მეტცელდერის პრესკონფერენცია

ჩვენს გუნდში ყოველთვის იქნება გუნდური სულისკვეთება რაც არ უნდა მოხდეს...


კრისტოფ მეტცელდერმა ჩაატარა პირველი პრესკონფერენცია ჩრდილოეთ ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ.

თქვენ არ გივარჯიშიათ გუნდთან ერთად, თავს როგორ გრძნობთ?
პატარა პრობლემა მქონდა კუნთებზე, ამიტომ ვვარჯიშობდი ცალკე, არაფერია სერიოზული.

როდესაც გუნდს ხუანდე რამოსი წვრთნიდა, შენ იშვიათად ხვდებოდი ძირითად შემადგენლობაში, მანუელ პელეგრინს კი თქვენი ეიმედება..
ჯერ კიდევ ადრეა რამეზე საუბარი, გუნდი წინასასეზონო მომზადებას გადის, ყველა ვალდებულია ბოლომდე დაიხარჯოს, მე კმაყოფილი ვარ ჩემს გარშემო შექმნილი სიტუაციით.

დღეს შენ სატრენაჟორო დარბაზში რონალდოსთან ერთად ვარჯიშობდი, მისი ტრავმა სერიოზულია?
მე ექიმი არ ვარ, მაგრამ კრისტიანო კარგად გამოიყურებოდა, მას უბრალოდ გრიპი აქვს. მე ვფიქრობ ის დღესვე დაუბრუნდება ძირითად გუნდს.

რას ფიქრობ ჩრდილო ამერიკულ ტურნეზე?
ეს იყო ძალიან რთული ტურნე, მაგრამ ამად ღირდა. ჩვენ დავიწყეთ გაცილებით უკეთ თამაში, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტურნე დაგვეხმარა პროგრესირებაში.

არის თუ არა სამივე ტურნირის მოგება თქვენი გუნდის სამიზნე?
ეს კლუბი ყოველთვის ვალდებულია გაიმარჯვოს. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან რთული იქნება, ევროპაში ბევრი კარგი გუნდია. მაგრამ თუ გაცილებით უკეთ ვითამაშებთ დიდი შანსი გვექნება.

პელეგრინის მეთოდები განსხვავდება შუსტერის და რამოსის მეთოდებისგან?
ყველა მწვრთნელს თავისი საკუთარი სტილი გააჩნია. მან უკვე მოასწრო კარგად მუშაობა ჩვენთან. ორჯერადი და სამჯერადი ვარჯიშები ჩვენ ძალიან წაგვადგა. ეხლა მთავარია სეზონის დაწყებამდე კარგად მოვემზადოთ.

ღირს ახალი ფეხბურთელები ამხელა თანხად?
დღევანდელი ფეხბურთი ბიზნესიცაა, ფეხბურთელები რომლებშიც ამხელა თანხას იხდიან, ცდილობენ ხელმძღვანელობას თავისი თამაშით დაუმტკიცონ, მათი ნაბიჯის სისწორე.

დღევანდელი შემადგენლობა საუკეთესოა თქვენს მადრიდში ყოფნის განმავლობაში?
ჩვენი გუნდი ძალიან ძლიერია. არაერთი გუნდი ოცნებობს თავის გუნდში იხილოს ისეთი ფეხბურთელები როგორიც კაკა და რონალდოა. მათთან ერთად ვთამაშობ და მე ვამაყობ ამით.

რომელი გუნდი უფრო ძლიერად გეჩვენებათ? “ბარსელონა” რომელმაც სამი ტიტულის მოგება შეძლო ერთ წელს თუ გაძლიერებული “რეალი”?
ეს ორი კლუბი მუდამ ერთმანეთის კონკურენტია, სიტუაცია არც ეხლა შეცვლილა. ჩვენს გუნდში ყოველთვის იქნება გუნდური სულისკვეთება რაც არ უნდა მოხდეს.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • Gio
  • 12 აგვისტო 2009
  • 1012
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 12
2 ბენზემა 11
3 სუარესი 8
4 ლორენი 8

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 5 4 1 0 13
2 რეალი 5 2 2 1 8
3 ბრიუგე 5 0 3 2 3
4 გალათასარაი 5 0 2 3 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2019 (114)
ნოემბერი 2019 (406)
ოქტომბერი 2019 (366)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)