შვაინშტაიგერი - მაურინიოს სათადარიგო ტრანსფერი

მაურინიომ მადრიდის "რეალში" მოსვლისთანავე დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელიც მის გუნდში უნდა გადმოსულიყო. ესენი არიან სტივენ ჟერარდი და დე როსი. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ამ ფეხბურთელთაგან არცერთი არ გადმოვა სამეფო კლუბში, თეთრები გერმანელ ფეხბურთელს, ბასტიან შვაინშტაიგერს შეიძენენ. მიუნხენის "ბაიერნი" ბასტიანში 55 მილიონ ევროს ითხოვენ.


მაურინიო 25 წლის გერმანელი ნახევარმცველით სეიოზულად არის დაინტერესებული და ამ უკანასკნელს სათადარიგო სტანსფერად მოიხსენიებს. თუმცა პორტუგალიელი მწვრთნელისთვის პრიორიტეტული მაინც სტივენ ჟერარდი და იტალიელი დე როსი რჩება. ასევე ჟოზე მაურინიოს სესკ ფაბრეგასის ხილვაც სურს მადრიდის "რეალში".

შვაინშტაიგერი მიუნხენის "ბაიერნს" 2008 წელს შეუერთდა. 2012 წლამდე ამ კლუბის საკუთრებად ითვლება და წელიწადში მისი ანაზღაურება 3 მილიონ ევროს აღწევს. ბასტიანით ისეთი კლუბებია დაინტერესებული, როგორებიცაა "ინტერი", "რეალი" და "იუვენტუსი". სამეფო კლუბი გერმანელ ფეხბურთელში 30 მილიონ ევროს იხდის, თუმცა "ბაიერნი" მასში არა ნაკლებ 55 მილიონს ითხოვს.

გასული სეზონი შვაინშტაიგერისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა, თუმცა მიუხედავად ამისა "ბაიერნის" მწვრთნელმა ვან გაალმა მისი გუნდიდან გაშვება მაინც გადაწყვიტა.


ინფორმაციის წყარო: AS.com
dle 10.1

  • Junior
  • 20 ივნისი 2010
  • 1864
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)