ვირჯილ ვან დაიკი „რეალში“ სერხიო რამოსს შეცვლის?

ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ სერიოზულ გააქტიურებას და „ლივერპულთან“ მოლაპარაკებების გამართავს გეგმავს...


სერხიო რამოსის ალტერნატივად სამეფო კლუბში პაუ ტორესი და ჯულს კუნდე განიხილება. ასპარეზზე „მკრთალად“ მოსჩანს მატის დე ლიხტიც, თუმცა იტალიური „იუვენტუსი“ ჰოლანდიელის გაშვებას არ აპირებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფლორენტინო პერესი მერსისაიდულ „ლივერპულს“ 65 მილიონიანი წინადადებით მიმართავს და ვირჯილთან 5 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას შეეცდება.

მადრიდში თვლიან, რომ კუნდეში ან ტორესში ანალოგიური თანხის გადახდას, ლივერპულელის დამატება სჯობს, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა საკუთარი კლასი.

ვან დაიკმა გასული სეზონი მთლიანად გამოტოვა, ვინაიდან უმძიმესი ტრავმა მიიღო და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუხდა.

იმ ფონზე, რომ ვირჯილის გარეშე იურგენ კლოპის გუნდს უმძიმესი პრობლემები ჰქონდა, რაც მთელ სეზონზე აისახა, მოლაპარაკებები რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელია. dle 10.1

  • Hala
  • 21 ივნისი 2021
  • 2704
  • 2

1

22 ივნისი 2021 00:33

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ან ვირჯილა ან ჰუმელსი გვინდა უეჭველი თორე მარტო ვარანი ვერაფერს გახდება, ნაჩო მილიტაო ვერაფერს გააკეტებენ ზამენის სასტავია

2

22 ივნისი 2021 13:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1898
ვარანი მიდის სხვა კლუბში,რადგან ხედავს რომ არ აფასებენ რეალში კარგ ფეხბურთელებს.ვან დეიკი ძალიან კარგი მცველია,მაგრამ მეეჭვება გადმოვიდეს რეალში.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (185)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)