პიპიტა ისტორიაში შევიდა

მოგეხსენებათ, გუშინ სამხრეთ კორეასთან მატჩში გონსალო იგუაინმა 3 გოლის გატანა შეძლო. არგენტინელი ფეხბურთელი ჯერჯერობით ლიდერობს მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას და მისივე თქმით იგი არ აპირებს პოზიციების დათმობას.


გუშინდელი ჰეთ-თრიკის წყალობით პიპიტა ემილიო ბუტრაგენიოსა და მიჩელს შეუერთდა. საქმე იმაშია, რომ აქამდე მხოლოდ ორ მადრიდისტას ჰქონდა ერთ მატჩში გატანილი 3 ან მეტი გოლი, მესამე კი ახალგაზრდა ფორვარდია, რომელზეც მთელი მადრიდი უდიდეს იმედებს ამყარებს.

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ემილიო ბუტრაგენიომ, დანიის ეროვნული ნაკრების კარში 4 გოლის გატანა შეძლო და იგი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი "ბლანკოსელი", რომელმაც მუნდიალზე ერთ მატჩში 3 და მეტი გოლი გაიტანა.

შემდეგ იყო 1990 წელი, როდესაც მიჩელმა კორეასთან მატჩში ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო. იგი რიგით მეორე მადრიდელი იყო ვინც ეს მოახერხა.

2010 წელს კი მესამე "მადრიდისტა", რომელმაც შეძლო ჰეთ-თრიკის შესრულება გონსალო იგუაინია, მან სამხრეთ კორეასთან გამოიჩინა თავი და კიდევ ერთხელ ასახელა მადრიდის "რეალი".

პიპიტა ასევე მესამეა არგენტინელ ფეხბურთელთა ისტორიაშიც. აქამდე ამდენი გოლის გატანა გილერმო სტაბილემ შეძლო 1930 წელს, ამის შემდეგ კი იყო ლეგენდარული გაბრიელ ბატისტუტა, რომელმაც ორჯერ გააკეთა ეს 1994 და 1998 წლებში. dle 10.1

  • Hala
  • 18 ივნისი 2010
  • 2068
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (205)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)