დიარა და ნისტელროი კვლავ მწყობრში არიან
ნისტელროი და დიარა საბოლოოდ გათავისუფლდნენ მძიმე ტრავმისაგან..
მანუელ პელეგრინი დღეს 16 ფეხბურთელთან ერთად მუშაობდა, ამ დროს გუნდის დანარჩენი 11 ფეხბურთელი თავისი ნაკრების დასახმარებლად იმყოფებოდა. გუნდთან ერთად ვარჯიშობდა ნისტელროი და დიარა. ხოლო რონალდო განაგრძობს გრიპზე მკურნალობას.
ფერნანდო გაგო, სერხიო რამოსი და მარსელო, საერთო გახურების შემდეგ, ტრენაჟორების დარბაზში წავიდნენ. სერხიო ჯერ კიდევ გრძნობს ტკივილს მარცხენა ფეხში. მარსელოსაც მარცხენა ფეხზე პატარა მიკრო ტრავმა აქვს. ასევე ფეხი აწუხებდა ესტებან გრანეროს, რომელიც მინდორზე განცალკევებით ვარჯიშობდა.
როგორც ჩანს, ნისტელროი და დიარა საბოლოოდ გათავისუფლდნენ მძიმე ტრავმისაგან. დღეს ისინი თანაგუნდელებს შეუერთდნენ და ყოველგვარი პრობლემის გარეშე ივარჯიშეს
- 12 აგვისტო 2009
- 1665
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.