მადრიდისტები მუნდიალზე

უკვე მეთორმეტე დღეა, რაც მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო და როგორც ვიცით მასში მადრიდის რეალის 10 ფეხბურთელი მონაწილეობს, უკვე ყოველ მადგანს ჰქონდა შანსი წარსდგენილიყვნენ გულშემატკივრების წინაშე და გაემართლებინათ მწვრთნელისა და ფანების ნდობა, რასაც მადრიდისტებმა თავი შესანიშნავად გაართვეს.


ბრაზილია

კაკა ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, მან 166 წუთში 76 ზუსტი პასი გააკეთა, აგრეთვე ის არის მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერი საგოლე გადაცემებში, მისი პასების მეშვეობით გუნდმა წარმატებას მიაღწია ჯერ ჩრდ. კორეასთან (2:1), ხოლო შემდეგ კოდ დ'იუარის ნაკრებთან (3:1). რიკიმ ბოლო მატჩში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გამოტოვებს შეხვედრას პორტუგალიასთან, ამ ფაქტმა დუნგას დიდი თავსატეხი შეუქმნა.

არგენტინა

გონსალო იგუაინი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენაა, მან კრიტიკოსებს პასუხი მუნდიალზე გატანილი ჰეთ-ტრიკიტ გასცა. პიპიტამ მოედნზე 161 წუთი გაატარა, გააკეთა 32 პასი და "შეაგდო" სამი გოლი. სავარაუდოდ პიპიტა 1/8 ფინალის მატჩს მექსიკის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

პორტუგალია

პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში ბრწყინავს კრიშტიანუ რონალდო, მან ითამაშა ორივე მატჩი თავიდან ბოლომდე და გააკეთა 60 ზუსტი პასი, ერთი საგოლე გადაცემა და გაიტანა ერთი გოლი. ის აუცილებლად უკაპიტნებს თავის ეროვნულ ნაკრებს ბრაზილიასთან გასამართ ბოლო მტჩში, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ პეპეს არ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება, თუმცა ეს ყველაფერი მის ტრავმას უნდა დავაბრალოთ, მან ახლახანს აღიდგინა ფორმა და დიდი ხნის უთამაშებელია, ამიტომ მწვრთნელი უპირატესობას დაცვის ცენტრში ბრუნო ალვეშისა და კარვალიოს დუეტს ანიჭებს, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატში კიდევ არის დარჩენილი მატჩები და სავარაუდოდ პეპეს მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.

ჰოლანდია

ვან დერ ვაარტი შესანიშნავად გამოიყურება ეროვნულ ნაკრებში და ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს, 130 წუთის განმავლობაში მან 44 ზუსტი პასი გააკეთა, ჰოლანდიელი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და სავარაუდოდ რაფა კამერუნის წინააღმდეგ მატჩს კვლავ ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

ესპანეთი

ესპანეთის ნაკრებში სამმა მადრიდისტამ ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ხაბი ალონსომ 180 წუთი დაჰყო მოედანზე და გააკეთა 144 ზუსტი პასი, იგი მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა. ბასკი ფურია ხორას ერთ-ერთი ლიდერია. სერხიო რამოსი კი ესპანელების დაცვის ერთ-ერთი ლიდერია და 167 წუთში 103 ზუსტი გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება არბელოას მან მოედანზე მხოლოდ 13 წუთი დაჰყო და 8 ზუსტი პასი გააკეთა, ჯერ შანსი არ მისცემია რაულ ალბიოლს. ესპანელები მომდევნო შეხვედრას ჩილეს წინააღმდეგ ხვალ გამართავენ. dle 10.1

  • SunSay
  • 24 ივნისი 2010
  • 1669
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)