აპრილში „რეალმა“ 8 თამაშში 11 გოლი გაიტანა და 3 გაუშვა!

2021 წლის აპრილის თვე მადრიდის „რეალისთვის“ ძალიან დატვირთული იყო. გუნდმა უმნიშვნელოვანეს მატჩებში მიაღწია წარმატებას, მაგრამ სტატისტიკა, რომელიც დაფიქსირდა კიდევ ერთხელ დასაფიქრებელია და ამტკიცებს იმას, რომ გუნდს გოლის გატანა ძალიან უჭირს.


8 თამაშში „მერენგების“ ანგარიშზე მხოლოდ 11 გატანილი გოლი დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „მერენგები“ თითო დაპირისპირებაში საშუალოდ 1.5 გოლის გატანასაც ვერ ახერხებს, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.

8 მატჩიდან ზიზუს გუნდმა 3 შემთხვევაში ნულოვანი ფრე დააფიქსირა. ეს მატჩები „ლივერპულთან“, „ხეტაფესთან“ და „ბეტისთან“ შედგა.

8 დაპირისპირებაში „რეალის“ ანგარიშზე 4 გამარჯვება, 4 ფრე და 0 წაგება დაფიქსირდა.

რაც შეეხება გაშვებულ გოლებს. ტიბო კურტუას კარის აღება მხოლოდ „ბარსელონამ“, „ლივერპულმა“ (პირველ მატჩში) და „ჩელსიმ“ შეძლეს, ხოლო „ეიბარის“, „ლივერპულის“ (მეორე მატჩში), „ხეტაფეს“, „კადისის“ და „ბეტისის“ ფეხბურთელებმა ტიბოს კარის ბადე საერთოდ ვერ შეარხიეს. dle 10.1

  • Ramos
  • 30 აპრილი 2021
  • 609
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)