესთან მილენა დომინგესთან თავს ბედნიერად გრძნობდა,მაგრამ მილენამ ქმარს „ინტერის“ ჰოლანდიელ ლეგიონერთან კლარენს ზეედორფთან უღალატა და ოჯახური იდილიაც დაირღვა.
ამასობაში „ინტერის“ ახალ მწვრთვნელად მარჩელო ლიპი დანიშნეს.მისი პირველივე განცხადება სენსაციური იყო:„მე რონალდო არ მჭირდება“,–განაცხადა მან და რონალდო სათადარიგოთა სკამზე დასვა.
კორეა–იაპონიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი,რომელიც მეტად სკანდალური გამოდგა,ბრაზილიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა.რონალდომ თავისი შესანიშნავი თამაშის წყალობით ყველა განაცვიფრა და 8 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
„მსოფლიო–2002“–ის შემდეგ რონალდო „რეალში გადავიდა.„სამეფო კლუბმა“ მისი შეძენა 50 მილიონად შეძლო.„რეალში“ რონალდომ შესანიშნავად ჩაატარა 4 სეზონი. „მსოფლიო–2006“–ზე მან კიდევ ერთხელ გაიბრწყინა,3 გოლი გაიტანა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „რეალში“ არცთუ წარმატებით თამაშობდა,ამიტომ 2007 წლის თებერვალში 7,5 მილიონის სანაცვლოდ „მილანში“ გადავიდა და გოლების გატანაც დაიწყო.2007-08 წლების სეზონი რონალდოსთვის წარუმატებელი გამოდგა,2007 წლის ივლისში მიღებული ტრავმის გამო მან მთელი პირველი წრე გამოტოვა და მხოლოდ უკანასკნელ თამაშებში მიიღო მონაწილეობა,მეორე წრის დასაწყისს რონალდო კარგ ფიზილურ ფორმაში შეხვდა და პირველ თამაშში 2 გოლიც გაიტანა,მაგრამ 2008 წლის თებერვალში მან უმძიმესი ტრავმა მიიღო,მას მარცხენა მუხლზე ჯვარედინი მყესები დაუწყდა.სასწრაფო ოპერაცია ფენომენს პარიზში გაუკეთეს.როგორც რონალდომ განაცხადა იგი ფეხბურთს აუცილებლად დაუბრუნდებოდა.

დღეს ფენომენო სამუდამოდ შემორჩა საფეხბურთო ისტორიას და თითოეული მადრიდისტა და არამადრიდისტა ამაყობს მისით. dle 10.1

  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 12579
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (319)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)